x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134393
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508486
ნამდვილად არის თუ არა საქართველო ის "უთავო ცხვარი", რომელზეც ნოსტრადამუსი თავთან დაბრუნებას წინასწარმეტყველებს და არა მეზობელ მხეცებთან?
რომელ ქვეყანას და ტერიტორიას გულისხმობს მიშელ ნოსტრადამუსი, როცა თავის ერთ-ერთ ოთხსტრიქონიან "საუკუნეში" მოიხსენიებს უთავო ცხვარს, რომელსაც თავი ტყავიანად წარტაცეს ზღვის იქითა ხალხებმა, კისერი, წელი და ფეხები კი მეზობელმა მხეცებმა მოაჭამეს.

image

ნოსტრადამუსის მეტაფორების გაგება არც ისე მარტივია. ის საუბრობს ალეგორიებითაც, თუმცა რაღაც კავშირების პოვნა შეიძლება.

თუ ყურადღებით დავაკვირდებით საქართველოს დღევანდელ რუკას, იგი მართლაც ჰგავს უთავო ცხვარს. ამის საილუსტრაციოდ, კულინარიის წიგნიდან გთავაზობთ ცხვრის ნაწილების სქემას.


image


თუმცა ნოსტრადამუსი მე-16 საუკუნეში წერდა თავის ლექსებს, რომელსაც "საუკუნეები" უწოდა. ეს ის პერიოდია, როცა საქართველოს რუკას ჯერ კიდევ არ აქვს ის სახე, რომელიც დღესაა წარმოდგენილი. საქართველოს მე-16 საუკუნის რუკაზე ჯერ კიდევ არ იკვეთება ცხვრის ფორმა



image


ანუ მიშელ ნოსტრადამუსმა რომელიღაც ტერიტორიის მომავალში არსებული ფორმა იწინასწარმეტყველა, სავარაუდოდ. სრული დამაჯრებლობით ვერ ვიტყვით, მაგრამ ამ მოსაზრებას აქვს არსებობის უფლება, რადგან...

დავიწყოთ თავით ტყავიანად

ზღვის იქითა ხალხები, სავარაუდოდ ბერძნები - ოქროს საწმისი

კისერი და წელი - აფხაზეთი და სამაჩაბლო;
მეზობელი მხეცი - რუსეთი.

ფეხები. სავარაუდოდ წინა ფახებზეა უფრო მეტი აქცენტი, თუმცა არც უკანა ფეხებს ადგას კარგი დღე. წინა ფეხების - საყრდენის, სხეულისთვის მიმართულების მიმცემის ტერიტორიაზე დღევანდელი აჭარაა, რომელიც დღითიდღე საფრთხის წინაშე დგას, ასევე მეზობელი მხეცი - თურქეთისგან. რომ აღარაფერი ვთქვათ, თურქეთის მიერ დიდიხნის წინათ მიტაცებულ ტაოკლარჯეთზე.


თუკი ნოსტრადამუსი ცხვარშინამდვილად იმ ტერიტორიას გულისხმობს, რომელიც დღევანდელი საქართველოა, გამოდის რომ ამავე ლექსის მიხედვით, საქართველო "ისევ მხეცისკენ მიდის" თუმცა მხეცისკენ, "რომელიც ძველი დიდების აღდგენისკენ ისწრაფის" (სსრკ-ს ძველი დიდება). "მწყემსი თავის ცხვართან დაბრუნდება, მას ისევ იმ ზღვის იქით შემოაბრუნებს, სადაც მისი თავი და ტყავია" (ევროკავშირი), რადგან "თავში მთელი მისი არსებობის სიკეთეა". მაგრამ ამ პროცესს წინ უძღვის "ჭირის გავრცელება, ბევრი უდანაშაულო ადამიანის სისხლი, წინააღმდეგობა, სატუსაღოები, შიმშილი. მძიმე დღეები", " სამი ერთნაირი ლუწი და ცხვარი ამოისუნთქებს". თუმცა "მსოფლიოში იქნება შიმშილი, სიღარიბე ჭირი, მაგრამ ცხვარი იცოცხლებს" "ცხვარს მიწა გადაარჩენს"

სამი ერთნაირი ლუწი -- 2022?

არის კავშირი ივერიასთან, რომელიც ბოლოს და ბოლოს უნდა გაბრწყინდეს...
რადგან ივერიის გაბრწყინებაც ნაწინასწარმეტყველევია!



7
2357
8-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
2357
  
2021, 7 აპრილი, 12:43
დიდი მადლობა!
2021, 7 აპრილი, 11:38
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2021, 28 თებერვალი, 19:07
ღმერთმა ქნას! მაგრამ ნამეტანი თავაშვებულები ვართ ამ გაგანია პანდემიისას, ღმერთმა თქვა, მთლად ჩემს იმედზეც ნუ იქნებით, თქვენც გაანძრიეთ ხელიო
2021, 28 თებერვალი, 18:38
ძალიან დამაჯერებელი წინასწარმწტყველებაა! ღმერთმაც ინებოს, იცოცხლოს ცხვარმა და მისმა მწყემსმა!
2021, 26 თებერვალი, 0:26
უფ,დავმშვიდდი :)
2021, 25 თებერვალი, 10:38
გასაოცარია!
2021, 25 თებერვალი, 9:58
მართლა დაკლული ცხვრის ფორმა აქვს საქართველოს რუკას
0 1 7