x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რა უნდა მოხდეს 2021 წელს მიშელ ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველებით. რატომ იქცევა "ჭკვიანურად" ერთი შეხედვით "უჭკუო" ვირუსი
image

ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველება მთელი მსოფლიოსთვის 2021 წლისთვის არც ისე დამამშვიდებელია:


ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველება ეხება მოსახლეობის ყველა ფენას და ცხოვრების უმეტეს სფეროებს. ნაწილობრივ, ეს ცვლილებები უკვე დაიწყო 2020 წელს და გაგრძელდება 2021 წელს, რომელიც იქნება ხარის მმართველობაში. ნოსტრადამუსი სწორედ ამ წელს უწოდებს მესამე მსოფლიო ომის დაწყების ზღურბლს. ამავე დროს, აზიის ერთ-ერთ ქვეყანას ამ ომის მთავარ დამნაშავედ მოიხსენიებს.

ნოსტრადამუსი თავის წინასწარმეტყველებაში აღწერს გარკვეული საშინელების მოსვლას, რომელიც გავლენას მოახდენს მსოფლიოში მომხდარ ცვლილებებზე. ამის მიუხედავად, ნოსტრადამუსის თანამედროვე მკვლევარები ამბობენ, რომ ეს შეიძლება იყოს არა ადამიანი, არამედ ხელოვნური ინტელექტი.


-----------------------------------------------------

ძალიან ბევრი ექიმი საუბრობს ვირუსის "ჭკვიანობაზე". ჭკუა- გონიერ არსებას აქვს, გონება და ჭკუა ტვინის ფინქციებია. ვერავინ ჩასწვდა ბოლომდე, თუ რა მართავს ამ რნმ ძაფს, რომელსაც ტვინი არ აქვს. ეგებ სულაც ამ ვირუსებს გარეთ არსებობს მათი მმართავი გონი? ან სიცოცხლის არაუჯრედულ ფორმას - ვირუსს ტვინის ნაცვლად სულ სხვა მექანიზმი აქვს "აზროვნების"? ფაქტია, რომ ჩვენ მის ენას ვერ ვიგებთ! არადა აშკარად გვებრძვიან ადამიანთა მოდგმას. რნმ-ს ძაგში ინფორმაციის ნაკრებია. საიდან მოდის ეს ინფორმაცია? ვისი ინფორმაციაა? უამრავი კითხვის ნიშანი ჩნდება. ნახეთ როგორ სწრაფად მუტირებს!
და არა მარტო ვირუსები იქცევიან ასე "ჭკვიანურად", არამედ ბაქტერიებიც.
მაგალითად, ვისაც ერთხელ მაინც უნახავს მიკროსკოპით, როგორ იქცევა სტაფილოკოკი, რომელიც ამა თუ იმ ანტიბიოტიკის ცნობას იწყებს და მის მიმართ რეზისტენტული (გამძლე) ხდება, არ მგონია იგი უგონო, უჭკუო და შესაბამისად, უტვინო არსებად მიიჩნიოს. ეს არ არის მხოლდო მარტივი ადაპტაცია!

--------------------------------------------

ისევ ნოსტრადამუსს თუ დავუბრუნდებით, სამხედრო ოპერაციების გარდა, რომელშიც ქიმიური იარაღი იქნება გამოყენებული, ნოსტრადამუსი ხედავს დიდ მიგრაციულ პროცესებს. მისივე თქმით, სამხრეთ ქვეყნები დატოვებენ თავიანთ ტერიტორიას და გადავლენ ჩრდილოეთისკენ.


2021 წლის დასაწყისში მსოფლიო მკვეთრად შეიცვლება, რუსეთი სამხრეთში დაიბრუნებს მოკავშირეებს. ამის საფუძველზე დაიწყება სერიოზული მიგრაციული პროცესები, რომლის წყალობითაც რუსეთის მოსახლეობა სწრაფად გაიზრდება.

2021 წლის დასაწყისში, მსოფლიოში რთული გეოპოლიტიკური სიტუაციის გამო, ნოსტრადამუსი აცხადებს იმ ხალხების გაერთიანებას, რომლებიც ადრე სსრკ – ს შემადგენლობაში იყვნენ.

თუ იმ თამაშის წესებს დავაკვირდებით, აზრებაიჯანი და სომხეთი რუსეთს კარგად ჩაეხუტნენ. საქართველოც ამ გზით მიდის, მიუხედავად იმისა, რომ ორმაგ თამაშს თამაშობს. გზა ევროპისკენ -გაისმის, რეალურად კი გზას რუსეთისკენ - ვადგავართ,

მიუხედავად ამისა, ნოსტრადამუსი საუბრობს ერთ მნიშვნელოვან დეტალზეც, რომელზეც რატომღაც ნაკლებ ყურადღებას ამახვილებენ, ალბათ, მიზანმიმართულად. კერძოდ, ის საუბრობს დიდ გადატრიალებაზე რუსეთის სამხრეთით, რომლის გამოც "ზღვასთან ახლო მდებარე უთავო ცხვარი" ვექტორს შეიცვლის. თუ დააკვირდებით, საქართველოს რუკას მართლაც აქვს უთავო ცხვრის ფორმა, უფრო სწორად, დაკლული ცხვრის, ზუსტად ისეთის, ყასბის დახლებზე რომ უდევთ...


1
419
4-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
419
  
2021, 25 თებერვალი, 3:13
საინტერესოა
0 1 1