x
მეტი
  • 15.04.2021
  • სტატია:110402
  • ვიდეო:352075
  • სურათი:480692
ანტისოციალური პიროვნული აშლილობის ეტიოლოგია და მკურნალობა

აშლილობის ეტიოლოგია

მრავალი კვლევაა ჩატარებული ანტისოციალური პიროვნული აშლილობის წარმოშობის მიზეზების დასადგენად საზოგადოებისთვის ამ თემის ღირებულებიდან გამომდინარე. სხვადასხვა ადგილებში ჩატარებულმა კვლევებმა მოგვცა გარკვეული მონაცემები. კვლევების ერთი ნაწილი ფოკუსირებული იყო აღმოეჩინათ დარღვევა ტვინში, რომლითაც აიხსნებოდა აშლილობა. ერთ-ერთ გამოკვლევაში იკვლევდნენ ტვინის რეაქციას გარკვეული სახის სტიმულებზე და აღმოაჩინეს მნიშვნელოვანი განსხვავებები ფსიქოპათებად კლასიფიცირებულ და არაფსიქოპათ მამაკაცებს შორის. ეს განსხვავებები გამოწვეული იყო პარალიმბური სისტემის ფუნქციონირების, კერძოდ საფეთქლის წილის დარღვევის გამო. ნევროლოგიურმა გამოკვლევამ დაადგინა დარღვევა ამიგდალას ფუნქციონირებაშიც ფსიქოპათიის მაღალი მაჩვენებლის მქონე ადამიანებთად. ამიგდალა არის ტვინის ის ნაწილი, რომელიც ჩართულია ემოციისა და აგრესიის კონტროლში. ზოგიერთმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ მათ უფრო პატარა ამიგდალა აქვთ, ხოლო ზოგიერ გამოკვლევაში დაფიქსირდა ამიგდალას რეაქციების შემცირება. თავის ტვინში დაფიქსირებული ამ განსხვავებების მიზეზები უცნობია.

ფსიქოლოგიური და კოგნიტურ ფაქტორებს დიდი როლი ენიჭებათ ანტისოციალური პიროვნული აშლილობის ეტიოლოგიაში. ფსიქოპათების დამახასიათებელ ნიშანს წარმოადგენს იმლუსურობა და დასჯის შედეგად დასწავლის სირთულეები. ამ ფენომენის სადემონსტრაციო კვლევაში (ნიუმენი, პატერსონი და კოსონი, 1987) მონაწილეები თამაშობდნენ კარტს კომპიუტერში. თუ ეკრანზე გამოჩნდებოდა ნახატიანი კარტი (დამა, ვალეტი, ბაბუ) მონაწილე იგებდა 5 ცენტს. თუ სხვა სახის კარტი გამოჩნდებოდა ის კარგავდა 5 ცენტს. ყოველი ცდის შემდეგ მონაწილეს შეეძლო შეეწყვიტა ან გაეგრძელებინა თამაში. წაგების ალბათობა კონტროლდებოდა ექსპერიმენტატორის მიერ, იწყებოდა 10%-ით და იზრდებოდა ყოველ 10 კარტზე 10%-ით, სანამ 100%მდე მივიდოდა. ფსიქოპათები უფრო დიდ ხანს აგრძელებდნენ თამაშს, ვიდრე საკონტროლო ჯგუფის წევრები. 12 ფსიქოპათიდან 9 აგრძელებდა თამაშს მას შემდეგაც, რაც მათ დაკარგეს ფული ბოლო 20 შემთხვევიდან 19 შემთხვევაში. აღმოჩნდა, რომ მათ არ შეეძლოთ შეეცვალათ არაადაპტური ქცევა. იგივე თამაშში, როცა ცდებს შორის 5 წამი იყო პაუზა, ფსიქოპათების მიერ ნათამაშები ცდების რაოდენობა უნდა შემცირებულიყო. ამ პაუზას სავარაუდოდ უნდა დაეფიქრებინა ფსიქოპათები საკუთარ ქცევაზე და გაეხადა ნაკლებად იმპულსურები. ფსიქოპათები არ ჩერდებოდნენ არც დასჯის და არც დაჯილდოების შემთხვევაში და არ რეაგირებდნენ უკუკავშირზე. ისინი უფრო სწრაფად თამაშობდნენ.

ეს გამოკვლევები ხსნის ბილის ქცევას. შიში, რომელსაც უნდა მოეხდინა ქურდობის, ფანჯრების ჩამტვრევის, ძარცვის პრევენცია, არ მოქმედებდა მასზე. მისი განცხადებებიდან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ის გრძნობდა მცირეოდენ სირცხვილსა და სინდისის ქენჯნას თავისი უკანონო ქმედებების გამო. სინამდვილეში ის ამაყობდა ამით. მას აშკარად ვერ გრძნობდა ემპათიას საკუთარი მსხვერპლების მიმართ. ბილს გააჩნდა ის მახასიათებლები, რაც ამ კვლევაში გამოვლინდა - არანაირი გავლენა არ ჰქონდა მასზე იმ შედეგებს, რაც მის ანტისოციალურ ქცევას მოჰყვებოდა ხოლმე.

ვინაიდან ავტონომიურ ნერვულ სისტემას დიდი როლი აქვს ემოციების მართვაში, მკვლევარებმა შეამოწმეს ფსიქოპათების ავტონომიური აქტივობაც და მათი ავტონომიური პასუხი სხვადსხვა კლასის სტიმულებზე. აღმოჩნდა, რომ ფსიქოპათებს კანის მგრძნობელობა ჰქონდათ ნორმაზე დაბალი, მათი რეაქცია ავერსიულ და სტრესულ სტიმულებზე სუსტია, მათი ფულისცემის სიხშირეც დაბალია. ეს შედეგები კლინიკური სურათის კონსისტენტურია, რომლის მიხედვითაც ფსიქოპათები არიან არამშფოთვარენი. ემოციების კვლევებმა აჩვენა, რომ ისინი ემოციურები არ არიან. თუ ზოგიერთ ფსიქოპათს აქვს უშიშარი ტემპერამენტი, სხვებს აქვთ სირთულეები ნეგატიური ემოციების კონტროლში.

საბოლოო ჯამში, კვლევების შედეგები კონსისტენტური იმ იდეის, რომ ძნელია ფსიქოპათებში უარყოფითი ემოციის გამოწვევა. ეს შესაძლოა იყოს მნიშვნელოვანი დეტერმინანტი მათი განმეორებადი ანტისოციალური ქცევის ასახსნელად. მაგრამ უარყოფითი ემოციების გამოწვევა არ არის სოციალიზაციის ერთადერთი კომპონენტი. მოსაზრება იმის შესახებ, რომ ფსიქოპათები განიცდიან ემპათისს ნაკლებობას ასევე დადასტურდა კვლევებით. მათ არ ჰქონდათ რეაქცია, როცა სლაიდზე უჩვენებდნენ უბედურ ადამიანებს.

სხვა მკვლევრებმა შეისწავლეს გენეტიკური ფაქტორები. კრიმინალობასაც და ანტისოციალურ პიროვნულობასაც აღმოაჩნდა მემკვიდრეობითი კომპონენტი. ტყუპების კვლევებმა აჩვენა, რომ გენებს აქვთ როლი იმის ალბათობის განსაზღვრაში ჩაიდენს თუ არა ადამიანი კრიმინალურ ქცევას. ტყუპების კვლევამ აჩვენა უფრო მაღალი კონკორნადტობა მონოზიგოტურ ვიდრე დიზიგოტურ ტყუპებში. შვილად აყვანის კვლევეში კი გამოვლინდა აყვანილი ბავშვების ანტისოციალური ქცევის მაღალი მაჩვენებლები, როცა მათი მშობლები იყვნენ ანტისოციაულური პიროვნული აშლილობების მქონენი. ტყუპებზე ჩატარებულ დიდ ლონგიტუდურ კვლევაში გამოვლინდა განსხვავებული სახის გენეტიკური ეტიოლოგიური ფაქტორები, რომელიც მოიცავდა ერთის მხრივ მთელი ცხოვრების მანძილზე პერსისტენტულ ანტისოციალურ ქცევას (ბავშვობიდან მოზრდილობამდე), მეორეს მხრივ მხოლოდ ზრდასრულობაში განხორციელებულ ანტისოციალურ ქცევებს. მოზრდილობაში გამოვლენილი ანტისოციალური ქცევები უფრო მეტად დამოკიდებულია გარემო ფაქტორებზე. ისეთი პიროვნული ნიშნები, როგორიცაა გულწრფელობის და ემპათიის ნაკლებობა ძლიერ მემკვიდრეობითია.

გენეტიკური ფაქტორები ურთიერთქმედებენ გარემო ფაქტორებთან. ამის მაგალითია მონოამინ ოქსიდეზიზ ეი გენი. (მაოა) მაოას ფერმენტის დონე რეგულირებულის ამ გენით, რაც გავლენას ახდენს სეროტონინის, ნორეპინეფრინის და დოფამინის მოქმედებაზე, რაც უკავშირდება ანტისოციალური ქცევის განხორციელების რისკს. როცა დაბალია მაოას ფერმენტის დონე, იზრდება ანტისოციალური ქცევა მოზარდებში, რომლებიც უგულებელყოფილნი არიან მშობელთა მხრიდან, ხედავენ ძალადობას ოჯახში, და მშობლები არიან არაკონსისტენტურნი აღზრდაში. ფიზიკური ძალადობა ზრდის ორივე ჯგუფის დისფუნქციას, მაგრამ განსაკუთრებით იმათსაც, ვისაც ამ ფერმენტის დაბალი დონე აქვს. ცუდი აღზრდა გამოიწვევს აპა-ს თუ კომბინირებული იქნება მაოას ფერმენტის ნაკლებ შემცველობასთან ნაშვილებ ბავშვებშიც კი. გენები მხოლოდ კონკრეტულ გარემო პირობებში გამოვლინდება, გენი-გარემოს ინტერაქცია არის მნიშვნელოვანი საკითხი კვლევებისთვის.

კვლევებმა ასევე აღმოაჩინა კავშირი პრენატალური პერიოდის დროს დედის მიერ სიგარეტის მოწევასა და მომავალში ბავშვის მიერ ანტისოციალური ქცევის გამოვლენასთან. ეს კავშირი ძლიერია, ვინაიდან ეს მაშინაც ხდებოდა, როცა არ არსებობდა ანტისოციალური ქცევის გენეტიკური ფაქტორები. თუმცა მკვლევრები სიფრთხილით ეკიდებიან საკითხს, ვინაიდან ეს ეფექტი შესაძლოა გამოწვეული იყოს სხვა გარემო პირობებიდან, ამიტომ ამ მიმართულებით მეტი კვლევის ჩატარებაა საჭირო.

გარემო ფაქტორებიც ჩართულია ანტისოციალური პიროვნული აშლილობის წარმოშობაში. ბავშვები, რომლებიც იზრდებიან ფიზიკურ ძალადობას ან უგულებელყოფაში არიან ანტისოციალური პიროვნული აშლილობის განვითარების რისკის ქვეშ მოზარდობასა და მოზრდილობაში. ავტორიტარული აღზრდის სტილი, რომელიც ხასიათდება დასჯით და სითბოს ნაკლებობით უკავშირდება აპა-ს განვითარებას ბავშვებში. ასევე მშობლებს შორის კონფლიქტი და ძალადობა ზრდის ბავშვის ანტისოციალურობას. ბილის მამის მკაცრი, მაგრამ არაკონსისტენტური დისციპლინა და ასევე კონფლიქტი ბილის მშობლებს შორის ემთხვევა ამ გამოკვლევის შედეგებს. კავშირი მშობლების ანტისოციალურ თვისებებსა და შვილების ანტისოციალურ თვისებებს შორის ნაწილობრივ შედეგია მშობლების მკაცრი, არაკონსისტენტური, უყურადღებო ქცევების. ასევე დედის ანტისოციალური ქცევა უკავშირდება ზრდასრულობაში ანტისოციალურ ქცევას, ვინაიდან თინეიჯერობის ასაკში ბავშვი ხედავს დედის ისეთ ქცევებს როგორიცაა: ბევრი სმა, კანონის დარღვევა, სხვა ადამიანებთან კონფლიქტის ქონა, მოტყუება, დაუდევარ ქცევებში ჩართულობა. დედა წარმოადგენს მოდელს, რომლის იმიტაციასაც ბავშვი ახდენს. თუ დედა ორსულობის დროს დეპრესიულია, ბავშვს აქვს მოზრდილობაში ანტისოციალური ქცევების განხორციელების ორჯერ მეტი რისკი და ძალადობრივი ქცევების განხორციელების ოთხჯერ მეტი რისკი, იმის გათვალისწინებითაც, რომ დეპრესია გამოვლენილი იქნება შემდგომაც.

მშობლები გავლენას ახდენენ შვილებზე, თუმცა შვილებიც ახდენენ გავლენას მშობლებზე. აღზრდის სტილზე მსჯელობა ბავშვის ტემპერამენტისა და ნევროლოგიური ფაქტორების გათვალისწინების გარეშე არასწორია. მაგალითად, მოფიტი გვთავაზობს მოსაზრებას, რომ ანტისოციალური ქცევა იწყება ნევროლოგიური ფუნქციების დეფიციტით, როგორიცაა ყურადღება და ნებელობა. ეს დეფიციტი ბავშვს მშობლებისთვის ძნელადაღსაზრდელს ხდის და იწვევს ისეთი დისციპლინის ჩამოყალიბებას, რომელიც იწვევს ანტისოციალურ პიროვნულ აშლილობას. სოციალური ფაქტორებიც მნიშვნელოვანია. წარუმატებლობა სკოლაში, უარყოფა თანატოლების მხრიდან, იდენტიფიცირება თანატოლების დევიანტ ჯგუფთან არის მნიშვნელოვანი პრედიქტორი მოზრდილობაში ანტისოციალური ქცევის. სიღარიბეში გაზრდა კიდევ ერთი ფაქტორია, რომელიც იწვევს ანტისოციალური თვისებების განვითარებას. მაკმილანმა, მაკმორისმა და კრუტსჩნიტმა აღმოაჩინეს, რომ როცა ოჯახი თავს დააღწევდა სიღარიბეს, მცირდებოდა მათი შვილების ანტისოციალური ქცევა. ხანგრძლივი სიღარიბე უფრო საზიანოა.

ფსიქოლოგებმა გააანალიზეს სხვადასხვა ფსიქიკური აშლილობები ევოლუციის პერსპექტივიდან. ანტისოციალური პიროვნული თრეიტები წარმატებული სტრატეგია იყო გადარჩენისთვის, რომელიც გადაეცემოდა გენებით, რომლებიც შეირჩეოდა სოციალური გარემოს მიერ და ადამიანების გენომში აგრძელებდა არსებობას. ამას ორი განსხვავებული სარგებელი აქვს, ერთი ინდივიდუალურ და მეორე სოციალურ დონეზე. ინდივიდუალურ დონეზე ანტისოციალურობა შესაძლოა ყოფილიყო განმავითარებელი სტრატეგია მკაცრი რთული გარემოს წინააღმდეგ, რომელიც პროვოცირებას უკეთებდა ამ გენებს, ბავშვი იზრდებოდა ამ მკაცრ გარემოში და ივითარებდა თაღლითობის სტრატეგიებს. ასეთი სტრატეგია შესაძლოა უფრო წარმატებული ყოფილიყო ამ მკაცრ გარემოში, ვიდრე კოოპერატიული, თანამშრომლობითი სტრატეგია. ეს მოდელი კონსისტენტური იმ ფაქტის, რომ გენი-გარემოს ინტერაქცია ანტისოციალურობაში მნიშვნელოვანია, რაც პროვოცირებულია ბავშვზე ფიზიკური ძალადობისგან. რაც შეეხებოდა სოციალურ დონეზე სარგებელს, ადამიანები ცხოვრობდნენ მცირე ჯგუფებად და სჭირდებოდან ერთი წევრი ანტისოციალურობის მაღალი მაჩვენებლით, ამ წვერს უნდა მიეცა ჯგუფისთვის ცბიერებისა და მანიპულირების მაგალითი და მიეცა მათთვის შანსი განევითარებინათ ეს უნარები და გამოეყენებინათ ეს სტრატეგია და არ ყოფილიყვნენ მოწყვლადნი, როცა შეხვდებოდნენ გამოწვევებს სხვა ჯგუფის წევრებთან. თუმცა, რათა დაბალანსდეს ანტისოციალური პიროვნების მანიპულატორობა, მას უპირისპირდება იმპულსურობა, რათა შემცირდეს მისი დესტრუქციულობა. ის სოციალური ჯგუფები, რომლებიც მხოლოდ მანიპულატორობის გენს ატარებდნენ, გადაშენდნენ. ეს ჰიპოთეზა საინტერესოდ ხსნის იმ ფაქტს, თუ რატომ შენარჩუნდა ბუნებრივი გადარჩევის პროცესში ის გენები, რომლებიც ამ აშლილობას იწვევს.


მკურნალობა

თანხმდებიან, რომ მკურნალობა ფსიქოპათებთან ხშირ შემთხვევაში წარუმატებელია. ქლექლმა შეაჯამა საკუთარი კლინიკური შთაბეჭდილებები ამგვარად:

“წლებია იმედგაცრუებული ვარ ფსიქოპათიის მკურნალობის ეფექტის გამო. მუდმივად მარცხს განვიცდი ამგვარი პაციენტებისთვის დახმარების დროს. ვიმედოვნებდი, რომ სხვების მიერ მკურნალობა უფრო წარმატებული იქნებოდა. მქონდა შესაძლებლობა მენახა პაციენტები, რომლებიც მკურნალობდნენ ფსიქოანალიზით, ფსიქოანალიტიკური ორიენტაციის ფსიქოთერაპიით, ჯგუფური თერაპიით... ვერცერთმა დამიტოვა შთაბეჭდილება, რომ წარმატებას მიაღწიეს... ახლა სამ თვეზე მეტია, შესაძლებლობა მაქვს დავაკვირდე იმ პაციენტების დიდ რაოდენობას, რომლებიც იმის შიშით, რომ დაკარგავდნენ პრობაციის სტატუსს მკურნალობდნენ წლების განმავლობაში... თერაპევტის მარცხი თითოეულ პაციენტთან მაგრძნობინებს, რომ ამჟამად ჩვენ არ გვაქვს არანაირი სახის ფსიქოთერაპიული საშუალება, რომელსაც დავეყრდნობით, რათა ფუნდამენტურად შევცვალოთ ფსიქოპათი.“


არ არსებობს საკმარისი ემპირიული მონაცემები ფსიქოპათიის მკურნალობის ეფექტის შესახებ. ფსიქოფარმაკოლოგია არ არის ეფექტური. ზოგიერ თერაპიას უარყოფითი ეფექტიც კი აქვს. რაისმა, ჰარისმა და ქორმიერმა შეადარების თერაპიული ეფექტი პატიმრებზე ციხის გავლენას. სპეციალური პროგრამა ამცირებდა რეციდივს არაფსიქოპათებთან, მაგრამ ზრდიდა ფსიქოპათებთან. ფსიქოპათის უუნარობა დაამყაროს სანდო ურთიერთობა თერაპევტთან წარმოადგენს თერაპიის არაეფექტურობის მთავარ მიზეზს. ადამიანი, რომელიც იტყუება, ნაკლებად ღელავს სხვის გრძნობებზე, არ გრძნობს სინანულს, “ცუდი“ კანდიდატია ფსიქოთერაპიების უმეტესი ფორმებისთვის. ერთი გამოცდილი კლინიცისტი გვთავაზობს შემდეგ მითითებებს:

“პირველი - თერაპევტი უნდა იყოს მუდმივად ფხიზლად, რომ არ გახდეს პაციენტის მანიპულაციების მსხვერპლი. მეორე - უნდა ახსოვდეს, რომ სანამ არ დაამტკიცებს, არ უნდა ენდოს პაციენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, ის ხშირად დამახინჯებულია. მესამე - მან უნდა აღიაროს, რომ სამუშაო ალიანსი ვითარდება თერაპიულ ურთიერთობაში, შეიძლება ძალიან გვიან, მაგრამ მაინც ვითარდება.“

image

ანტისოციალური პიროვნული აშლილობის ზოგიერთი შემთხვევის პრევენცია შესაძლებელია გარკვეული ოროგრამებით, რომლებიც ფოკუსირდებიან იმ სიტუაციებზე, რაც ინდივიდს აშლილობის განვითარების რისკის წინაშე აყენებს. მაგალითად, პროგრამები, რომლებიც მუშაობენ ბავშვებზე ძალადობის შემცირებაზე, შესაძლოა პრევენციული საშუალება აღმოჩნდეს ანტისოციაულური პიროვნული აშლილობის განვითარებაში. შესაძლოა ეფექტური აღმოჩნდეს ისეთი ჯგუფების მიზანში ამოღება, რომლებსაც აპა-ს განვითარების დიდი რისკი აქვთ, მაგალითად ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის აშლილობის მქონე ბავშვების. ბიჰევიორალური მშობლების ტრენინგი, რომელიც ასწავლის მშობელს ქცევით ტექნიკებს, რათა გაზარდოთ შვილების ადაპტური ქცევები და შეამცირონ მათი ანტისოციალური ქცევა, ეფექტურია ანტისოციალური ქცევის შესამცირებლად და კოგნიტურ-ბიჰევიორალური თერაპია, რომელიც ასწავლის პრობლემის მოგვარებას და ცვლის დამახინჯებულ აღქმას ასევე ეფექტურია ანტისოციალური ქცევის შესამცირებლად მოზრდილებში. ზრდასრულებთან ეფექტური მკურნალობის შემთხვევები მცირეა, ანტისოციალურობის მკურნალობა ბავშვებთან და მოზარდებთან მუშაობს. მულტისისტემური მკურნალობა არის მიდგომა არასრულწლოვანი დამნაშავეებისადმი, რომელიც ფოკუსირებულია ოჯახურ ინტერვენციაზე და იძლევა დამაიმედებელ შედეგებს. მკურნალობა აქცენტს აკეთებს ვცლილებებზე ოჯახში, სკოლაში, საზოგადოებაში, რათა შემაცირონ მათი წვლილი პრობლემურ ქცევებში. მეტაანალიზმა აჩვენა, რომ მოზარდები, რომლებიც იღებდნენ მკურნალობას უკეთ ფუნქციონირებდნენ, ვიდრე 70% იმ მოზარდებისა, ვისაც არ უმკურნალია. ეს შედეგები იმედს იძლევა, რომ ზოგიერთი სპეციფიკური ტიპის ადრეულმა ინტერვენციამ შესაძლოა შეამციროს ზრდასრულებში ანტისოციალური პიროვნული აშლილობის სიმძიმე.

0
20
შეფასება არ არის
ავტორი:გიორგი შოგირაძე
გიორგი შოგირაძე
20
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0