x
მეტი
  • 17.04.2021
  • სტატია:110486
  • ვიდეო:352106
  • სურათი:480869
სანამ სიკვდილი არ დაგვაშორებს: ცნობილი წყვილები, რომელთა სიცოცხლეც ერთ დღეს შეწყდა

image


ყველამ კარგად ვიცით "რომეოსა და ჯულიეტას" ან "ტრისტანისა და იზოლდას" სიყვარულის საოცარი ისტორიები, რომლებსაც სევდიანი, მეტიც, ტრაგიკული ფინალი ჰქონდათ. სამწუხაროდ ყველაფერი ისე არ დასრულებულა, როგორც ეს ზღაპრებში ხდება ხოლმე: "და ცხოვრობდნენ ისინი დიდხანს და ბედნიერად...", თუმცა ნურც ის დაგვავიწყდება რომ ეს მხოლოდ წიგნის პერსონაჟებს ეხებოდა. სულ სხვა საკითხია, როდესაც მსგავსი ისტორები რეალურ ცხოვრებაში ხდება.



ბონი და კლაიდი


image


გასული საუკუნის ყველაზე "რომანტიზებული" კრიმინალები, ბონი პარკერი და კლაიდ ბაროუ ერთმანეთს დიდი ეკონომიკური დეპრესიის პერიოდში შეხვდნენ. ეს მოხდა 1930 წელს, როცა ბონი მხოლოდ 20 წლის, ხოლო კლაიდი მასზე სულ რაღაც ერთი წლით უფროსი იყო. ერთმანეთზე უზომოთ შეყვარებული, თავზე ხელაღებული ეს განგსტერული წყვილი მთელ ამერიკას შიშს ზარს სცემდა. ერთ - ერთი ვერსიის თანახმად, ისინი ერთმანეთს პირველად, წვეულებაზე შეხვდნენ და მას შემდეგ აღარასდროს დაშორებულან. მათ სახელს არაერთი მძიმე დანაშაული უკავშირდება.


image


შეყვარებულები 1934 წლის 23 მაისს, პოლიციის მიერ, მათ მანქანაზე თავდასხმის შედეგად, ერთმანეთის მკლავებში გარდაიცვალნენ. იმისთვის რომ ბონის და კლაიდის გულს ფეთქვა უნისოში სამუდამოდ შეეწყვიტა ამისთვის სამართალდამცველებს მთლიანობაში ასი ტყვია და ოთხი რეინჯერი დასჭირდათ. ამერიკელი მძარცველები ჯერ კიდევ სიცოცხლეშივე ოცნებობდნენ რომ დაკრძალული ერთად ყოფილიყვნენ, თუმცა ამაზე ბონის ოჯახი წინააღმდეგი წავიდა, ასე რომ მათი საბოლოოდ დაშორება მხოლოდ სიკვდილმა შეძლო.




ადოლფ ჰიტლერი და ევა ბრაუნი



image


ადოლფ ჰიტლერი და ევა ბრაუნი მე -20 საუკუნის ყველაზე არაერთგვაროვანი წყვილია! ერთი მხრივ, ტირანი, დესპოტი და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი დიქტატორი, მეორე მხრივ, მომხიბვლელი მამაკაცი საოცარი ქარიზმით, რომელმაც მრავალი ქალის გული დაიპყრო.


image


ადოლფ ჰიტლერის სახელი კაცობრიობის უმეტესობას შიშის ზარს სცემდა, თუმცა 17 წლის ევა ბრაუნი 40 წლის პოლიტიკოსზე თავდავიწყებით ისე იყო შეყვარებული, რომ არც მის ​​დესპოტურ ხასიათს და მით უმეტეს, არც მის უამრავ რომანს იმჩნევდა. ფიურერისადმი მისი სიყვარული სიგიჟეს უტოლდებოდა: რამდენჯერმე ევამ თვითმკვლელობაც კი სცადა. სიცოცხლის ბოლომდე ის თავისი საყვარელი მამაკაცის ერთგული დარჩა, სიკვდილამდე ერთი დღით ადრე ბრაუნი მისი კანონიერი ცოლიც გახდა. ევა და ადოლფი 1945 წლის 29 აპრილს დაქორწინდნენ. ქორწილის დღეს პატარძალს მეუღლის თხოვნით შავი კაბა ემოსა. 30 აპრილს ორივე მათგანმა შხამის მიღებით თაფლობის თვის გატარება იმქვეყნად ნებაყოფლობით არჩია.



პრინცესა დაიანა და დოდი ალ - ფაიედი


image


ლედი დი ყოველთვის ეძებდა სიყვარულს, განსაკუთრებით კი უელსის პრინცთან წარუმატებელი ქორწინების შემდეგ. როგორც ჩანს, ნამდვილი ბედნიერება მან მილიარდერის შვილთან, წარმატებულ პროდიუსერთან დოდი ალ-ფაიედთან ჰპოვა. დოდი ქალების დიდი მოყვარული გახლდათ, რომლის მრავალრიცხოვან რომანებზეც არაერთი ჭორი დადიოდა, თუმცა დიანას გაცნობის შემდეგ ის რადიკალურად შეიცვალა. ყველასთვის საყვარელი ლედი დი ხომ მართლაც უნიკალური პიროვნება იყო, რომელმაც თავი სრულიად სამყაროს შეაყვარა.


image


მათი რომანი მგზნებარე, თუმცა ხანმოკლე აღმოჩნდა. მომაბეზრებელი პაპარაცები მათ მოსვენების საშუალებას არ აძლევდნენ, რამაც საბოლოოდ, ავტოკატასტროფისას მათი სიცოცხლეც შეიწირა. მძღოლი და დოდი ადგილზე დაიღუპნენ, დაიანა კი, საავადმყოფოში გადაყვანიდან ერთი საათში გარდაიცვალა. ლედი დი მთელმა ბრიტანეთმა და მსოფლიომ დაიტირა. ის 36 წლის იყო. გამოძიების თანახმად, მისი გარდაცვალების მიზეზად უბედური შემთხვევა დასახელდა, თუმცა პრინცესა დაიანას სიკვდილი დღემდე განხილვის საგნად რჩება. საზოგადოების ნაწილი მის გარდაცვალებაში სამეფო ოჯახს ადანაშაულებს.





კეროლინ ბესეტ-კენედი და ჯონ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი


image


პუბლიცისტი კეროლინ ბესეტი და აშშ-ის 35-ე პრეზიდენტის ჯონ ფიცჯერალდ კენედის ვაჟი, ჯონ ფიცჯერალდ-უმცროსი გასული საუკუნის ერთ-ერთ ულამაზესს წყვილად ითვლებოდა. კეროლინი არა მხოლოდ ჯონ კენედის რძალი, არამედ "Calvin Klein" - ის ცნობილი პუბლიცისტი, ერთგვარი "სტილის ხატი" და ამერიკული ოცნების განსახიერება იყო. საზოგადოება მათ აღმერთებდა: მუდამ მომღიმარი, ბედნიერი და აქტიური ახალგაზრდები იდეალური წყვილის შთაბეჭდილებას ტოვებდა.



image


ჯონმა და კეროლინმა 1996 წლის 21 სექტემბერს კამბერლენდის კუნძულზე, მოკრძალებულ ხის სამლოცველოში ფარულად იქორწინეს. ეს იყო ისეთი ზღაპრული ქორწილი, როგორზეც გოგონები ბავშვობიდან ოცნებობობენ, თუმცა ოჯახური იდილია საკმაოდ მცირე ხანს გაგრძელდა. კეროლინისთვის მისი პერსონის მიმართ მედიის მხრიდან მუდმივი ყურადღება რთულად შესაგუებელი აღმოჩნდა, გოგონა ამ ამბავს ძალიან განიცდიდა, სწორედ მის ნიადაგზე იჩინა თავი ხშირად ოჯახში უთანხმოებამაც, თუმცა ამას მეუღლეების ურთიერთობაზე გავლენა არ მოუხდენია.

image


1999 წლის 16 ივლისს ჯონი, კეროლინი და მისი უფროსი და, ლორენი კენედის კერძო თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდნენ და მარტას ვინიარდის კუნძულზე, რობერტ კენედი უმცროსის ქალიშვილის ქორწილში მიემგზავრებოდნენ. თვითმფრინავის საჭესთან თავად ჯონი იჯდა, რადგან ფრენა ძალიან უყვარდა და ისედაც საკმაოდ გამოცდილი პილოტი გახლდათ, მაგრამ იმ ღამეს, დაბალი ხილვადობის გამო, თვითმფრინავმა კონტროლი დაკარგა და ოკეანეში ჩავარდა. სამი მგზავრის ნეშტს აშშ-ის სამაშველო სამსახურები კიდევ დიდხანს ეძებდნენ, ქვეყანაში ეროვნული გლოვა გამოცხადდა. კენედების ახალგაზრდა წყვილს მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანი გლოვობდა.














0
306
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
306