x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
მინოსის კულტურა კავკასიელებმა შექმნეს – მეცნიერების ახალი აღმოჩენა

image


მაქს პლანკის ისტორიის ინსტიტუტის მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ მინოსის და მიკენის ცივილიზაციის კულტურები ნეოლითის ადამიანების შთამომავლების მიერ იყო შექმნილი. მათ ანალიზი ჩაუტარეს უძველესი ნაშთებიდან ამოღებულ დნმ-ს და კვლევის შედეგები Nature-ში (ბრიტანული ჟურნალი) გამოაქვეყნეს.

imageმინოსის კულტურა კუნძულ კრეტაზე ძვ. წ. აღრ. 2600–1100 წლებში არსებობდა. ითვლება, რომ ის დამწერლობის მქონე პირველი ცივილიზაცია იყო, ევროპულ საზოგადოებაში (დამწერლობა ჰქონდა მიკენის ცივილიზაციასაც, რომელიც საბერძნეთის მატერიკულ ნაწილში ძვ. წ. აღრ. 1700–1050 წწ. არსებობდა. მისი ხაზოვანი დამწერლობა ბერძნულის ადრეული ფორმა იყო).

მეცნიერებმა მინოსის და მიკენის ანტიკური ხანის წარმომადგენელის და ბრინჯაოს ხანის მატერიკული საბერძნეთის და ანატოლიის სამხ-დას. რეგიონებში მცხოვრები ადამიანების გენომი შეისწავლეს. ამის შემდეგ, მათ კვლევის შედეგები ადრე მიღებულ, გენეტიკურ მონაცემებს შეეადარეს, რომელიც 3 ათასი უძველესი და თანამედროვე ადამიანის კვლევის შედეგად იყო მიღებული და აღმოჩნდა, რომ მინოსელები დას. ანატოლიის, კავკასიელების და ირანელების მემკვიდრეები იყვნენ. ხოლო, მიკენის კულტურა ჩრდილოეთიდან მოსულმა ხალხებმა შექმნეს და მათი გენომი მინოსელების ნაშთებში არ იკითხება.

imageმეცნიერების აზრით, კვლევის შედეგები იმაზე მიუთითებს, რომ უძველეს დროში ადგილი ჰქონდა კავკასიიდან და ირანიდან ევროპაში ხალხების მიგრაციას. რომელმაც ასახვა მხოლოდ მიკენის კულტურაში ჰპოვა.

«მიკენელებს, მინოსელებს და თანამედროვე ბერძნებს ნათესაური კავშირი აქვთ კავკასიელებთან და ირანელებთან. ეს შედეგი კი იმაზე მიუთითებს, რომ ეგეოსის ზღვის მიმართულებით, აღმოსავლეთიდან განხორციელებული პირველი მიგრაციის შემდეგ, ადგილი ჰქონდა, ამ მიმართულებით, სალხების არაერთ მიგრაციას» – განაცხადა კვლევის წამყვანმა მეცნიერმა და სტატიის ავტორმა იოსიფ ლაზარიდისმა (Iosif Lazaridis).

imageimage

არხის სხვა სიახლეები:

imageimageimage1. მაკედონელი, კლეოპატრა, კეისარი და სხვა ისტორიული პირები დღეს რომ ცხოვრობდნენ...
2.15 ფოტო მტკიცებულება, რომ ამ ქვეყანაში მხოლოდ ონლაინ უნდა ვიმოგზაუროთ
3. ქოთნის ყვავილები და სხვა მცენარეები – მოვლა, დიზაინი, საინტერესო ფაქტები

4. შეეძლო ჰიტლერს ომის მოგება?.. და რატომ ჩავარდა «ბარბაროსას» გეგმა

5. თუ თქვენი ყოველი დღე, წინა დღეს ჰგავს და ბედნიერების შეგრძნება დავკარგეთ...

6. ყველაზე საინტერესო ფაქტები ოქროს შესახებ

0
399
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
399
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0