x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
,,ალქაჯებზე ნადირობა"- შუა საუკუნეების 5 ყველაზე ცნობილი ალქაჯი

შუა საუკუნეები ქალებისთვის ნამდვილად არ იყო სახარბიელო დრო, ნებისმიერ გამვლელს შეეძლო ქალი ალქაჯობაში და ჯადოქრობაში დაედანაშაულებინა, ხშირად კი ეს ჭორები ამ ქალების სიკვდილით დასჯის მიზეზი ხდებოდა. XIV-XVIII საუკუნეების ევროპაში ამგვარი “დანაშაულით" დაახლოებით 40-50 ათასი ქალი ჩამოახრჩვეს და კოცონზე დაწვეს.image

მელინ მატსდოტერი- სტოკჰოლმში სწამდათ, რომ ალქაჯები ბავშვებს იტაცებდნენ. ამგვარად დაადანაშაულეს საბრალო მელინიც ალქაჯობაში და იმ დროისტვის ევროპაში ყველაზე გავრცელებული სიკვდილით დასჯა, ხოლო შვედეთში პირველი ცოცხლად დაწვა მიუსაჯეს. სასამართლოში მელინმა დანაშაული არ აღიარა, არ მოინანია და კოცონთან ამაყად აწეული თავით მივიდა. ის გახდა პირველი და უკანასკნელი ქალი, რომელიც შვედეთში დაწვეს. ამბობენ რომ ცოცხლად დაწვა იმის გამო შეწყვიტეს, რომ მუნიციპალიტეტს მთელი ამ პროცესის შეეშინდა, რადგან ქალს ხმაც არ ამოუღია, და როგორც მასინ სწამდათ, ალქაჯები ტკივილს ვერ გრძობენ.image


ბრიჯიტ ბიშოპი- ცნობილი სალემის სასამართლო სწორედ ამ ქალის გამო დაიწყო. 1692 წელს ბრიჯიტს 2 ტავერნა ჰქონდა, იცვამდა პროვოკაციულ ტანსაცმელს და როგორც შემდგომში გაირკვა, მაგიით მართლა იყო გატაცებული. მისი სახლის შცრეკისას აღმოაჩინეს თოჯინები, რომლებიც მახათებით იყო დაჩხვლეტილი, ერთ-ერთი მათგანი კი ძალიან ჰგავდა ცოტა ხნის წინ გარდაცვლილ მამაკაცს. სასამართლოში ბრიჯიტი ძალიან თამამად იქცეოდა, რამაც მისი სიკვდილით დასჯა დაასწრაფა. მთელმა ამ სისხლიანმა სანახაობამ საზოგადოებაში ისტერია გამოიწვია. ძალინ მოკლე დროში კოცონზე კიდევ 70 “ალქაჯი" დაწვეს.image


ანა ქოლდინგსი- უბრალო ქსოველი ქალი დაადანაშაულეს ქარიშხლის გამოწვევაში, რომელმაც დედოფალი ანას გემი გაანადგურა კოპენჰაგენიდან შოტლანდიასი მიმავალი. დედოფალი კინაღამ ჩაიძირა ქარიშხლის გამო და ნორვეგიაში გაჩერდა დროებით. კრონბორგის მერს მეფის თვალში გამოჩენა უნდოდა, ამიტომაც სწრაფად დაადანაშაულა ქოლდინგსი ალქაჯობასი და მას ეშმაკის დედაც კი უწოდა. სასამართლოში ქალმა არამხოლოდ არიარა თავისი დანაშაული, არამედ სხვა 5 თანამზრახველიც დაასახელა, მათ შორის მერის ცოლიც. გამთენიისას კი ყოველი მათგანი დაწვეს.image


ეტიენ ჯილისი- 1613 წლებში ნიდერლანდებში უფრო მეტ ალქაჯს კლავდნენ, ვიდრე მთელს ევროპაში ერთად აღებულს. ჯილისი ახალშობილი ბავშვების დაწყევლაში დაადანაშაულეს. ქალი უკვე საპყრობილეში იყო, როდესაც ქალაქში ნამდვილი ქაოსი დაიწყო, რამაც ასობით ბავშვის სიცოცხლე შეიწირა. რამდენიმედღიანი წამების შემდეგ ქალმა თავისი “თანამზრახველები" დაადანაშაულა. ასე შედგა ცნობილი რურმონდის სასამართლო, რის შედეგადაც კიდევ 63 ქალი დაწვეს.image


მერგა ბინი- ცნობილმა გერმანელმა ალქაჯებზე მონადირემ, აბატმა და ქალაქ ფულდას მერმა ბალთაზარ ფონ დერნბახმა მერგა ბინი დააკავა, მას ბრალი მეუღლის ალქაჯობით მკვლელობაში დასდეს. ორსული ქვრივი წამებას ვერ ასცდა და ამის შემდეგ მალევე მოკლეს. ამის შემდეგ ნერნბახი ეშხში შევიდა და შემდეგი 3 წელი ალქაჯობაზე ნადირობაში დახარჯა, საერთო ჯამში მის გამო 250 ალქაჯი დასაჯეს სიკვდილით, მთელი ეს ხოცვა ჟლეტა კითვითონ მონადირის სიკვდილით დასრულდა.image


0
223
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
223
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0