x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
დასახელდა ტვინისთვის ყველაზე სასარგებლო 10 პროდუქტი

მათ, ვინც ყოველდღიურად გონებრივი სამუშაოთი არიან დაკავებულნი, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექციონ საკუთარი კვების რაციონს, რადგან ტვინი ორგანიზმის მიერ წარმოებული ენერგიის, დაახლოებით, 25% მოიხმარს. ამიტომ, მიღებული პროდუქტი უნდა შეიცავდეს დიდი რაოდენობით მკვებავ ნივთიერებებს, მისი ათვისება ორგანიზმის მიერ მარტივად უნდა ხდებოდეს და რა თქმა უნდა, გემრიელი უნდა იყოს. აქ ამ კატეგორიის 10 პროდუქტს წარმოგიდგენთ, რომელიც მხოლოდ სასარგებლო კი არა, ტვინისთვის ყველაზე «საყვარელია».


image


კვერცხი


კვერცხი უამრავ სასარგებლო ელემენტს და ვიტამინს შეიცავ. მათ შორის არის ვიტამინი Е, რომელიც ნერვულ უჯრედებს დაბერებისგან იცავს. ხოლო, ვიტამინი B4 (იგივე ხოლინი) ყურადღების კონცენტრაციას უწყობს ხელს. გარდა ამისა, კვერცხის შემადგენლობაში შედის ლეციტინი, რომელიც აძლიერებს ტვინის აქტივობას და შრომისუნარიანობის დონეს.


თევზი და ზღვის პროდუქტები


imageცხიმიანი სახეობის თევზი და ზღვის პროდუქტები, ისეთები როგორიც კრევეტები, მიდიები და კალმარებია, ტვინის უჯრედების სტიმულირებისთვის, ადვილად ასათვისებელი ცილების საუკეთესო წყაროა. გარდა ამისა, ეს პროდუქტები დიდი რაოდენობით სასარგებლო ცხიმოვან მჟავებს შეიცავს, რომლიც ორგანიზმში ცხიმის მეტაბოლიზმის პროცესს არეგულირებს და სისხლძარღვებში ათეროსკლეროზული ფოლაქების გაჩენას ეწინააღმდეგება.

თევზის და ზღვის პროდუქტების რეგულარულად მიღების შემთხვევაში, მეხსიერებასთან დაკავშირებული პრობლემები არასდროს გექნებათ.


პომიდორი


აღმოჩნდა რომ პომიდორი — მხოლოდ გემრიელი და ხელმისაწვდომი პროდუქტი კი არა, იმის გამო რომ ის ანტიოქსიდანტ ლიკოპენს შეიცავს, ტვინის მუშაობისთვისაც სასარგებლო ყოფილა.



ბროკოლი


imageბროკოლი კომბოსტოს ნაირსახეობაა და ისევე, როგორც კომბოსტოს ნებისმიერი სხვა სახეობა, ორგანიზმისთვის ძალიან სასარგებლოა. ბროკოლი, დიდი რაოდენობით ვიტამინი K-ს შემცველობის გამო, განსაკუთრებით სასარგებლოა ტვინისთვის. თუ თქვენ ბროკოლის კერძებს აქამდე იშვიათად მიირთმევდით, ახლა ის დროა, რომ ეს შეცდომა გამოასწოროთ და ამ პროდუქტის მოხმარება უფრო აქტიურად დაიწყოთ!


მწვანილი


ნებისმიერი მწვანილი, იქნება ეს სალათის ფოთლები, რეჰანი, თუ ქინძი — სასარგებლო ვიტამინების და მიკროელემენტების ნამდვილი საცავია, რომელიც დადებითად მოქმედებს თავის ტვინზე. მაგ., თუთია დამახსოვრების პროცესის ხარისხს ამაღლებს. ვიტამინი B3, თავის ტვინის უჯრედების სისხლით მომარაგებას აუმჯობესებს. ხოლო, B ჯგუფის სხვა ვიტამინები, რომლებსაც დიდი რაოდენობით შეიცავს მწვანილი, ჩვენს ორგანიზმს სტრესთან ბრძოლაში ეხმარება.


მწვანე ჩაი


imageმწვანე ჩაი – ალბათ, ანტიოქსიდანტების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წყაროა, რომელიც ხელს უშლის უჯრედების და მათ შორის, თავის ტვინის ნეირონების დაბერებას. ხოლო, მასში შემავალი В ჯგუფის ვიტამინები, რომლითაც ასევე მდიდარია ეს სასმელი, ხელს უწყობს ნერვული სისტემის გაძლიერებას და მას გადაღლისგან იცავს. გარდა ამისა, არსებობს კვლევა, რომელიც ამტკიცებს, რომ მწვანე ჩაის, თავის ტკივილის გაყუჩება შეუძლია.


კაკალი


კაკალი მდიდარია ცილებით, რომელიც ჩვენს ორგანიზმს ენერგიით ავსებს, რაც იმას ნიშნავს, რომ თავის ტვინი უფრო ენერგიულად, სწრაფად და პროდუქტიულად მუშაობს. ხოლო, მის შემადგენლობაში შემავალი В ჯგუფის ვიტამინები ნერვული სისტემის გაძლიერებას უწყობს ხელს. გარდა ამისა, ამინომჟავა ტრიპტოფანი, რომელსაც კაკალი ასევე შეიცავს, დეპრესიას ებრძვის და აპათიის განვითარებას უშლის ხელს.


კაკაო და შავი შოკოლადი


შავი შოკოლადი ასტიმულირებს ტვინში სისხლის მიმოქცევას და ააქტიურებს ნერვული უჯრედების მოქმედებას, რაც დამახსოვრების პროცესზე და ყურადღების კონცენტრაციაზე დადებითად აისახება. შედეგად, ადამიანის კოგნიტური უნარები საგრძნობლად იზრდება. imageვაშლი


imageპექტინის ნივთიერებები, ორგანული მჟავეები და ფლავონოიდები, რომლებსაც დიდი რაოდენობით შეიცავს ვაშლი, ორგანიზმში მეტაბოლიზმის პროცესის ნორმალიზებაას უზრუნველყოფს და ასევე ეფექტურად ვებრძვით ისეთ მძიმე დაავადებას, როგორიც ათეროსკლეროზია.


კენკრა


ჟოლო, მოცხარი და მოცვი ანტიოქსიდანტების წყაროს წარმოადგენს, რომლებიც ხელს უშლის ტვინის უჯრედების დაბერებას. ხოლო, კენკრის შემადგენლობაში შემავალი ვიტამინები და მიკროელემენტები ხელს უწყობენ ტვინში სისხლის მიმოქცევის დარეგულირებას, რაც დადებითად აისახება ადამიანის კოგნიტურ უნარებზე. მოცვი ასევე ხელს უშლის მხედველობის პრობლემების განვითარებას. ამის გამო, ის ძალიან სასარგებლოა მათთვის, ვინც სამუშაო დღის დიდ ნაწილს კომპიუტერთან ატარებს.

imageimage

არხის სხვა სიახლეები:

image

imageimage1. «ხელები დაიბანა» და მკაცრად დაისაჯა... როგორ მოეკითხა ცოდვები პილატეს

2. მსახიობები, რომლებმაც წარმატებული კარიერა სილამაზის კონკურსებზე გამოსვლით დაიწყეს

3. ღმერთის პირობა, სამოთხეში მოსახვედრად და ცხოვრების წესი დედამიწაზე

4. საბჭოთა სერიალები, რომლის ჩვენების დროს, ქუჩები და ეზოები ცარიელდებოდა

5. სიმდიდრე, იღბალი და სიყვარული — თქვენ რომელს ირჩევთ?

6. ცხოვრება ღმერთის კარნახით

0
284
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
284
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0