x
მეტი
  • 07.03.2021
  • სტატია:108995
  • ვიდეო:351294
  • სურათი:477862
მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები (ტოპ მილიარდერები, 2021)

გთავაზობთ მსოფლიოს 5 უმდიდრეს მილიარდერს, თუმცა მათი რანგობრივი მდგომარეობა შესაძლოა ყოველ წუთს შეიცვალოს.

ჯეფ ბეზოსს, "ამაზონის" დამფუძნებელს, აღმასრულებელ დირექტორსა და თავმჯდომარეს შესავალი არ სჭირდება. ჯეფრი პრესტონი "ჯეფ" ბეზოსი დღეს ყველაზე მდიდარი ადამიანია მსოფლიოში. ამაზონის დამფუძნებელმა შეინარჩუნა პირველი ადგილი, მიუხედავად მისი ცოლისთვის გადაუხდელი ალიმენტისა. მისი უზარმაზარი ქონება ახლა 190 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც მას ჩვენს სიაში პირველი ადგილის დაკავების საშუალებას აძლევს.

image

ილონ მასკი: ბიზნეს მაგნატი, ინდუსტრიული დიზაინერი და ინჟინერი. ის არის "სფეის იქსის" დამფუძნებელი, აღმასრულებელი დირექტორი, "ტესლას" პროდუქტის არქიტექტორი. მის მფლობელობაშია $ 170 მილიარდი.image

ბილ გეითსი: როდესაც საქმე ეხება მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანების დასახელებას, ბილ გეითსს ამ სიაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. პროგრამული უზრუნველყოფის გიგანტი, Microsoft-ის მფლობელი ამჟამად მსოფლიოში მესამე მდიდარი ადამიანია. ჯამური ქონებით $ 132 მილიარდი, ბილ გეითსს ნამდვილად სჯერა საქველმოქმედო მოღვაწეობის. მან 1994 წლიდან 50 მილიარდ დოლარზე მეტი ქველმოქმედებაში გაიღო, თუმცა მისი სიმდიდრე კიდევ უფრო სწრაფად გაიზარდა.

image


ბერნარდ არნო: ფრანგი ბიზნესმენი და ლუქსის ლორდი ბერნარდ არნო არის ყველაზე მდიდარი ევროპელი მსოფლიოში. ის არის მთავარი აღმასრულებელი დირექტორი, ბიზნესმენი და "ლუის ვუიტონის" თავმჯდომარე, რომელიც სპეციალიზდება ძვირადღირებულ საქონელში. მისი გასაოცარი ქონება 114 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც მას ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ადამიანად აქცევს მსოფლიოში.

image

მარკ ცუკერბერგი: დღევანდელ მსოფლიოში კიდევ ერთი ცნობილი ფიგურა, მარკ ცუკერბერგი "ფეისბუქის" დამფუძნებელია. სოციალურ მედიაში ახლა დაახლოებით 1, 2 მილიარდი მომხმარებელია განთავსებული, რაც დაეხმარა ცუკერბერგს მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერის ტიტულის მიღებაში. მას აქვს 104 მილიარდი დოლარის უზარმაზარი ქონება და ამ სიაში მყოფი სხვა ადამიანების მსგავსად პირობა დადო, რომ 99% საზოგადოებას შესწირავს.

image

0
132
2-ს მოსწონს
ავტორი:მარიამ კახნიაშვილი
მარიამ კახნიაშვილი
132
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0