x
მეტი
  • 08.03.2021
  • სტატია:109045
  • ვიდეო:351319
  • სურათი:477973
"მივიღე ინფორმაცია ამერიკიდან, სანქციები შეეხებათ ..." – ნახეთ, რა საგანგებო მიმართვას ავრცელებს ელისო კილაძე

image


გაზეთ "ქრონიკა +" - ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე სოციალურ ქსელში ამერიკიდან სულ ახლახან მიღებულ საგანგებო ინფორმაციას ასაჯაროებს და საქართველოს ელჩის აშშ-ში დავით ბაქრაძის სახელმწიფო დეპარტამენტში დაბარების შესახებ წერს. კილაძის თქმით, ხუთშაბათს, კონგრესის მიერ საქართველოს მიმართ სანქციებზე მსჯელობა იგეგმება, რომელიც შესაძლოა უკვე პარასკევიდან ამოქმედდეს, ჟურნალისტის წყაროს ცნობით სანქციები პირველ რიგში, ხელისუფლების მაღალჩინოსნებს - ირაკლი ღარიბაშვილს, ვახტანგ გომელაურს, დავით ზალკალიანს, გრიგოლ ლილუაშვილს, ანზორ ჩუბინიძესა და ირაკლი შოთაძეს შეეხება: "ელჩი ბაქრაძე დილით სტეიტდეპ-შია დაბარებული (თბილისის დროით 17:30). ხუთშაბათს კონგრესზე (ჯერ წარმომადგენლობითი პალატა, შემდეგ სენატი) სანქციებზე იქნება მსჯელობა და პარასკევიდან შეიძლება ამოქმედდეს. ოღონდ, სანქციები შეეხებათ ხელისუფლების მაღალჩინოსნებს (ღარიბაშვილი, გომელაური, ზალკალიანი, ლილუაშვილი, ჩუბინიძე, შოთაძე)" - წერს ელისო კილაძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე. შეგახსენებთ, რომ სპეციალური დანიშნულების რაზმმა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია გამთენიისას დააკავა. ამართალდამცავებმა ის პარტიის ოფისში, საკუთარ კაბინეტში აიყვანეს, მანამდე კი მათ როგორც მის ოთახში, ასევე მთლიანად პარტიის ოფისში .. წიწაკის სპრეი გაუშვეს.




0
1058
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
1058