x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
ამერიკაში მოხუცებად გადაცმულმა ქალებმა ვაქცინის ურიგოდ გაკეთება სცადეს(ვიდეო)
imageროგორც ფლორიდას ჯანდაცვის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, ორმა ქალბატონმა "ბებიად" შენიღბვა სცადა, რათა COVID-19 -ის საწინაარმდეგო ვაქცინის მეორე დოზის მიეღოთ.


”ასე რომ, გუშინ გავიგეთ, რომ ორი ახალგაზრდა ქალბატონი მოვიდა, რომლებიც ბებიების კოსტუმებში იყვნენ გადცმულები, რათა მეორედ აცრილიყვნენ”, - განაცხადა დოქტორ რაულ პინომ, ფლორიდის ჯანდაცვის დეპარტამენტის დირექტორმა ორინჯის ოლქში- "ასე რომ, მე არ ვიცი, როგორ აიცრნენ ისინი პირველად."


ვაქცინაციის ცენტრში როდესაც ქალების საბუთები შეამოწმეს, აღმოჩნდა, რომ 44 წლის ოლგა მონროი-რამირესის და 34 წლის მარტა ვივიან მონროის მართვის მოწმობებში მითითებული დაბადების თარიღი მათ მიერ ცენტრში მითითებულ მონაცემებს არ ემთხვეოდა.

ამის შემდეგცენტრის თანამშრომლებმა პოლიცია გამოიძახეს. სამართალდამცველებმა ქალებს განუმარტეს, რომ ვაქცინის ურიგოდ მიღების განმეორებითი მცდელობის შემთხვევაში დააპატიმრებენ.



0
303
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
303
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0