x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134048
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508248
42 წლის სოფიკო შევარდნაძე პირველ ბავშვს ელოდება,ბავშვის მამა უცნობია
image

42 წლის სოფიკო შევარდნაძე პირველ შვილს ელოდება! ამის შესახებ რუსული მედია იტყობინება . როგორც ცნობილი გახდა ტელეწამყვანმა ეს სიახლე მოდურ აპლიკაცია Clubhouse -ში გააზიარა. იქ იან იანოვსკის მეგობრებმა მოიყარეს თავი, რათა ბავშვების აღზრდაზე ისაუბრონ.



სოფიკო ცდილობს არ მოახდინოს პირადი ცხოვრების აფიშირება, ამიტომ სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. არც ინსტაგრამზე დაუწერია რაიმე ამის შესახებ სოფიკოს.


სოფიკო შევარდნაძეს სხვადასხვა დროს სხვადასხვა კაცებთან რომანს მიაწერენ, მათ შორის მსახიობ ალექსეი ჩადოვთან, მაგრამ სოფიკო ოფიციალურად არასდროს ყოფილა დაქორწინებული და არც შვილი ჰყავს 21 წლის ასაკში ის დაქორწინებას აპირებდა, მაგრამ საბოლოოდ გაწყვიტა ნიშნობა.


image

ერთ-ერთ ინტერვიუში ტელეწამყვანმა აღიარა, რომ მას უჭირდა შესაფერისი პარტნიორის პოვნა, რადგან თვალწინ ჰქონდა ისეთი იდეალური მამაკაცების მაგალითები, როგორიც მისი თქმით მამამისი და ბაბუამისი იყვნენ.


შეგახსენებთ, რომ სოფიკო არის ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილი, რომელიც იყო სსრკ ბოლო საგარეო საქმეთა მინისტრი და საქართველოს მეორე პრეზიდენტი. სოფიკოს მამა, პაატა შევარდნაძე არის ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ფილოლოგიური და ფილოსოფიური კვლევების ავტორი, დიპლომატი, 20 წლის განმავლობაში მუშაობდა იუნესკოში.


თავად სოფიკო ტელეწამყვანი, ავტორი და პროდიუსერია.აქვს საავტორო პროგრამა «Яндекс.Эфире», ”Просто о сложном»”, SophieCo Visionaries ტელეკომპანია Russia Today– ზე, 2006 წლიდან 2015 წლის თებერვლამდე მუშაობდა წამყვანად რადიოსადგურ Echo Moscow– ში.




0
254
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
254
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0