x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
საზამთრო-კუბი - ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი და ძვირადღირებული ხილი

image



კუბის ფორმის საზამთრო 200-დან 800 აშშ დოლარამდე ღირს.

ესაა საზამთრო ხელოვნურად შეცვლილი გეომეტრიით. სპეციალური ფორმის მისაცემი ჭურჭელი (მწვანე ყუთი) გამოსახულია საზამთროს მარჯვნივ.



image



სხვადასხვა ქვეყანაში დღეისათვის პოპულარულია კუბის ფორმის ხილისა და ბოსტნეულის, მათ შორის საზამთროს წარმოება. კვადრატული საზამთროები შექმნეს იაპონიის კუნძულ სიკოკუს ფერმერებმა. ფორმის მისაცემად ისინი იყენებენ სპეციალურ კონტეინერ-კუბებს. კვადრატული საზამთროების მოვლა ძალიან რთულია და სასურველი ფორმის მიღების მერე ისინი დამწიფებას ვერ ასწრებენ. ამიტომ კვადრატულ საზამთროებს ყიდულობენ ძირითადად დეკორატიული მიზნით - მაგალითად, ვიტრინების მოსართავად. საზამთრო-კუბების ფასი 200 აშშ დოლარიდან 800-მდე მერყეობს.




image



საინტერესოა, რომ მსოფლიოს არაერთი ქვეყნის სამეურნეო პროდუქტის მწარმოებლები ქმნიან არასტანდარტული ფორმის ნაყოფებს (ხილსა და ბოსტნეულს). მაგალითად, არაბთა გაერთიანებული ემირატების დედაქალაქ აბუ დაბიში 2001 წლიდან აწარმოებენ არა მხოლოდ კუბური ფორმის პომიდორსა და კიტრს, არამედ ბულგარულ წიწაკასა და ყაბაყსაც. მწარმოებელ ალ მანსურის თქმით, გეომეტრიული ფორმის ბოსტნეულის შექმნის ექსპერიმენტი 100 %-ით წარმატებული გამოდგა. ფერმერები კუბის ფორმის ბოსტნეულით არ შემოსაზღვულან, მათ, ასევე, მოიყვანეს პირამიდული საზამთროები, რომელთა ტრანსპორტირება რთულია, მაგრამ გაცილებით ეფექტურია სუფრაზე.

0
59
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
59
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0