x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134052
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
გარდაიცვალა "გაზაფხულის ჩვიდმეტი გაელვების" ვარსკლავი
image

მსახიობი ეკატერინა გრადოვა, რომელიც ცნობილი გახდა რადისტი კეტის როლით ფილმში "გაზაფხულის ჩვიდმეტი გაელვება", გარდაიცვალა 74 წლის ასაკში. ამის შესახებ ТАСС იუწყება რუსეთის კინემატოგრაფისტთა კავშირის მსახიობთა გილდიის დირექტორის, ვალერია გუშჩინას ინფორმაციაზე დაყრდნობით.



”ეკატერინა გრადოვა გარდაიცვალა. ძალიან ვწუხვართ, ეს ძალიან დიდი დანაკარგია ”, - განაცხადა გუშჩინამ.


მსახიობის გარდაცვალების მიზეზი ინსულტი გახდა, ბოლო წლებში გრადოვას შაქრის დიაბეტიც აწუხებდა.


გრადოვა დაიბადა 1946 წლის 6 ოქტომბერს მოსკოვში ცნობილი არქიტექტორისა და პროფესორის გიორგი გრადოვისა და გოგოლის თეატრის მსახიობის ქალბატონ რაისა გრადოვას ოჯახში. სწავლობდა მოსკოვის უცხო ენების ინსტიტუტში და მოსკოვის სამხატვრო თეატრის სკოლა-სტუდიაში.


კინოში პოპულარობა გრადოვასთვის დადგა 1973 წელს, ფილმით "გაზაფხულის ჩვიდმეტი გაელვება", სადაც მან ითამაშა რადისტი კეტის როლი.

image

მსახიობმა ითამაშა აგრეთვე ფილმებში "შემოდგომის ქორწილები", "დაბადება", "შეხვედრის ადგილის შეცვლა არ შეიძლება", მან ასევე ითამაშა 20-ზე მეტი როლი მოსკოვის სატირის აკადემიური თეატრისა და ვლადიმერ მაიაკოვსკის სახელობის აკადემიური თეატრის სპექტაკლებში.

1982 წლის ივნისში გრადოვას მიენიჭა ხალხთა მეგობრობის ორდენი კინემატოგრაფიისთვის გაწეული ღვაწლისთის და ფილმი "გაზაფხულის ჩვიდმეტი გაელევების" შექმნაში აქტიური მონაწილეობისთვის, 1982 წელს მიიღო რუსეთის დამსახურებული არტისტის" წოდება.


ეკატერინა გრადოვა იყო მსახიობ ანდრეი მირონოვის პირველი ცოლი, მათი ქორწინება 4 წელიწადი გაგრძელდა.წყვილს გაუჩნდა ქალიშვილი მარია, რომელიც აგრეთვე მსახიობი გახდა.

image

0
412
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
412
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0