x
მეტი
  • 07.03.2021
  • სტატია:108991
  • ვიდეო:351292
  • სურათი:477862
რატომ ვარდებიან კატები ისტერიკაში კიტრისა და ბანანის დანახვაზე?

image




კატა ბევრისათვის საყვარელი შინაური ცხოველია, თუმცა, ალბათ, ცოტამ იცის, რომ მას ძალიან ეშინია კიტრის, რომელიც, ასევე, მეტად პოპულარული ბოსტნეულია.კატების უმრავლესობას იმდენად ეშინია კიტრის, რომ მზადაა, სწრაფად გაიქცეს, გაეცალოს, ან გადახტეს იმ ადგილიდან, სადაც ეს მზაკვრული ბოსტნეულია.

საინტერესოა, ჩვენს ფუმფულა მეგობრებს რატომ აქვთ ასეთი რთული ურთიერთობა კიტრთან, რატომ ეშინიათ კატებს კიტრის? რა არის დედამიწის ამ საჩუქარში, კიტრში ისეთი, რის გამოც მის დანახვაზე კატები თრთიან?

თუ გინდათ, შეამოწმოთ, ნამდვილად ეშინია თუ არა კატას კიტრის, მაშინ არ კმარა მისთვის ამ ბოსტნეულის უბრალოდ ჩვენება, არამედ საჭიროა კიტრის ვერტიკალურ მდგომარეობაში ისე დაყენება, რომ "მწვანე ძეხვს" კატა მოულოდნელად შეეჩეხოს. ასეთ შემთხვევაში, კატა დიდი ალბათობით, დაახტება კიტრს, შეეცდება, მას ფეხი დაარტყას, ან ზურგიდან მოუაროს წრე, რადგან ეს გრძელი მოძრავი საგანი უცებ გველი ჰგონია. სხვა შემთხვევაში, კატას კიტრის არ ეშინია და მასზე არანაირი რეაქცია არ აქვს. უფრო მეტიც, ზოგი კატა კიტრს ჭამს კიდეც, თუ ხედავს, რომ ერთ-ერთ მათგანს პატრონი სიამოვნებით შეექცევა.

სხვათაშორის, კატას ბანანისაც ეშინია. საინტერესოა, რატომ?

ზუსტად მიზეზს ვერ ვიტყვით, თუმცა შეგვიძლია, ვისაუბროთ თეორიის დონეზე. ზოოლოგები დარწმუნებული არიან, რომ კატას უშუალოდ კიტრთან, ან ბანანთან შეჯახება კი არ აშინებს, არამედ ის, რომ ეს უძრავი საგნები - ხილი და ბოსტნეული მოულოდნელად აღმოჩნდება მის გვერდით. თუ კატამ ვერ შეამჩნია ვერაგი "დედამიწის საჩუქრის", კიტრის, ან ბანანის მოახლოება, მაშინ ცხოველი აკეთებს სწორ დასკვნას (ინსტინქტების დონეზე), რომ იგი გველია.

გველების უმეტესობის შხამი მომაკვდინებელია, განსაკუთრებით პატარა ცხოველებისათვის. მათ რიცხვშია კატა. ფუმფულა სახლის ბინადარს ამიტომ ეშინია.

0
236
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
236
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0