x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
"ტკბილი მოგონებები"

image



ბავშვობაში ყოველთვის მეგონა, რომ სამყაროს კეთილი ფერია მართავდა, რომელიც თავისი ჯადოსნური ჯოხის მოქნევით ყველას აბედნიერებდა. მე ხომ არ ვიცოდი რას ნიშნავდა ბედნიერება, ღარიბ ოჯახში გავიზარდე, მშობლები პატარაობიდანვე მაიძულებდნენ "მათხოვრობას", თვითონ კი ჩემს ხარჯზე ცხოვრობდნენ, არ იცოდნენ რამდენ დამცირებას და შეურაცხყოფას ვიტანდი, რომ მათთვის ლუკმა-პური მეშოვნა. მათი გარდაცვალების შემდეგ, სრულიად ღია ცის ქვეშ დავრჩი, ჩემი ძმა გამუდმებით მცემდა და მამწარებდა, 10 წლის ასაკში სრულიად მარტო აღვმოჩნდი ამ დაუნდოდებელ სამყაროში. არავინ არ გამოჩნდა ისეთი, ვისაც გული დაეწვებოდა ჩემზე, სახლი ბანკმა წაგვართვა, რადგან მამას უამრავი ვალი ჰქონდა, იძულებული ვიყავი ქუჩაში მეცხოვრა და ამით მერჩინა თავი. მივხვდი, რომ სამყაროში მხოლოდ ბედნიერება და ბედნიერი ადამიანები არ არსებობენ, ეს ყველაფერი მხოლოდ ჩემი წარმოსახვის ნაწილი იყო. ვხედავდი ბედნიერ ბავშვებს და მშურდა მათი, ისინი ხომ არაფრით არ გამოირჩეოდნენ ჩემგან . სხვაობა ჩემსა და მათ შორის მხოლოდ ერთი იყო- მათ გვერდით მოსიყვარულე მშობლები ჰყავდათ, მე კი არავინ ვინც მომეფერებოდა და თავზე ხელს გადამისვამდა, მეტყოდა, რომ ყველაზე და ყველაფერზე მეტად ვუყვარვარ...არც სათამაშოები ამშვენებდა ჩემს "სახლს", რომელიც ფაქტობრივად არც კი გამაჩნდა, ქუჩა იყო ჩემთვის სახლიც, მშობელიც, მეგობარიც და მასწავლებელიც. ახლაც მახსოვს ის დღე, როდესაც ქუჩაში ხეტიალისას ჩემი ცხოვრების ზღაპრულ ფერიას შევხვდი, რომლის სახეც ჩემი მეხსიერებიდან არასდროს წაიშლება. საუკეთესო ტანისამოსმა მალევე მიიპყრო ჩემი ყურადღება. მისკენ გავემართე და მუჭა გავუშვირე : " დამეხმარეთ", სიბრალულით შემომხედა და ხუთ ლარიანი ჩამიდო მუჭაში, რაც არც თუ ისე ხშირი ფუფუნებაა "მათხოვარი" ბავშვისთვის. დაახლოებით ორი კვირის შემდეგ, ბავშვთა სახლში აღვმოჩნდი. ასეთია "მათხოვარი" ბავშვის ცხოვრება, საშინელი იმედგაცრუება ვიგრძენი, თითქოს ჩემი ცხოვრება თავდაყირა დადგა, ვერ ვიჯერებდი, რომ ქუჩაში ხეტიალის შემდეგ, ბავშვებთან ერთად შემეძლო თამაში, ცივი ასფალტიდან თბილ ბალიშზე დავდებდი თავს... ახლაც მახსოვს ის დღე, როდესაც პირველად შევედი ჩემი ახალი სახლის ეზოში, უამრავი ბავშვი დავინახე, რომელთაც ჩემგან განსხვავებით უხაროდათ ცხოვრება, ტკბებოდნენ ყოველი წამით, წუთით, ეხუტებოდნენ და ჰკოცნიდნენ ერთმანეთს, ვფიქრობდი, რომ ჩემი ცხოვრებაც მათნაირი გახდებოდა... არ ვიცი მიხაროდა თუ მწყინდა, ჩემს სულში ორი განსხვავებული ძალა იბრძვოდა. დაახლოებით ორ კვირაში ყველას დავუმეგობრდი, ვერთობოდით, ვთამაშობდით, ვცეკვავდით, ჩემდა გასაკვირად სულ დამავიწყდა, რომ არავინ მყავდა, მეგონა, რომ ამ სამყაროში მხოლოდ ჩვენ, ბავშვები ვარსებობდით. ერთ დღეს, ოთახში ჩვენი მენეჯერი შემოვიდა და გვითხრა, რომ მომავალ კვირას ოჯახები მოდიოდნენ ბავშვებთან შესახვედრად, ჩემდა გასაკვირად შერჩეულ ბავშვებს შორის მეც აღმოვჩნდი, ტირილი დავიწყე, ცრემლები უნებურად ჩამომდიოდა და ბაგეებს მისველებდა, არ ვიცოდი რატომ?! სხვა ბავშვი ჩემს ადგილას სიხარულისგან ფრენას დაიწყებდა, მაგრამ მე არა... მე ის უსუსური ბავშვი ვიყავი, რომელიც გამუდმებით სხვის კალთას იყო ამოფარებული, არ მინდოდა ამ ადგილიდან წასვლა, ბავშვებთან ერთად ვსწავლობდი, ვთამაშობდი, დარდებს ვიქარვებდი, არც კი მახსოვდა თუ უპატრონო ვიყავი. ტირილმა დიდხანს არ გასტანა, მენეჯერის დაყვირების შემდეგ, გავჩუმდი.

და აი, დადგა ის დღე, როდესაც უნდა ვეზიარო მშობლების სიყვარულსა და ალერსს, სხვადასხვა სათამაშოებსა და ტანსაცმელს, გულის სიღრმეში მიხაროდა, რომ ახალი ოჯახი მეყოლებოდა, მაგრამ ამავდროულად მეშინოდა, რომ ვერ შევეგუებოდი მათ და ისევ ქუჩაში აღვმოჩნდებოდი. კაბინეტში შესვლამდე ვკანკალებდი, ნერვებს ვერ ვთოკავდი.. გაიღო კარი, რომელიც ჩემს ბედს სამუდამოდ შეცვლიდა, შიგნიდან კი ულამაზესი ქალი მიღიმოდა. შეიძლება ითქვას, რომ ბედისწერამ არ მიღალატა, რადგან საუკეთესო დედა შევიძინე მისი სახით. ქალი, რომელიც, ორი კვირის წინ ქუჩაში შემხვდა და დამეხმარა, ახლა უკვე დედაჩემია. მიჭირდა ამ ყველაფრის გააზრება, მეგონა, რომ სიზმარში ვიყავი, მაგრამ ეს არ იყო სიზმარი, ეს ჩემი ახალი ცხოვრება იყო, რომელიც ერთ დღეში შეიცვალა... უზომოდ ბედნიერი და გახარებული ვიყავი... მშობლები ისეთი სითბოთი მექცეოდნენ, რომ სულ დამავიწყეს ბავშვთა სახლი და ქუჩის მწარე დღეები. ჩემთვის მშობლების სიყვარული ხომ "უცხო ხილი" იყო, რომელიც არასდროს არ მქონდა გასინჯული...ახლა უკვე დამოუკიდებელი გოგო ვარ, საკუთარი პროფესია მაქვს და ვამაყობ ჩემი წარსულით. მინდა ვთქვა, რომ ცხოვრებამ არ გამწირა და შემახვედრა ადამიანებს, რომლებმაც საკუთარ მშობლებზე მეტად შემიყვარეს, მიპატრონეს, მასწავლეს, პიროვნებად ჩამომაყალიბეს და საოცრად მიდგანან გვერდში. ადამიანს ხშირად ჰგონია, რომ ყველაფერი ბედზეა დამოკიდებული, დიახ, მეც ასე მეგონა, მაგრამ მივხვდი, რომ ბედს თავად ჩვენ, ადამიანები ვქმნით. უნდა გვახსოვდეს, რომ ცხოვრება კიბეა, შეიძლება ერთ წამში თავდაყირა დადგეს ყველაფერი, არასდროს დაკარგოთ იმედი და რწმენა. ვერასდროს ვერ წარმოვიდგენდი თუ ქუჩაში ხეტიალის შემდეგ, მდიდრული სახლის ბაღში ვისეირნებდი, საუკეთესო უნივერსიტეტში ვისწავლიდი საკუთარ პროფესიას დავეუფლებოდი დიახ, სწორედ ეს არის ბედისწერა, არასდროს არ ვიცით რა საჩუქარს გვიმზადებს იგი. ცხოვრება ხანმოკლეა, ამიტომ ეცადეთ დატკბით მისი მშვენიერებით ...

0
18
1-ს მოსწონს
ავტორი:ქრისტი მარიკა
ქრისტი მარიკა
18
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0