x
image
ლადო_25
საინტერესო ფაქტი -ავტოავარიების ფიზიკა

image

ყველასათვის ცნობილია, რომ მანქანები მუშაობენ საწვავის დაწვით, რაც ქიმიურ ენერგიას გარდაქმნის კინეტიკურ ენერგიად და ეხმარება მანქანას გადაადგილებაში. ენერგიის 80% იკარგება ძრავაში სითბოს შედეგად, მაგრამ 56 მილიონი ჯოულის 20% საკმაოდ ბევრია. მაგალითისთვის, 2 ტონიანი მანქანის 0 დან 60კმ/სთ-მდე აჩქარებისთვის საჭიროა მხოლოდ 5 ჩაის კოვზი საწვავი (ბენზინი). ბევრი საწვავი არ ჩანს, მაგრამ მანქანის ენერგია, რომელიც 60კმ/სთ სიჩქარით მოძრაობს შედარებულია მესამე სართულიდან ჩამოვარდნილ სპილოს ენერგიასთან.

მანქანა, რომ გაჩერდეს მთელი ეს ენერგია სადმე უნდა წავიდეს. თუ მუხრუჭები აჩერებს მანქანას ისინი ენერგიას ხარჯავენ სამუხრუჭე ბალიშებისა და დისკების გათბობით და შემდეგ გაგრილებით. შეჯახების შემთხვევაში ენერგია იშლება მანქანის წინა ნაწილის დეფორმაციით. აქედან გამომდინარე, რადგან ნელა გაჩერება სჯობს სწრაფად გაჩერებას, ამის გამო მანქანები ფრთხილადაა შექმნილი, რომ შეჯახება მოხდეს . ეს პროცესი აგრძელებს შეჯახების დროს და მოითხოვს დამუხრუჭების დაჩქარებას, რათა შეჩერდეს.

დიდი აჩქარება ძალიან მოქმედებს ადამიანის ტვინზე და ორგანოებზე, ზოგჯერ გამიზნულად მანქანის შენელება და გარანტირებული დაჯახება კარგია იმისთვის, რომ უარესი შედეგი არ მოყვეს, ეს დაგეგმილი შეჯახება მანქანას საშუალებას აძლევს სიჩქარე შეანელოს მისაღები და თანმიმდევრული სიჩქარით. თუ მანქანები იმაზე მეტად მყარი იქნებოდა ვიდრე დღეს არის, ისინი იმდენად სწრაფად გაჩერდებოდნენ, რომ მათში აჩქარება 15 ან მეტჯერ მეტი იქნებოდა . ინჟინრებმა ისწავლეს მანქანის გამანადგურებელი ნაწილების დამზადება, რომლებიც მანქანის შიგნით უსაფრთხო ზონას ქმნიან. სრულიად მყარი მანქანები არ არის შესაფერისი მძღოლისა და მგზავრებისთვის, ძლიერი შეჯახების დროს დიდი ალბათობით შესაძლოა ადამიანი მოკვდეს .


0
101
1-ს მოსწონს
ავტორი:ლადო_25
ლადო_25
101
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0