x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134329
  • ვიდეო:352456
  • სურათი:508412
დედამ ფეხმძიმე ქალიშვილს საქმრო წაართვა
image

ვერაფრით წარმოიდგენდა 24 წლის ჯესი ოლდრიჯი ჩიპინგ-ნორტონიდან(ინგლისი)როგორ შეიცვლებოდა მისი ცხოვრება მას შემდეგ, როდესაც ფეხმძიმე ჯესის დედამისმა მის სახლში გადასვლა შესთავაზა, დახმარების მიზნით.

ჯესიკა დედას უმალ დათანხმდა, რადგან ამ რთულ პერიოდში მშობლებთან ერთად ყოფნა გაუადვილებდა ორსულობის პერიოდს და საკუთარ საქმროსთან ერთად მშობლებთან გადასახლდა.

image


თუმცა როგორც ჯესიკა იხსენებს, გადასვლისთანავე დედამისი, 44 წლის ჯორჯინია გადამეტებულ ყურადღებას იჩენდა მის ბოიფრენდის-რაიან შელტონის მიმართ, თითქმის ყოველ საღამოს დედამისი სამზარეულოში რაიანთან ერთად სვამდა, სანამ ის და მამამისი ტელევიზორს უყურებდნენ.


შემდეგ ჯესიმ შეამჩნია, რომ დედამისმა მოკლე კაბების ჩაცმა დაიწყო და ხშირად სასიძოს ხელებსაც უთათუნებდა, მიუღებელი საქციელის გამო ეჭვნარევი საყვედურიც გამოთქვა, თუმცა დედისგან და საქმროსგან აღშფოთებული პასუხი მიიღო, რომ ეს ყველაფერი ეჩვენება, ვერც იჯერებდა ჯესი და მიაჩნდა, რომ ჯორჯინია მის საქმროს მიმართ უბრალოდ დედობრივ ზრუნვას გამოხატავდა.

image

თუმცა ყველაფერი შეიცვალა 6 თვის შემდეგ, როდესაც ჯესიმ იმშობიარა.

ბავშვის გაჩენიდან რამდენიმე საათში რაიანისგან მიიღო წერილი, სადაც ის წერდა, რომ მას მობეზრდა მუდმივი ეჭვიანობა, თითქოს დედამისთან რომანტიული ურთიერთობის გამო და ამიტომ შორდებოდა მას.


თუმცა მალევე გაირკვა, რომ რაიანი დედამისთან ერთად გაიპარა და ცალკე ბინაში დასახლდნენ, როგორც ჯესი ამბობს ბოდიშიც კი არ მოიხადეს, არც დედამისმა და არც საქმრომ.


0
312
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
312
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0