x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
წიგნები და საჩუქრები ლიტერატურის მოყვარულებისთვის – მალე ქართულ ბაზარზე „ლიტბოქსი“ გამოჩნდება
image


სასიამოვნო დეტალებით ცხოვრების გახალისება ზედმეტი არასდროს არის. ლიტერატურული სიახლე კი განსაკუთრებით სასიამოვნოა ყოველდღიურად დატვირთული რეჟიმის მქონე ადამიანებისა თუ მათთვის, ვისაც შედარებით თავისუფალი დღეები აქვს.


ლიტერატურული ბოქსის (ბოქსი - ქართულად ყუთი) შესახებ თუ გსმენიათ? ეს სწორედ ის სასიამოვნო სიახლეა, რომელსაც მალე ქართული საზოგადოება მიიღებს. ბოქსების (ყუთების) გამოწერის პრაქტიკამ უკვე დაიპყრო მთელი მსოფლიო და მათ შორის, საქართველოც. ე.წ. „ბიუთი ბოქსებით“ განებივრებული მომხმარებლები კი ამჯერად წიგნის ბოქსების მიღებას შეძლებენ.


„ლიტბოქსი“ („ლიტერატურული ბოქსი“) – ეს არის კომპანია, რომელიც ახლახანს შეიქმნა და აქტიურად მუშაობს, რომ ახლო მომავალში მომხმარებლებმა წიგნის ბოქსის გამოწერა შეძლონ. ეს იქნება ბოქსი, რომლის ერთჯერადი გამოწერითაც, გამომწერები მას ყოველთვიურად მიიღებენ. ყუთში მოთავსდება წიგნი და წიგნებთან დაკავშირებული სხვადასხვა ნივთი. გამოწერის მომენტში თქვენ აირჩევთ სასურველი ჟანრიდან ერთ-ერთს: მხატვრული, შემეცნებითი და საბავშვო, რეგისტრაციის შემდეგ ეტაპზე კი აირჩევთ ქვეჟანრებს, რომ გამოწერილი ბოქსი თქვენს გემოვნებასა და ინტერესებზე მორგებულ წიგნებს შეიცავდეს. „ლიტბოქსის“ გამოწერის შეწყვეტა ნებისმიერ მომენტში იქნება შესაძლებელი. რეგისტრაციის დროს არ იღებთ ვალდებულებას, რომ გარკვეული ხანგრძლივობით იქნებით გამომწერი.



აღსანიშნავია, რომ ბოქსის წიგნებს, თქვენთვის ლიტერატურული წრეების ცნობილი წარმომადგენლები, ასევე სხვა სფეროების სპეციალისტები შეარჩევენ. ეს უზრუნველყოფს, რომ ლიტბოქსი არა მხოლოდ საინტერესო, არამედ სასარგებლო იყოს და გამომწერზე ყოველთვიურად მაქსიმალური ეფექტი და შთაბეჭდილება მოახდინოს.


„ლიტბოქსი“ გაძლევთ საშუალებას დაზოგოთ დრო და სახლიდან გაუსვლელად ყოველთვიურად მიიღოთ ავტორების, სფეროს სპეციალისტებისა და ბავშვთა ფსიქოლოგების მიერ შერჩეული წიგნი. რაც მთავარია, ამ წიგნების მიღება უფრო იაფი გამოდის, ვიდრე წიგნების მაღაზიაში ღირს.


წიგნის ბოქსი ყოველთვიურად ლიტერატურულ სამყაროში სასიამოვნო მოგზაურობას გპირდებათ.



0
9
1-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
9
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0