x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134037
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ახალგაზრდა ჩელისტის ,HAUSER-ის, ინოვაციური პროექტი პანდემიისას
მსოფლიოს მასშტაბით ჩატარებული ონლაინ კონცერტების ვრცელი სერიიდან განსაკუთრებულად აღსანიშნავია უნიკალური და უნიჭიერესი ხორვატი ჩელისტის ჰაუსერის საკონცერტო ციკლი_“Alone, Together”.სტეფან ჰაუსერი იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც აღნიშნული ფანტასტიკური პროექტი მსმენელს პანდემიის დაწყებიდან მალევე შესთავაზა.პირველი კონცერტი ჩელისტმა 27 აპრილს პულა არენაზე ჩაატარა.

image

ჰაუსერი იმ მუსიკოსებს შორისაა, რომლებმაც ისტორიული კლიპი-კონცერტები ჩაწერეს და პანდემიური ვითარება უშუალოდ მუსიკით ასახეს.შემოქმედის იუთუბ არხის მეშვეობით მაყურებელს შეეძლო ონალინ სთრიმინგზე დასწრება.სულის შემძვრელი და ღრმა ემოციური მუხტის მატარებელი იყო თითოეული ჩანაწერი.

image


სრულიად მარტო, პულა არენას ცენტრში მჯდომი ჰაუსერი რეალურად ბევრად მეტ მსმენელთან ერთადაა, ვიდრე ოდესმე.ფიზიკური მარტოობის მიუხედავად, უამრავი ადამიანია მის გარშემო.ჩელისტმა ირგვლივ მსოფლიო აუდიტორიის დატევა შეძლო, მუსიკით გააერთიანა მთელი სამყარო. უნიკალური შეგრძნებაა, როცა ხედავ ცარიელ პულა არენას და მთელი არსებით შემსრულებლის გვერდით ხარ. სწორედ ამ მომენტში შეიგრძნობა მუსიკის ძალა, რომელსაც ვერბალურად მილიონობით გულისა და გონების ერთმანეთთან დაკავშირება შეუძლია.


გენიოსი ჩელისტის ბრწყინვალე მუსიკალური ციკლი კლასიკური მუსიკის ყველა მსმენელისათვის, მართლაც, უდიდესი საჩუქარი იყო.როცა მთელ მსოფლიოში შიში და უიმედობა ყველაზე მეტად მძვინვარებდა, სწორედ მაშინ წამოიწყო ჰაუსერმა „Alone, Together”. თითოეული კონცერტი, ყოველი შესრულება უკეთესი მომავლის იმედს უსახავს მილიონობით ადამიანს.


მეორე კონცერტი ჰაუსერმა ხორვატიაში მდებარე კრკას ჩანჩქერზე შეასრულა, შემდეგ კი ქალაქ დუბროვნიკში.თითოეულ მათგანს უდიდესი გამოხმაურება მოჰყვა, მილონობით ადამიანმა მოუსმინა ყოველ ჩანაწერს.იუთუბის საშუალებით სამ მილიონზე მეტმა მსმენელმა შეძლო პულა არენას კონცერტის ყურება. აღსანიშნავია, რომ ჰაუსერმა, კლასიკური მუსიკის გამორჩეული ნაწარმოებების გარდა, თანამედროვე ეპოქის კომპოზიციებიც შეასრულა კინომუსიკის შედევრებთად ერთად.მთელი ციკლი ნამდვილად ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მუსიკალურ ქმნილებად დარჩება.


0
21
შეფასება არ არის
ავტორი:ანა კერძევაძე
ანა კერძევაძე
21
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0