x
image
ლანა92
ყველაზე სულელი დამნაშავეები მსოფლიოში

image



არც ისე ხშირად, მაგრამ არის შემთხვევები, როცა ადამიანები კანონის დარღვევას ცდილობენ, მაგრამ გამოუცდელობის თუ გულუბრყვილობის გამო, სასაცილო მდგომარეობაში აღმოჩნდებიან. მაშ, ასე, წარმოგიდგენთ სულელ დამნაშავეებს:


1. ჭკვიანი ტელეფონი და სულელი მძარცველი - ეშლი კისტი, 2014 წელი

ეშლი კისტი ერთ-ერთი ადამიანია იმათ, შორის ვინც სელფის საშუალებით დაიჭირეს. კერძოდ, მან მოპარული სიმ-ბარათი გამოიყენა და სელფი გადაიღო სახლის შიგნით, რომელსაც ძარცვავდა. მერე საკუთარი ფოტო გამოაქვეყნა ვაცაპში და მესენჯერში გაუცნობიერებლად გაუგზავნა ფოტო დაზარალებულის კოლეგებს. პოლიციელები სახლში დაადგნენ ეშლი კისტს. უპოვეს 4000 ფუნტი სტერლინგის ღირებულების მოპარული "როლექსის" საათი, რომელიც რადიატორის უკან იყო ჩამალული. 2014 წელს, ქურდობის აღიარების მერე, კისტი ციხეში გამოამწყვდიეს 2 წლითა და 8 თვით.

2.ვძარცვავთ. ტესკო - ენდრიუ ჰენელსი

შეიარაღებული მძარცველი, ენდრიუ ჰენელსი დაიჭირეს იმის მერე, რაც "ფეისბუქზე" თავს იწონებდა სუპერმარკეტის ძარცვის, თავდასხმის გეგმის გამოქვეყნებით. პოსტში ატვირთა საკუთარი ფოტო, დანის ფოტო და სიტყვები: "ვძარცვავთ. ტესკო".

პოლიციამ ჰენელსი დააკავა. ამოუღეს დანა და კინგლ ლინში, ნორფოლკში, სუპერმარკეტ "ტესკო"-ში მოპარული 410 ფუნტი სტერლინგი. ის 4 წლით ჩასვეს ციხეში.

3."ფიფქია" - ლუკას ჰოინოვსკი

ლანკაშირის პენსიონერები 2014 წელს შვებულებიდან სახლში დაბრუნდნენ და შინ დახვდათ ყაჩაღი, რომელსაც მათ საწოლში ღრმად ეძინა. მარტინ ჰოლტბი და პეტ დაისონი გაოცდნენ იმით, რომ წააწყდნენ ბოროტმოქმედს, ლუკას ჰოინოვსკის, რომელსაც გაურეცხავს ჭურჭელი, გაუფენია თეთრეული და პროდუქტებიც კი უყიდია. ქალბატონმა დაისონმა თქვა, რომ მათი სახლი "დიდად მოწესრიგებული არ იყო", როცა წავიდნენ, მაგრამ ჰოინოვსკის გულიანად მიულაგებია."მას დაეწვა ძველი ქვაბი, მარამ ხდება ხოლმე!", - დაამატა მან. ჰოინოვსკიმ ქურდობა აღიარა, მიიღო 2-წლიანი პირობითი სასჯელი და გადაიხადა 200 ფუნტი სტერლინგი ჯარიმა.


0
46
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
46
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0