x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"შუამავალი რომ გამოგზავნე, სიუჟეტი მოხსნან ეთერიდანო, გახსოვს, თუ გაგახსენო?"- ნოდარ მელაძე ნინო წილოსანს

image


საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ნინო წილოსანი მისი ოჯახის შესახებ "ტვ პირველის" გადაცემა "ნოდარ მელაძის შაბათში" გასულ რეპორტაჟს სოციალურ ქსელში ეხმაურება და ტელეკომპანია "პირველის" დამფუძნებელს, ვატო წერეთელს საჯაროდ მიმართავს. წილოსანის თქმით, წერეთელს იმაზე უფრო სამარცხვინო ტელევიზია შეუქმნია ვიდრე ეს მას წარმოედგინა, მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი ტელეწამყვან ნოდარ მელაძეს კი არაობიექტურობასა და კერძო დაკვეთების შესრულებაში ადანაშაულებს: "მელაძის სიუჟეტები, ზოგადად, როგორი ობიექტურობით და სიმართლით გამოირჩევა, ხომ ყველამ ვიცით, უბრალოდ ახლა კერძო დაკვეთების შესრულებაც დაუწყია, ნუშაბაშითდაკვრასავითმხოლოდ რამდენიმე ფაქტი:


1. ავთო საყვარელიძემ ნაცების მეშვეობით ჩემს ოჯახს, 2004 წელს, წაართვა ქარხანა, სადაც მამაჩემი სტუდენტობიდან მუშაობდა, მოგვიანებით კი პრივატიზება გააკეთა და ქვეყანაში პირველი ვაგონმშენებლობა დაიწყო.


2. მამასთან 2004 წელს ციხეში ნოტარიუსი მიიყვანეს და ქარხნის წილი გადააფორმებინეს (ვიმეორებ, ციხეში!!!), რომელიც მერე ცნობილ თაღლით ავთანდილ საყვარელიძეს მიყიდეს.


3. ავთანდილ საყვარელიძემ 72 მილიონი დავალიენება აკიდა ქარხანას, საიდანაც 28 მილიონი სახლში წაიღო. ამას მისივე ხელმოწერილი შედარების აქტი ადასტურებს


4. ამის შემდეგ ჩემმა ოჯახმა ვალდებულებებით დატვირთული ქარხანა უკან გამოისყიდა ბატონი ავთანდილისგან და ამ უკანასკნელმა არაერთხელ წააგო სასამართლო პროცესი ჩვენთან.


5. 2012 წელს ამ საყვარელიძემ ისევ ისარგებლა საკუთარი გავლენებით და კვლავ პრობლემები შეგვიქმნა, რომელიც დღემდე არ არის მოგვარებული და რომელიც იმედია ობიექტური და სამართლიანი შედეგით დასრულდება.


რაც შეეხება დღევანდელ სიუჟეტს:


ვიღაცას ალბათ ისევ მადა გაეხსნა კერძო საკუთრებების მიმართ და ისევ ამ ცნობილი აფერისტი ავთანდილის და “სუპერობიექტურობით” ცნობილი ნოდარისთვის შეკვეთილი სიუჟეტებით უნდა ჩვენი ქარხნის საქმე უკუღმა შეატრიალოს. P. S ინფორმაციისთვის, მთელს საქართველოში ქარხნებს რომ ჭრიდნენ და ჯართად ყიდნენ, ჩემმა ოჯახმა ვაგონმშენებლობა შეინარჩუნა და რომ არა მრავალგზის ხელისშეშლა და ნაცების უბოროტესი ჩარევა, დღეს საქართველოს მძიმე მრეწველობის ძალიან სერიოზული, კონკრეტული ობიექტი ექნებოდა, Vato Tsereteli იმაზე უფრო სამარცხვინო ტელევიზია შეგიქმნია ვიდრე აქამდე წარმომედგინა" - წერს ნინო წილოსანი "ტვ პირველის" დამფუძნებელს ვატო წერეთელს. შეგახსენებთ, რომ უმრავლესობის წარმომადგენლის ამ საკმაოდ ვრცელ ფეისბუქპოსტს მელაძის საპასუხო რეაქციაც მოჰყვა, ჟურნალისტმა წილოსანს შეახსენა თუ როგორ გაუგზავნა მას შუამავალი ეთერიდან არასასურველი სიუჟეტის მოსახსნელად: "მისივე ხელისუფლების პროკურატურა ამტკიცებს, 65 მილიონი მოიპარესო, ბრალი წაუყენა, გირაო შეუფარდა და კიდე ჩვენზე წერს. Nino Tsilosani შუამავალი რომ გამოაგზავე, სიუჟეტი მოხსნან ეთერიდანო, ეგ ხო გახსოვს, თუ გაგახსენო?" - წერს ნოდარ მელაძე.















0
498
3-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
498