x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
საქართველოს პარლამენტში „ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმი“ საზეიმოდ პატარა ექვთიმე თაყაიშვილმა გახსნა
image

საქართველოს პარლამენტში „ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმი“ გაიხსნა. მუზეუმი დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწის შთამომავალმა 10 წლის ექვთიმე თაყაიშვილმა გახსნა.

მუზეუმი წარმოდგენილია ცენტრალური „დიდების დარბაზით“ და ეპოქების ამსახველი შესაბამისი ოთხი სივრცით.

ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქართული პარლამენტარიზმის მუზეუმის“ დათვალიერებით მნახველს 1919 წლიდან ქართული პარლამენტარიზმის დღემდე განვლილ გზაზე სრული წარმოდგენა შეექმნება და გაეცნობა ისეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებს, რომელიც ჩვენი ქვეყნისა და უცხოეთის სხვადასხვა არქივებსა თუ წიგნთსაცავებშია დაცული. ვიზიტორები თამარ მეფის დროინდელი „კარვის“ შესახებ ექსპოზიციასაც გაეცნობიან, რომელიც საქართველოში პარლამენტარიზმის დამკვიდრების პირველ მცდელობად მიიჩნევა.



ცენტრი იქნება ღია როგორც ტურისტებისთვის, ასევე მოსწავლეებისთვის, სტუდენტებისთვის, ნებისმიერი დაინტერესებული ადამიანისთვის.

სამუზეუმო სივრცეში განთავსებულია: საბჭოთა საქართველოს რეპრესიების ამსახველი დოკუმენტაცია;1990 წლიდან დღემდე საქართველოს პარლამენტის საქმიანობის დამადასტურებელი სხვადსხვა მასალები; საქართველოს პარლამენტის საერთაშორისო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობის ამსახველი ფოტოკოლაჟი.

მუზეუმი აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით და განკუთვნილია მნახველთა ფართო აუდიტორიისთვის.მუზეუმს გააჩნია სივრცე, სადაც მნახველები ქართული პარლამენტარიზმის შესახებ ნახევარსაათიან დოკუმენტურ ფილმს იხილავენ.


2
23
4-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
23
  
2021, 8 მარტი, 2:42
ზნეკეთილი გაზრდილიყავ ,პატარა ექვთიმევ!
2021, 24 თებერვალი, 21:10
რა ლამაზი შუბლი აქვს! ნაღდი ექვთიმეა! საყვარელი ბიჭუნა!
0 1 2