x
მეტი
  • 08.03.2021
  • სტატია:109060
  • ვიდეო:351334
  • სურათი:477998
სინამდვილეში ვინ იყო გოგონა,რომელიც ფოტოზე სტალინთან ერთად არის აღბეჭდილი?

imageფოტოს, რომელშიც იოსებ სტალინს ხელში აყვანილი ჰყავს პატარა გოგონა, დიდი ხანია უწოდებენ "სტალინს და მამლაკატს". მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ამ ბავშვს სულ სხვა სახელი აქვს და ის უბრალოდ სხვა ბავშვად გაასაღეს. იმის შესახებ ქვემოთ გაიგებთ, თუ რეალურად ვინ იღიმის ბედნიერად სურათიდან და თავის დროზე რატომ დამალეს სიმართლე.


გოგონას ნამდვილი სახელია ცნობილი ფოტოდან არის გელია (ენგელსინა) მარკიზოვა.

1936 წლის 27 იანვარს იგი, მამასთან, ბურიატ-მონღოლეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სახალხო კომისართან არდან მარკიზოვთან ერთად ჩავიდა კრემლში. სტალინმა მომღიმარი გოგონა შენიშნა და ხელში აიყვანა. ამ დროს გადაუღეს ფოტოსურათი, რომელიც მოგვიანებით გახდა ცნობილი.

image


სურათს სიტყვასიტყვით ყველგან იყენებდნენ: გელიას სახე ყველა პლაკატიდან, სააგიტაციო ფურცლებიდან, სურათებიდან იმზირებოდა. ფოტოს ასე სწრაფად გავრცელებამ მალევე შექმნა პრობლემა, რომლის გადაჭრის გზა იყო, ერთი გოგოს მეორეთი ჩანაცვლებით.


1937 წელს გელის მამა დააპატიმრეს, გამოაცხადეს იაპონიის ჯაშუშად და დახვრიტეს, დედა კი გადაასახლეს ყაზახეთში, სადაც იგი გარდაიცვალა.


გოგონა თავად გახდა ხალხის მტრის ქალიშვილი. ამავე დროს, მისი ფოტო ბელადთან ერთად ასობით აფიშას და პლაკატს ამშვენებდა. ამასთან, შეუძლებელი იყო ყოველდღიური ცხოვრებიდან ამოღებულიყო ყველა პლაკატი, ბროშურა, ნახატი, წიგნი და სხვა საგნები, რომელიც მთლეს ქვეყანაში იყო მიმოფანტული.


გადაწყდა სხვა გზით წასვლა: დაიწყეს ცრუ ინფორმაციის გავრცელება, რომ ფოტოსურათზე გამოსახულია მამლაკატ ნახანგოვა, გოგონა, რომელმაც ლენინის ორდენი მიიღო ბამბის რეკორდული კრეფისთვის და გახდა ქვეყანაში ყველაზე ცნობილი პიონერი...და არც არავის უგრძვნია უხერხულობა ის ფაქტზე, რომ სინამდვილეში მამლაკატი გელიზე 7 წლით უფროსი იყო, 1936 წელს, როდესაც ცნობილი ფოტო გადაიღეს, ის უკვე 12 წლის იყო, რაც არ შეესაბამება სურათზე გამოსახული გოგონას ასაკს.


სხვათა შორის, ასევე არსებობს მამლაკატის სტალინთან ერთად გადაღებული ფოტოც და თუ გადავხედავთ ორივე ფოტოსურათს, ადვილად მივხვდებით, რომ ფოტოებზე გამოსახულია ორი სრულიად განსხვავებული გოგონა.

image

0
822
8-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
822
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0