x
image
თუთიკო ბერძენა
ვინ არიან ადამიანები, რომელთა პლასტიცირებულ თითო გვამს გამოფენებიდან 1 მლნ დოლარი შემოსავალი მოაქვს?!

image

ორსული ქალის სხეული გამოფენილია პლასტირებული სხეულების საშინელ გამოფენაზე. ვინ არის ის? ანატომიური გამოფენა Body Worlds მოგზაურობს მთელს მსოფლიოში და ფაქტიურად შოკს ჰგვრის მნახველებს ექსპონატებით - პლასტინაციის მეთოდით დამუშავებული ადამიანის გვამებით.


ფეხმძიმე ქალი ტყავის გარეშე, რვა თვის ნაყოფით საშინელ განცდას იწვევს. ვინ იყო ის და რა ვითარებამ განაპირობამისი ასეთ ექსპონატად ქცევა?


პლასტინაციის ტექნოლოგიისა და Body Worlds-ის ექსპონატების შემქმნელი, გერმანელი ანატომი გიუნტერ ფონ ჰაგენსი ამტკიცებდა, რომ ადამიანის სხეულები "ნებაყოფლობითი" დონორებისგან მოდის.



ამასთან, ფილოსოფიის პროფესორმა და ეთიკის ექსპერტმა ჰანს მარტინ სასმა 200 დონორის ფორმა შეადარა სიკვდილის მოწმობებს და ვერ იპოვა დოკუმენტური მტკიცებულება Body Worlds- ის ექსპონატების წარმოშობის შესახებ.

image


თითოეული გვამის ვინაობა დამალულია, ვითომ კონფიდენციალურობის შესანარჩუნებლად.

უარეს შემთხვევაში, ისინი ჩინეთის ციხეში მოკლული დისიდენტები არიან.

"გამოფენაზე გამოტანილია ჩინეთის მოქალაქეების ან მკვიდრთა ცხედრები, რომლებიც პოლიციამ ჩინეთის ციხეებიდან მოიპოვა", - პასუხისმგებლობის შიშით გამოაქვეყნა განცხადება გამოფენამ "BODIES" - მა.
image

ყველაზე შიშის მომგვრელი კი ის არის, რომ პლასტინაციის მეთოდი მოითხოვს ახალ გვამებს, კონსერვანტების გარეშე. საინტერესოა ისიც, რომ ვენაში გამართულ გამოფენაზე შენიშნეს, რომ ზოგიერთ ექსპონატში ღვიძლი და თირკმელები დაკარგულია. ცხადია, ორგანოების ამოღება ხდება პლასტიციამდე.


პროფესორი გუთმანი ერთ-ერთ სატელევიზიო გამოსვლაში აღნიშნავს, რომ ჩინეთში ფალუნგონგის დაახლოებით 65, 000 მიმდევარი მოკლეს ორგანოების მოსაპოვებლად. სავარაუდოდ, ეს გვამები მათია და არა პატიმრების.


”ორი ახალი ცხედარი შემოვიდა ქარხანაში დილით. ღვიძლი რამდენიმე საათის წინ ჰქონდა ამოღებული ", - აცხადებდა ქარხნის მუშა 2001 წელს.

image


ერთ პლასტიცირებულ სხეულს შემოაქვს 1 მილიონი დოლარი შემოსავალი. ფაბრიკაში მოხვედრამდე ამოღებულ თირკმელებისა და სხვადასხვა ორგანოთა ფასები ამ თანხაში არ შედის! ისინი კიდევ ცალკე შემოსავლის წყაროა.
ფაბრიკა კი ამტკიცებს, რომ ეს გვამები უპატრონო მიცვალებულებისაა, რომელთაც მორგში არავინ მოაკითხა ან რომელთა ამოცნობაც შეუძლებელი გახდა. თუმცა საინტერესოა, რატომაა ჩინეთის სამედიცინო სკოლებში სწავლებისთვის აუცილებელი გვამების დეფიციტი!

ფალუნგონგი, ცნობილი როგორც ფალუნ დაფა, არის გონებისა და მედიტაციის უძველესი პრაქტიკა, რომელიც დაფუძნებულია სიმართლე-თანაგრძნობა-შემწყნარებლობის პრინციპზე. 1992 წლიდან 1999 წლამდე 100 მილიონამდე ადამიანი გახდა ფალუნგონგის მიმდევარი ჩინეთში. კომუნისტურმა რეჟიმმა ახალი სკოლის მიმდევრები აღიქვა, როგორც საფრთხე არსებული მთავრობისთვის და 1999 წელს ხელისუფლებამ დაიწყო მათი დევნა.



0
228
2-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
228
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0