x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ცნობილი მიმები იაპონურ მხატვრულ სტილში

image

ავტორმა (რომლის სრული სახელიც სამწუხაროდ არ ვიცი, რადგან ყველა სოციალურ სივრცეში მხოლოდ ნიკნეიმებს იყენებს) თავდაპირველად მსგავსი ნამუშევარი დახატა, როგორც საშობაო საჩუქარი მეუღლისთვის, რომელსაც უყვარს მიმი "ქალი კატას უყვირის". მას შემდეგ, ის განვითარდა ხელოვნების ამ მიმდინარეობაში, მის ნამუშევრებში ასახულია მიმები, ტრადიციული იაპონური მხატვრობის ელემენტებით. ბავშვობის სახლის კედლებზე ბებიას ორიგინალური უკიიო-ეების მცირე კოლექციით აღფრთოვანებამ განაპირობა მთელი ცხოვრების განმავლობაში მისი ინტერესი იაპონიის ხელოვნებისა და კულტურის მიმართ. მისი ხელოვნებისა და დიზაინის პერსონაჟები არიან ტაკაში მურაკამი და იოშიტომო ნარას პერსონაჟების გადამღერება. საამაყოა, რომ მან შეძლო ამ დიდებული კლასიკური ნამუშევრებისა და პოპ კულტურის ისეთი შერწყმა, რომ შეექმნა რაღაც ახალი და განსხვავებული.

წარმოუდგენლად დიდი ძალისხმევაა მსგავსი ნამუშევრების შექმნა. თითოეულის კონცეფციას, კვლევას, ჩანახატს და დასრულებას რამდენიმე კვირა სჭირდება. ისინი შესრულებულია ტრადიციული მელნის, საღებავის, ქაღალდისა და ტილოს და ციფრული ტექნიკის კომბინაციით.

ამჟამად ხელოვანი წიგნზე მუშაობს.

0
17
1-ს მოსწონს
ავტორი:მადამ ფისუნია
მადამ ფისუნია
17
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0