x
მეტი
  • 07.03.2021
  • სტატია:108993
  • ვიდეო:351292
  • სურათი:477862
მარწყვის იოგურტის ტორტი ცხობის გარეშე

image




8 ულუფა;

6 საათი და 30 წუთი;

ახალი მარწყვი - 0.5 კგ.;

მარწყვის იოგურტი - 1 ლ.;

ჩვეულებრივი "პეჩენია"- შაქრის ფუნთუშა (ან ფიტნეს-ნამცხვრები, ) - 500 გრამი;

რძე - 180-200 მლ.;

ჟელატინი - 30 გრამი;

ქორფა პიტნა (გასაფორმებლად) - 1-2 ტოტი;




მომზადება:

დააქუცმაცეთ "პეჩენია".

ჟელატინი გახსენით წყალში 1:6 პროპორციით და აცალეთ დალბობა.

დაქუცმაცებულ ორცხობილას ჩაასხით რძე. აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე, სანამ ცომის სისქეს არ მიიღებს.

ფორმის (ყალიბის) ფსკერზე განათავსეთ ორცხობილა-რძის ცომი, გააბრტყელეთ ფირფიტის სახით.

ზემოდან ფირფიტას დააწყვეთ მარწყვი.

ცეცხლზე დადგით ჟელატინი ადუღებამდე.

ცალკე ჯამში ჩაასხით იოგურტი და დაუმატეთ ჟელატინი.

იოგურტის ჟელე მოასხით ფირფიტას.

იოგურტის ტორტი მარწყვით შედგით მაცივარში 6 საათით.

მარწყვის იოგურტის ტორტი ცხობის გარეშე მზადაა! შეგიძლიათ, ზემოდან იგი მორთოთ ქორფა მარწყვითა და პიტნით. გემრიელად მიირთვით!

0
35
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
35
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0