x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ყველაზე საინტერესო ფაქტები ოქროს შესახებ

ოქრო — წარმატების, მიღწევის და ტრიუმფის სინონიმია. მისი ასოოცირება ყოველთვის სიმდიდრესთან, ფუფუნებასთან, პრესტიჟთან და ხარისხთან ხდება. მას კაცობრიობა უფრო მეტად აფასებს, ვიდრე ნებისმირ, თუნდაც, მასზე ძვირფას ლითონს.

აქ 10 ფაქტს წარმოგიდგენთ, რომელიც შეიძლება, ამ უჩვეულო მინერალის შესახებ არ იცოდეთ.


imageოქროს ბაზრობა დუბაიშუი


I. ქიმიური ელემენტი «AU», ლათინურად Aurum-ი — «კაშკაშა ცისკარს» ნიშნავს. ყვითელმა ლითონმა სახელი რომაული მითოლოგიის ცისკრის ქალღმერთის, ავრორას (ლათ. Aurora) საპატივცემულოდ მიიღო.


imageII. აშშ-ს მეცნიერების აზრით, ოქრო დედამიწის ზედაპირზე ზეძლიერი გამა-გამოფრქვევის შედეგად გაჩნდა. ეს სილურული პერიოდის ბოლოს, დაახლოებით, 400 მლნ. წლის წინ მოხდა. უდიდესი სიძლიერის აფეთქებამ დედამიწაზე ოქრო მოაფრქვია და ამიტომ არის, რომ ოქრო ყველა კონტინენტზე მოიპოვება.

კვლევის შედეგად, ასევე ცნობილი გახდა, რომ გამოფრქვევა დედამიწიდან 6 სინათლის წელიწადის დაშორებით მოხდა და მან პლანეტაზე მცხოვრები ცოცხალი ორგანიზმების 60% გაანადგურა.


III. ოქრო კეთილშობილი ლითონია. არ ექვემდებარება კოროზიად და არ იკეთებს რაიმე სახის ჟანგს ან აპკს, რაც იმას ნიშნავს, რომ მისგან დამზადებული საიუველირო, თუ სხვა სახის ნაკეთობა მარადიულია.


IV. სუფთა ოქრო კანის გაღიზიანებას და ალერგიას არ იწვევს. თუ მგრძნობიარე კანი გაქვთ, ოქროსგან დამზადებული საიუველირო ნაკეთობები თქვენთვის სრულიად უსაფრთხო იქნება.

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ოქრო სამკაულის შესაქმნელად არასდროს გამოიყენება ოქრო სუფთა სახით. სუფთა ოქრო მხოლოდ ზოდებშია, რადგან ის რბილი ლითონია და ადვილად დეფორმირდება. ოქროს ნაკეთობას ყოველთვის აქვს სინჯი, რომლის მიხედვით, შეგვიძლია იმის გაგება, თუ რამდენია მასში ოქროს შემცველობა. მაგ., თუ სინჯი 585-ია, ეს იმას ნიშნავს, რომ ლითონის შენადნობში, რომლიდანაც სამკაულია დამზადებული, ოქროს რაოდენობა 58, 5%–ია, დანარჩენი — ლიგატურა არის (ლითონის სხვადასხვა სახის დანამატი, რომელიც რბილი ლითონის გასამაგრებლად და ნაკეთობის თვისებების გასაუმჯობესებლად გამოიყენება). ოქროს შემთხვევაში, ეს შეიძლება იყოს პალადიუმი, ვერცხლი, სპილენძი, პლატინა ან ნიკელი.


imageV. ოქროს არსებობის მთელი ისტორიის მანძილზე, მისდამი ყოველთვის პრივილეგირებული დამოკიდებულება იყო. ოქროს გამო კლავდნენ, ცოლს ირთავდნენ და თხოვდებოდნენ. სამთო მოპოვების საერთაშორისო ასოციაციის მონაცემების მიხედვით, ადამიანები ოქროს სამკაულს, სულ მცირე, ძვ. წ. აღრ. 4000 წელს უკვე იყენებდნენ. თუმცა, ის ყველასთვის ერთნაირად ხელმისაწვდომი არ იყო. მაგ., ძველ ეგვიპტეში ოქრო მზის ღმერთის — რას კანად ითვლებოდა და შესაბამისად, მისი მოხმარების უფლება ფარაონის გარდა, არავის ჰქონდა. მოგვიანებით, კეთილშობილი ლითონის გამოყენების უფლება, ტაძრის ქურუმებს და ფარაონის ოჯახის წევრებსაც მიეცათ.

1933 წელს ფრანკლინ რუზველტმა (აშშ-ს 32 პრეზიდენტი. რედ.) განკარგულებას მოაწერა ხელი, რომელიც ამერიკის მოქალაქეებს (იუველირების, სტომატოლოგების, ელექტრიკოსებისა და სხვა ინდუსტრიული მუშაკების გარდა) ოქროს მოგროვებას უკრძალავდა. ოქროს მფლობელობა 10 000 დოლარამდე ჯარიმით ან 10 წლის ვადით პატიმრობით ისჯებოდა.


VI. ოქრო ბურღულეულის ან ფირფიტების გამოყენება, პროდუქტებთან ან სასმელებთან ერთად, საკვებად გამოყენება შეიძლება... და სტუმრების გასაოცებლად, მსოფლიოს ყველაზე ძვირიანი რესტორნებში მას იყენებენ კიდეც. მართალია, ოქროს არც სუნი აქვს და არც გემო, მაგრამ მას კერძისთვის ბზინვარების, ხოლო ანგარიშისთვის ნულების დამატება შეუძლია. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ლითონის ათვისება კუჭის მიერ არ ხდება და ის ორგანიზმიდან ბუნებრივი გზით, მისთვის ზიანის მიყენების გარეშე გამოდის.


VII. ოქროს გასუფთავების შემდეგ, მას 1 კგ-იან ზოდებად ადნობენ, რომლებიც ფულის ინვესტირების საიმედო საშუალებაა — ოქრო არასდროს გაუფასურდება. გარდა ამისა, ასაკთან ერთად, მისი ფასი სულ უფრო იზრდება.


imageVIII. წარსულში ოქროს მაგიურ და სამკურნალო თვისებებს აწერდნენ. შუა საუკუნეებში ოქროს ფირფიტებს ნადიმებზე, კერძების გასაფორმებლად იყენებდნენ და ითვლებოდა, რომ მისი მირთმევის შემთხვევაში, ადამიანს ძალ-ღონე ემატებოდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვნად უმჯობესდებოდა.

ამჟამად, ადამიანის ჯანმრთელობაზე ოქროს დადებითი მოქმედება უკვე მეცნიერულად არის დამტკიცებული და ლითონი ფართოდ გამოიყენება მედიცინაში. მას იყენებენ სტომატოლოგიაში, პლასტიკურ ქირურგიაში და ფარმაკოლოგიაში. გარდა ამისა, უკანასკნელი კვლებების შედეგად დამტკიცდა, რომ ოქროს ნანო ნაწილაკები, რენტგენის სხივების კომბინაციაში, ორგანიზმში კიბოს უჯრედების რაოდენობას ამცირებს და სიმსივნის ზრდას აჩერებს.


IX. ოქრო ყოველთვის პირველობასთან, მიღწევასთან და გამარჯვებასთან ასოცირდება. თუმცა, ყველა «ოქრო», — ოქრო არ არის. მაგ., ოლიმპიურ ოქროს მედალს ვერცხლისგან ასხავენ და შემდეგ, ოქროში ავლებენ. ის მხოლოდ 1 გრამ ოქროს შეიცავს. ისევე, როგორც ყველასთვის ცნობილი «ოსკარი».


X. ცნობილია, რომ კაცობრიობის მიერ გამოყენებული ოქროს 75 % 1910 წლის შემდეგ არის მოპოვებული. ყოველწლიურად, მოპოვებული ოქროს მარაგის მხოლოდ 10% ხმარდება წარმოების საჭიროებებს. ხოლო დანარჩენი, საიუველირო ნაკეთობების შექმნას ხმარდება და ოქროს მარაგის შესავსებად გამოიყენება.

მსოფლიოში, ოქროს ყველაზე დიდი მომხმარებელი, 30%-იანი წილით, ჩინეთია. ის ამ ბოლო დროს დაეწია და გადაასწრო ინდოეთს, რომელიც წინა წლებში, ოქროს მოხმარებაში, პირველობას არავის უთმობდა.

imageimageარხის სხვა სიახლეები:

image

imageimage

1. მაკედონელი, კლეოპატრა, კეისარი და სხვა ისტორიული პირები დღეს რომ ცხოვრობდნენ...
2.15 ფოტო მტკიცებულება, რომ ამ ქვეყანაში მხოლოდ ონლაინ უნდა ვიმოგზაუროთ
3. ქოთნის ყვავილები და სხვა მცენარეები – მოვლა, დიზაინი, საინტერესო ფაქტები

4. შეეძლო ჰიტლერს ომის მოგება?.. და რატომ ჩავარდა «ბარბაროსას» გეგმა

5. თუ თქვენი ყოველი დღე, წინა დღეს ჰგავს და ბედნიერების შეგრძნება დავკარგეთ...
6. 10 პრაქტიკული რჩევა ცხოვრების გამარტივების და დისკომფორტის მოხსნისთვის

0
526
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
526
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0