x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
მეცნიერები, რომლებიც საკუთარმა გამოგონებებმა შეიწირეს

image



1.ჰორას ლოუსონ ჰანლი დაიღუპა თავისი გამოგონილი საბრძოლო წყალქვეშა ნავის ჩაძირვიდ შედეგად.

2.პოლონელი ფიზიკოსი, მარია კიური იყო პირველი ქალი, რომელმაც მიიღო ნობელის პრემია ორ მეცნიერებაში. ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის რადიოაქტიურობის შესწავლაში. კიურიმ აღმოაჩინა რადიოაქტიური ნივთირებები - რადიუმი და პოლონიუმი. მანვე მიაკვლია რადიუმის გაუვნებელყოფის გზას. ექსპერიმენტების ფარგლებში, მარია კიურის უწევდა ხანგძლივი დროის განმავლობაში რადიოაქტიური ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ ყოფნა.

მარია კიური სწორედ რადიაციული დასხივების შედეგად გარდაიცვალა 66 წლის ასაკში.





3.ვალერიან აბაკოვსკი მაღალსიჩქარიანმა (საათში 140 კმ.) მატარებელმა, "აეროვაგონის" პროექტმა (საკუთარმა გამოგონებამ) იმსხვერპლა.პირველი მოგზაურობა წარმატებით დასრულდა, თუმცა მოსკოვში დაბრუნებისას, 1921 წლის ივლისში, მოხდა კატასტროფა: აეროვაგონი რელსებიდან გადავიდა მაქსიმალური სიჩქარით. 22 ადამიანიდან 16 ცოცხალი დარჩა, 6 დაიღუპა. დაღუპულთა შორის იყო ტვით აბაკოვსკი.

4.უილიამ ბულოკი ვებ-როტაციულმა საბეჭდმა სტამბა-მანქანამ იმსხვერპლა 1867 წელს. მას ფეხი ჩაჰყვა თავისი გამოგონების, სწრაფმბრუნავი საბეჭდი დაზგის სარტყელში, განუვითარდა განგრენა (სისხლძარღვების დაავადება). ვერც ოპერაციამ და ფეხის მოკვეთამ უშველა, ბულოკი 54 წლის ასაკში გარდაიცვალა.

5.ფრენსის ედგარ სტენლი საკულტო ავტომობილმა შეიწირა, სიჩქარის გადაჭარბების გამო იგი ხის მორებს შეეჯახა.

6.ფრანც რაიჰლტს სჯეროდა, რომ ფრენა შეეძლო. მან გამოიგონა "საფრენი კოსტიუმი". იგი დაბეჯითებით აცხადებდა, რომ ეიფელის კოშკიდან გადმოხტებოდა და უსაფრთხოდ დაეშვებოდა. 1912 წლის თებერვალში იგი მართლა დაეშვა თავისი გამოგონილი "საფრენი კოსტიუმით", მაგრამ, სამწუხაროდ, პარაშუტი მხოლოდ ნახევრად გაიხსნა და ტანზე შემოეკრა. რაიჰლტი მიწაზე დაცემისთანავე გარდაიცვალა.

7.ავსტრიელმა მაქს ვალიერმა 1930 წელს, ჩაატარა ტესტ-დრაივი სარაკეტო მანქანაში თხევადი ძრავის ჩადგმით. იგი ლაბორატორიაში გარდაიცვალა, როცა რაკეტა აფეთქდა.

8.ალექსანდრ ბოგდანოვის სახელს უკავშირდება სისხლის გადასხმის მეთოდის გამოგონება. მას უნდოდა, გაახალგაზრდავებულიყო და 11-ჯერ წარმატებით გადაისხა ახალგაზრდების სისხლი. ბოგდანოვი კმაყოფილი აცხადებდა მეგობრებთან, რომ გაცილებით ენერგიულად გრძნობდა თავს და თმებიც აღარ ცვიოდა. ამასთანავე, როცა მან გადაისხა განსხვავებული სისხლის ჯგუფისა და მალარიით დაავადებული ახალგაზრდა სტუდენტის სისხლი, თვითონაც დაავადდა და გარდაიცვალა.

9.ჰ. როპერი იმსხვერპლა თავისმა გამოგონილმა ორთქლის ველოსიპედმა, როცა სიჩქარის გადაჭარბებისაგან დაეცა და თავი ველობილიკზე დაარტყა.

10.ლუის სლოტინი ატომური ბომბის გამოგონებამ იმსხვერპლა.

0
196
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
196
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0