x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
მეცნიერებმა დედამიწაზე დიდი სამი ახალი სამყარო აღმოაჩინეს

image



ასტრონომთა საერთაშორისო ჯგუფმა აღმოაჩინა ერთდროულად სამი ახალი სამყარო, რომლებიც ზომით რამდენჯერმე აღემატება დედამიწას. ნაპოვნი ცხელი პლანეტები უფრო ახალგაზრდა მზის ვერსიის გარშემო ტრიალებენ.






სისტემა მდებარეობს თევზ-ერიდანუსის ნაკადში, რომელიც რამდენიმე ხნით ადრე იქნა ნაპოვნი. თავად პლანეტა "TESS"– ის სურათებში იქნა ნაპოვნი, რომელიც ორი წლის წინ იქნა გადაღებული.. მზის ახალგაზრდა ვერსია, სახელწოდებით "TOI 451", შეისწავლეს 2019 და 2020 წლებში ნასას კოსმოსური ტელესკოპ "Spitzer"-ის საშუალებით. დაკვირვების ფარგლებში, ასტრონომებმა იპოვნეს საფუძველი, რომ დაედოთ დასკვნა. "TOI 451"-ს ყავს ორი ვარსკვლავური თანამგზავრი, რომლებიც პლანეტების გარეთ ერთმანეთის გარშემო ბრუნავენ.





ეს სისტემა მხოლოდ 120 მილიონი წლისაა და ჩვენგან დაშორებულია მხოლოდ 400 სინათლის წლის მანძილით, რაც საშუალებას იძლევა დავაკვირდეთ ამ ახალგაზრდა პლანეტურ სისტემას. რადგან არსებობს სამი პლანეტა, რომლებიც დედამიწას ზომით 2-დან 4-ჯერ აღემატება, ისინი განსაკუთრებით პერსპექტიული სამიზნეები არიან პლანეტარული ატმოსფეროს განვითარების შესახებ თეორიების შესამოწმებლად.

0
382
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
382
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0