x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
კიდევ ერთი ინგლისური კლუბი აღარ დაიჩოქება რასიზმის წინააღმდეგ

image

ინგლისურ კლუბ "ბორნმუთის" ფეხბურთელებმა უარი თქვეს დაიჩოქონ მუხლებზე რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ნიშნად. ამის შესახებ გუნდის ვებგვერდი იტყობინება.


კლუბში განაცხადეს, რომ ისინი მხარს უჭერენ დისკრიმინაციის ყველა ფორმის წინააღმდეგ ბრძოლას, მაგრამ მათ სურთ სიტყვების და ჟესტების ნაცვლად ქმედებების დანახვა .


მათ ასევე აღნიშნეს, რომ მოთამაშეებს სჭირდებათ ხელმძღვანელი ორგანოების და სოციალური მედიის მხარდაჭერა.


”ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ ჟესტმა ამოწურა საკუთარი შესაძლებლობები და აღარ ახდენს იმ ეფექტს, რაც მანამდე ჰქონდა”, - ნათქვამია "ბორნმუთის" განცხადებაში.


"ბორნმუთი" ასპარეზობს ჩემპიონშიპში - ინგლისის მნიშვნელობით მეორე მეორე დივიზიონში. 30 ტურის შემდეგ გუნდი 49 ქულით, ცხრილში მე -6 ადგილზეა.


მანამდე, კერძოდ 14 თებერვალს, სხვა ინგლისურმა კლუბის, "ბრენტფორდის" ფეხბურთელებმა განაცხადეს, რომ მატჩების დაწყების წინ ისინი აღარ დაიჩოქებენ მუხლებზე Black Lives Matter (BLM) მოძრაობის მხარდასაჭერის ნიშნად.

მოთამაშეები და მწვრთნელები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ეს ჟესტი რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლაზე გავლენას ვეღარ ახდენს.

0
152
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
152
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0