x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
გამაოგნებელი ქანდაკებები, რომლებიც ამ სამყაროსთვის მეტისმეტად ლამაზები არიან
ქალის სილამაზეს ეთაყვანებიან პოეტები, მხატვრები, მუსიკოსები - კაცობრიობის არსებობის დასაწყისიდან.


მოქანდაკეები საოცრებებს ჩადიან როცა მარმარილოსგან ქალის ფიგურის გამოძერწვას ეხება საქმე.


ეს ქანდაკებები არა მარტო ვიზუალურად არიან მიმზიდველები, არამედ ისინი კარგად გადმოსცემენ ქალის ხასიათს, თითქოს ისინი ცოცხლები არიან.




1.

Luo Li Rong ქმნის წარმოუდგენლად ქალურ, ელეგანტურ და რეალისტურ ქანდაკებებს. შთაბეჭდილება გრჩება, რომ ისინი შეიძლება ნებისმიერ მომენტში გაცოცხლდნენ.


imageimage







2.

ანტონიო კორადინი ვენეციელი მოქანდაკეა, რომელიც მე -18 საუკუნეში ცხოვრობდა. იგი ცნობილია თავისი დახვეწილი ოსტატობით მარმარილოზე. მისი მშვენიერი ქალის ქვის სხეულები დაფარული ფარდებით კვლავ აოცებს მაყურებელს თავისი რეალისტური შთაბეჭდილებით

image







3.

ჟან-მიშელ ბიჰორელმა გააოცა ინტერნეტი ყვავილებისგან დამზადებული არაჩვეულებრივი ქალთა ციფრული ქანდაკებებით. ისინი ძალიან შემოქმედებითები და ფანტასტიკურად ლამაზები არიან.

imageimage






4.

კარენ კუზოლიტოს გიგანტური ქანდაკება ექსტაზი / Ecstasy დამზადებულია დამუშავებული ფოლადისგან. მისი მონახაზი, ჟესტები და მიმიკები ქალის ბუნების დემონსტრირებას ახდენს და ასევე ამჟღავნებს ეჭვებს და სურვილებს.
image






5.

ამერიკელმა მოქანდაკემ ბენჟამინ მეთ ვიქტორმა იცის, თუ როგორ უნდა გადმოგცეთ ეროტიკა ბრინჯაოში. მისი ხელოვნების ნიმუშები სანახაობრივია და ყველა დეტალი დახვეწილი.

image

image

image







6.

იტალიელმა ვიტორიო ტესარომ მოახერხა ქალის სხეულის შექმნა მთელი თავისი მადლით, პოეტების მიერ შექებული, თუმცა დღევანდელი დროიდან.

image

image







7.

ფილიპ ჯექსონი შოტლანდიელი მოქანდაკეა, რომლის ყველა ხელოვნების ნიმუში მომხიბლავ ისტორიას მოგვითხრობს. მისი შემოქმედება იმდენად ექსპრესიულია, რომ ძნელი დასაჯერებელია, რომ ისინი ქვისგან არიან დამზადებული და არა ხორცითა და სისხლით.

imageimage







8.

ეს იდუმალი და მგრძნობიარე ქანდაკება მდებარეობს Cimitero Monumentale di Staglieno-ში, იტალიაში, გენუაში, ცნობილ სასაფლაოზე.

image

image







9.

რობინ ვაითმა იცის მავთულხლართზე მუშაობა და მისგან ქმნის მართლაც შესანიშნავ ქანდაკებებს. როგორც ჩანს, ნებისმიერ მომენტში ისინი შეიძლება გაფრინდნენ მიწიდან ქარის მიმართულებით.

image

image







10.

"მოჩვენება გოგონა" ბრიტანელი მოქანდაკის კევინ ფრენსის გრეის შემოქმედებაა და ეს ქანდაკება ძნელი დასავიწყებელია. "გოგონას" სახე ფარით აქვს დაფარული, რაც მისი რეალობის უარყოფის სიმბოლოა.

image




















0
872
4-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ხიმშიაშვილი
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
872
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0