სხვა რა ვიყიდე და რა ჩამოვიდა - ფოტოები, რომლებიც გაგამხიარულებთ 23 თებერვალი, 11:25 ჩაცმა-დახურვის საკითხი კაცობრიობის მანძილზე მუდამ იყო აქტუალური. ქალებმა უხსოვარი დროიდან იცოდნენ, რომ სილამაზე მსხვერპლს მოითხოვდა და მზად იყვნენ გაერისკათ. ყოველთვის არსებობდნენ სტილისტები, დიზაინერები და მკერავები, რომლებიც ამ საკითხს სეზონის მიხედვით უზრუნველყოფდნენ დახვეწილი და თანამედროვე "შტრიხებით". მოდის ექსპერტი-დიზაინერები ხშირად გვთავაზობენ განახლებულ ვარიანტებს, თუმცა არსებობს უნივერსალური სამოსები, რომლებიც არასდროს გადადის მოდიდან. ზოგიერთი ფერი არა მარტო სხეულის ფორმების შენიღბვას ემსახურება, არამედ გვმატებს თავდაჯერებულობას და ნებისმიერი ასაკის ქალბატონს სტილის მიხედვით შეუძლია ყველაზე ელეგანტური და მაცდური ფერის კაბა ნებისმიერ სიტუაციაში -კინოთეატრი, წვეულება, რესტორანი და ა.შ, მოირგოს. ასევე აქტუალურია მუდამ ჯინსის შარვლები და ქურთუკები, რომელიც არასდროს გადადის მოდიდან, თუმცა მისი ტენდენცია წლების მანძილზე იცვლება.
განსაკუთრებით ბოლო წლის განმავლობაში ძალიან აქტუალური და პირობებიდან გამომდინარე, ხელსაყრელი გახდა ტანსაცმლის გამოწერით, შეკვეთით შეძენა. პირველ რიგში, უნდა გახსოვდეთ, რომ ყველა მწარმოებელი თუ რეალიზატორი არ არის გულწრფელი მყიდველის მიმართ და აგზავნის ისეთ ნივთს, რომელიც რომ არა ბრაზი, სიცილს აუცილებლად გამოიწვევდა. ასევე, ლამაზი სურათი ხშირად გვაცდუნებს და გვავიწყებს იმის გააზრებას, მოგვიხდება თუ არა ეს ფერი და ჩვენი სხეულის პარამეტრები რამდენად შეავსებს მას. ხშირად მთავრდება გამოწერით შეძენილი ნივთების ისტორია მოულოდნელი, ცუდი ფინალით. დღევანდელ სტატიაში გთავაზობთ სამოსს, რომელიც გამოწერით შეიძინა ხალხმა და მათ მოლოდინს რეალობამ ძალიან ცუდად გადააჭარბა იხილეთ აგრეთვე: ტანსაცმელი პოდიუმიდან, რომელთა ცხოვრებაში მოხმარება არაპრაქტიკულია 555 5-ს მოსწონს
|