x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
რატომ არის 40 წლის ქალი 20 წლის გოგონაზე მომხიბვლელი?
ამბობენ, ქალი ნებისმიერ ასაკში ლამაზია. მაგრამ, ბოლო დროს გვესმის თუ რამდენად ლამაზები და მიმზიდველები არიან ქალები ორმოცი წლის და ზემოთ. ახალი ტენდენციაა თუ დიდი ხნის დავიწყებული სიმართლე? და მართლაც შეუძლიათ ორმოც წელს გადაცილებულ ქალბატონებს, რომ კონკურენცია გაუწიონ ახალგაზრდა გოგონებს? ენდი რუნიმ ზუსტად იცის ამ კითხვაზე პასუხი და მისი მოსაზრება ამ თემასთან დაკავშირებით, ნამდვილად გაგაოცებთ!


image



"ასაკის მატებასთან ერთად ვხვდები, რომ ორმოც წელს გადაცილებული ქალები მეტად დასაფასებლები არიან. ამის მრავალი მიზეზი არსებობს. მაგალითად, "ამ ხნის" ქალი არასოდეს ჩაგაცივდება და არ გკითხავს და არ იდარდებს იმაზე თუ "რაზე ფიქრობ?!" ასევე, თუ მას არ სურს თქვენთან ერთად სპორტის ყურება, ამაზე არ იწუწუნებს, წავა და დაკავდება საყვარელი საქმიანობით, რომელიც გაცილებით საინტერესო იქნება მისთვის და დროს მოსაწყენად, თქვენთან ერთად სპორტის ყურებაში არ დაკარგავს.


ორმოცი წლის ქალები საკმაოდ კარგად იცნობენ საკუთარ თავს, რომ იყვნენ დარწმუნებულნი იმაში ვინც არიან და ვისგან რა სურთ. ამ ასაკის ძალიან ცოტა ქალს აინტერებს გარშემომყოფების აზრი მასზე და მის საქმიანობაზე. არიან თავდაჯერებულები, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მოგიწყოთ სკანდალი რესტორანსა და ოპერაში, ხოლო თუ ამის აუცილებლობა დადგება, ძალიან ჩუმად, უხმოდ დაგხვრეტენ. მათ იციან რა არის უმადურობა, ამიტომ გულუხვები არიან კომპლიმენტების მიმართ, ხშირად შეუძლიათ ის უმიზეზოდაც გითხრათ.




image



ორმოცი წლის ქალებს თამამად შეუძლიათ შეყვარებული მეგობრებს გააცნონ, დარწმუნებულნი არიან რა საკუთარ არჩევანში, განსხვავებით ოცი წლის გოგონებისგან, რომლებიც ერიდებიან პარტნიორების დაქალებისთვის გაცნობას იმ მოტივით, რომ არ "აახიონ". ორმოცი წლის ასაკში, სამეგობრო წრე გაფილტრულია და ქალმა იცის, რომ მხოლოდ სანდო მეგობრები ყავს გარშემო.



ორმოცი წლის ქალებს საკმაოდ კარგად აქვთ განვითარებული ინტუიცია და სანამ რამეს ეტყვით, ისედაც მიხვდნენ თქვენზე ყველაფერს. წითელი ტუჩსაცხი მათზე საკმაოდ მიმზიდველად გამოიყურება, განსხვავებით ოცი წლის გოგონებისგან. თუ შეძლებთ და მათი სახიდან ორიოდე ნაოჭს დააიგნორებთ, მიხვდებით, რომ ისინი გაცილებით ქალურები და სექსუალურები არიან, ვიდრე ოცი წლის გოგონები.



ორმოცი წლის ქალები გულწრფელები არიან და პირში გეტყვიან სათქმელს. ამიტომ, აღარ მოგიწევთ მარჩიელობა, თუ რას ფიქრობენ თქვენზე. ასე, რომ ორმოცი და გადაცილებული ასაკის ქალების აღფრთოვანების კიდევ მრავალი მიზეზი არსებობს.


მაგრამ სამწუხაროდ, თითქმის ყველა ლამაზ, მოწესრიგებულ და ინტელექტუალურ ზრდასრულ ქალს ჰყავს მელოტი, მსუქანი მამაკაცი, რომელიც სიამოვნებით გაჰყვება კუდში ოცი წლის მიმტანს".



0
585
5-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
585
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0