x
image
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
როგორ გავწმინდოთ საჭმელი სოდით მატრასი და რბილი ავეჯი

საჭმელი სოდის უპირატესობა წმენდისას:

✨ იაფია

✨ არატოქსიკურია

✨ შთანთქავს ჭუჭყს და ნესტს

✨ შეუძლია სხვა ქიმიური საწმენდი საშუალებების ჩანაცვლება

✨ ხსნის უსიამოვნო სუნს

✨ შეუძლია უამრავი მიკროორგანიზმის მოკვლა


თანამედროვე ბაზარი სავსეა სხვადასხვა საწმენდი საშუალებებით, რომლებმაც შეიძლება ზიანი მიაყენონ ჩვენს ჯანმრთელობას. მიუხედავად ამისა, თქვენ შეგიძლიათ მარტივად იპოვოთ სამზარეულოში აბსოლუტურად უსაფრთხო საწმენდი საშუალება, რომელსაც ნამვილი სასწაული შეიძლება მოახდინოს თქვენს სახლში.





როგორ გავწმინდოთ მატრასი და ლეიბი სოდით

image

საჭლის სოდით, გაგიკვირდებათ და, შეიძლება ლეიბების და მატრასების გაწმენდა, რაც მოაშორებს ჭუჭყს, ოფლს, კანის მკვდარ უჯრედებს, მტვერს და უსიამონვო სუნს.



პირველ რიგში, მთელი ლეიბი მოასუფთავეთ მტვერსასრუტით. შემდეგ, საცერის გამოყენებით, მთელ ზედაპირზე მოაბნიეთ სოდა, (სურვილის შემთხევაში შეგიძლიათ დაამატოთ 10-15 წვეთი ეთერზეთი).


დატოვეთ ასე ლეიბი რამდენიმე საათის განმავლობაში, სასურველია ერთი დღის განმავლობაში. შემდეგ მტვერსასრუტით აწმინდეთ და შედეგი გაგაოცებთ.



როგორ გავწმინდოთ რბილი ავეჯი სოდით

image

აიღეთ კონტეინერი და აურიეთ 1 ს / კ საცხობი სოდა და 1 ს / კ სარეცხი ფხვნილი (სურვილისამებრ). შემდეგ დაასხით 1 ჭიქა თბილი ადუღებული წყალი და დაუმატეთ 4-5 ს / კ 9% ძმარი. ნარევი აქტიურად აქაფდება, ამიტომ მოსამზადებლად გამოიყენეთ უფრო დიდი ზომის ჭურჭელი. კარგად აურიეთ ყველაფერი და ჩაასხით ხსნარი წყლის შემასხურებელში.

მიღებული ხსნარი შეასხურეთ 5-10 წამის განმავლობაში დაბინძურებულ ადგილს, შემდეგ დაამუშავეთ ღრუბლით, (საჭიროების შემთხვევაში, კიდევ გაწმინდეთ პრობლემური ადგილები). გაიმეორეთ მანამ, სანამ არ მიიღებთ სასურველ შედეგს, მაგრამ დარწმუნდით, რომ სითხე არ ასველებდეს ქსოვილს.



მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ: საცხობი სოდა და ძმრის ხსნარი შეიძლება გამოიყენოთ ნებისმიერი ქსოვილზე, გარდა ბუნებრივისა, მაგალითად როგორიცაა შალი.


image




0
78
1-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ხიმშიაშვილი
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
78
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0