x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134466
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508529
სიმსუქნე წარმატებით მარცხდება გენური თერაპიით
სიმსუქნე გენური თერაპიით წარმატებით მარცხდება


მსოფლიოში დღესდღეობით სიმსუქნე აწუხებს ნახევარ მილაირდზე მეტ ადამიანს და ეს მიდრეკილება მზარდია მოსახლეობაში. სიმსუქნესთან დაკავშირებულია ისეთი დაავადებების გაჩენა, როგორიცაა მეორე ტიპის დიაბეტი, გულის დაავადებები, მაღალი წნევა, სიმსივნეების წარმოქმნის მაღალი ალბათობა და მრავალი სხვა. სიმსუქნე ათეულობით მილიონი ადამიანის ნაადრევ დაღუპვას იწვევს. ის გამოწვეულია როგორც შინაგანი, ასევე გარემო ფაქტორების ზემოქმედებით, როგორც ჰორმონული ან გენეტიკური დარღვევებით, ასევე უბრალოდ გადაჭარბებული კვებით. 2019 წლის აგვისტოს თვეში "Genome research" -მა გამოაქვეყნა ახალი კვლევის შედეგები, რომელიც გვამცნობს, რომ მკვლევართა ჯგუფმა შეძლო და განავითარა გენური თერაპია, რომელიც ამცირებს ორგანიზმში არსებულ ცხიმოვან ქსოვილს და კურნავს სიმსუქნით დაავადებულ თაგვებს და ასევე კურნავს იმ დაავადებებს მათში, რაც სიმსუქნით იყო გამოწვეული.


იმისთვის, რომ თავი აგვერიდებინა სინსუქნის საწინააღმდეგო წამლებით მკურნალობის და აბების მიღებით გამოწვეული გვერდითი ეფექტებისთვის მკვლევარებმა ჯი იანგ ჩანგის (Jee Young Chung) ხელმმძღვანელობით, მიაგნეს იმ გენის დათიშვის გზას, რომელიც იწვევს სიმსუქნეს, ეს გენი არის fabp4. მათ ეს მოახერხეს ცნობილი CRISPR -ის მეთოდით, როდესაც კატალიზურად მკვდარი cas9 პროტეინი და ერთი გამყოლი რნმ მიმართული იქნენ თეთრი ადიპოციტებისკენ ქსოვილ-სპეციფიკური დამდნობი პეპტიდით. ეს კომპლექსი მცირედით მოიცავს სამიზნე უჯრედებს, შემდეგ ამცირებს მათში ზემოთ აღნიშნული სიმსუქნის გამომწვევი გენის fabp4 -ის წარმოქმნას და ამგვარად ამცირებს ცხიმოვან მარაგს ადიპოციტებში.


სიმსუქნე გენური თერაპიით წარმატებით მარცხდება



ამ მეთოდის წარმატებულობის დასამტკიცებლად ჩანგის და კოლეგების მიერ, ის იქნა ნაცადი სიმსუქნით დაავადებულ თაგვებზე. ეს თაგვები სპეციალურად ისე იყვნენ ნაკვებნი წინა პერიოდში, რომ ხელოვნურად გამოწვეულიყო მათში სიმსუქნე და მეორე ტიპის დიაბეტი. ამგვარად დიაბეტით დაავადებულ თაგვებს ჩაუტარეს აღნიშნული თერაპია. სიმსუქნის გენის fabp4-ის ხელოვნურად დათიშვამ გამოიწვია მათი ორგანიზმის საერთო მასის 20%-ის, მეხუთედის მოცილება და დიდწილად გააუმჯობესა დიაბეტის მიმდინარეობა ინსულინრეზისტენტობის შემცირებით, 6 კვირის მკურნალობის შემდგომ. გამოვლინდა ასევე დამატებითი სისტემური გაუმჯობესება ორგანიზმში, როგორიცაა ღვიძლში ცხიმოვანი მასის გროვების შემცირება და სისხლში მოცირკულირე ტრიგლიცერიდების დაკლება.


აქამდე, სიმსუქნის საწინააღმდეგო სტანდარტული მკურნალობა ორგანიზმის საერთო წონის მხოლოდ 5%-ის მოცილებას უზრუნველყოფდა. ეს ახალი მეთოდი კი წონის 20%-ის ან მეტის მოცილებას უზრუნველყოფს და ამავე დროს ზრდის სიცოცხლის ხანგრძლივობას. მიუხედავად თაგვებში ძალიან წარმატებული გამოცდისა, საჭიროა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წესების დაცვა და ამ მეთოდს კიდევ ესაჭიროება მეტი გამოცდის ჩაბარება, სანამ ნებართვა გაიცემა, რომ ეს მეთოდი მსოფლიოს მასშტაბით დაინერგოს ყოველდღიურ სამუშაო პრაქტიკაში კლინიკებში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ მეთოდის ამგვარი წარმატება წინაპირობაა მისი გამოყენებისა არა მხოლოდ სიმსუქნის, არამედ ბევრი სხვა მიმართულებითაც.


წყარო: sciencedaily.com

ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
100
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
100
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0