x
image
თორ ნიკე
Mediator image
პირველი ძუძუმწოვრები - ჰარამიდები
პირველი ძუძუმწოვრები - ჰარამიდები


2014 წელს ჩინეთის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს ძუძუმწოვართა სამი ახალი სახეობა, რომლებმაც ცხადყვეს, რომ ძუძუმწოვრები ჩამოყალიბდნენ ჯერ კიდევ 220 მილიონი წლის წინ. აქამდე აღმოჩენილი მასალის მიხედვით არასწორად მიიჩნეოდა, რომ პირველი ძუძუმწოვრები იყვნენ მღრღნელისებრი არსებები, რომლებიც გარეგნობით უფრო ვირთხებს ჰგავდნენ, ცხოვრობდნენ 120 მილიონი წლის წინანდელი პერიოდიდან და მიწისქვეშ, დინოზავრების ჩრდილქვეშ გადაადგილდებოდნენ მანამ, სანამ მათთვის ეს დიდი საშიშროება არ მოიხსნა 66 მილიონი წლის წინ და დიდმა კატასტროფამ დედამიწაზე, დინოზავრები არ გადააშენა, რამაც მათ გამრავლებას, გავრცელებას და გამრავალფეროვნებას მისცა ფართო ასპარეზი.


პირველი ძუძუმწოვრები - ჰარამიდები


ჩინეთში გაკეთებულმა აღმოჩენამ კი ცხადყო, რომ უკვე 220 მილიონი წლის წინ, უკვე სრულად ჩამოყალიბებული იყვნენ ძუძუმწოვრები, მათი ნაწილი მიწისქვეშ ცხოვრობდა და მღრღნელისებრები იყვნენ, ხოლო მეორე ნაწილი ხეებზე ცხოვრობდა და ჰგავდნენ დღევანდელ ციყვებს უფრო დიდი, ლემურასებრი თუ მაიმუნისებრი კუდებით. ეს არსებები ხეებზე ცხოვრობდნენ და დინოზავრების ზემოთ, მათი თვალთახედვის არეალის მოშორებით ბინადრობდნენ და ამგვარად იცავდნენ თავს და თავიანთ შთამომავლობას. მკვლევარები ამბობენ, რომ ისინი ისევე განსხვავდებოდნენ და განირჩეოდნენ მიწაზე მცხოვრები მღრღნელისებრი მწერიჭამია ძუძუმწოვრებისგან, როგორც დღეს შეგვიძლია მარტივად გავარჩიოთ ვირთხა და ციყვი. ხეებზე მობინადრე ამ უპირველეს ძუძუმწოვრებს მეცნიერებმა უწოდეს ჰარამიდები (haramiyids).



წყარო: nationalgeographic.com

ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
25
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
25
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0