x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134396
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508488
სკოლამდელი და ზოგადი საშუალო განათლება ბელორუსში

სკოლამდელი და ზოგადი საშუალო განათლება ბელორუსში

სკოლამდელი განათლებასკოლამდელი და ზოგადი საშუალო განათლება ბელორუსში

ბელარუსში კარგად არის განვითარებული სკოლამდელი განათლების სისტემა. მართალია, ის არ არის სავალდებულო, მაგრამ უმეტესობა ბავშვებისა სკოლაში შესვლამდე დადიან სკოლამდელი განათლების დაწესებულებებში.სკოლამდელი და ზოგადი საშუალო განათლება ბელორუსში

2019-2020 სასწავლო წლებში ფუნქციონირებს 2940 სკოლამდელი განათლების დაწესებულება (მათგან 15 კერძო), რომლებშიც 436, 6 ათასი აღსაზრდელი დადის. 2019 წელს კიდევ შეიქმნა დამატებითი ადგილები 6, 6 ათასი ბავშვისათვის ადრეული და სკოლამდელი ასაკისათვის.სკოლამდელი და ზოგადი საშუალო განათლება ბელორუსში

ბელორუსი იკავებს წამყვან პოზიციებს დსთ-ის ქვეყნებს შორის ბავშვთა სკოლამდელ დაწესებულებებში ჩართულობის მიხედვით. სტატისტიკა მოიცავს ერთი წლიდან ექვს წლამდე ბავშვებს. 2019 წელს 1-3 წლამდე ბავშვების აქტიურობამ შეადგინა 83, 6%, ხოლო 3-6 წლამდე ბავშვების აქტიურობამ - 98, 3%.სკოლამდელი და ზოგადი საშუალო განათლება ბელორუსში

სკოლაში შემსვლელ ყველა ბავშვს გავლილი აქვს სკოლამდელი მოსამზადებელი დაწესებულება.სკოლამდელი და ზოგადი საშუალო განათლება ბელორუსში

სკოლამდელი და ზოგადი საშუალო განათლება ბელორუსშისკოლამდელი და ზოგადი საშუალო განათლება ბელორუსში

ზოგადი საშუალო განათლებასკოლამდელი და ზოგადი საშუალო განათლება ბელორუსში

ბელარუსში ბავშვები სკოლაში შედიან 6 წლის ასაკში. ზოგადი საშუალო განათლება მოიცავს სამ საფეხურს: დაწყებითი, საბაზო და საშუალო. საბაზო სკოლა გათვლილია 9 წელზე, ხოლო საშუალო - 11 წელზე. საბაზო განათლების მიღებისთანავე ახალგაზრდებს შეუძლიათ გააგრძელონ სწავლა არა მხოლოდ თავისი სკოლის 10-11 კლასებში, არამედ გიმნაზიებში, კოლეჯებში, ლიცეუმებსა ან პროფესიულ ტექნიკურ სასწავლებლებში. აქ ისინი ერთდროულად იღებენ საშუალო და პროფესიულ განათლებასაც. ატესტატი საშუალო სკოლისა და საშუალო სპეციალური სასწავლებლისა წარმოადგენს ძირითად დოკუმენტს, რომელიც უფლებას აძლევს მოსწავლეებს ჩააბარონ უმაღლეს სასწავლებელში.სკოლამდელი და ზოგადი საშუალო განათლება ბელორუსში

2019-2020 სასწავლო წლებში ფუნქციონირებს 3003 ზოგადი საშუალო განათლების სახელმწიფო დაწესებულება და 17 კერძო სასწავლებელი. მოსწავლეთა რაოდენობა შეადგენს 1, 3 მლნ მოსწავლეს.სკოლამდელი და ზოგადი საშუალო განათლება ბელორუსში

2002 წლიდან დაინერგა შეფასების 10-ქულიანი სისტემა.სკოლამდელი და ზოგადი საშუალო განათლება ბელორუსშისკოლამდელი და ზოგადი საშუალო განათლება ბელორუსში

ბოლო წლებში დაინერგა მაღალ კლასებში პროფესიული სწავლების შემოღება. ფუნქციონირებს სხვადასხვა პროფესიული მიმართულებები. მოსწავლეები, რომლებიც უმაღლეს დონეზე სწავლობენ სკოლაში, აუცილებლად ესწრებიან ფაკულტატიურ მეცადინეობებს, ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა: პედაგოგიური (შესავალი პედაგოგიკაში), აგრარული (შესავალი აგრარულ პროფესიებში), სპორტულ-პედაგოგიური (შესავალი სპორტულ-პედაგოგიური).სკოლამდელი და ზოგადი საშუალო განათლება ბელორუსში

ზოგადი განათლების დაწესებულებებში მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებისათვის, რომელთაც ისწავლეს ყველა საგანი საბაზო დონეზე, შემოტანილია საგანი „შრომითი სწავლება“. მოსწავლეები გადიან პროფესიული მუშის (მოსამსახურის) საგანმანათლებლო პროგრამას. შრომითი მომზადების ძირითადი მიზანი არის მესამე საფეხურის მოსწავლეებს შეექმნათ წარმოდგენა და აითვისონ რომელიმე სპეციალობა. ისინი იძენენ ცოდნასა და უნარს.სკოლამდელი და ზოგადი საშუალო განათლება ბელორუსში

ზოგადი საშუალო განათლების საგანმანათლებლო პროცესში დამკვიდრდა თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიები.სკოლამდელი და ზოგადი საშუალო განათლება ბელორუსში

ბელარუსიის მოსწავლეები საგნობრივ ოლიმპიადებში 2014-2019 წლამდე გახდნენ 265 მედლის გამარჯვებულები (24 ოქრო, 107 ვერცხლი, 127 ბრინჯაო).სკოლამდელი და ზოგადი საშუალო განათლება ბელორუსში

სკოლამდელი და ზოგადი საშუალო განათლება ბელორუსშისკოლამდელი და ზოგადი საშუალო განათლება ბელორუსში

ბელორუსიის რესპუბლიკამ პირველად მიიღო მონაწილეობა PISA-ის ტესტირებაში. კვლევებში PISA 2018 ბელორუსში მონაწილეობა მიიღო 246 საგანმანათლებლო დაწესებულებამ. დაწესებულებისა და მოსწავლის არჩევა ხდებოდა შემთხვევითი არჩევის პრინციპით Westat (ა.შ.შ.). შეფასდა 600 ათასი 15 წლის მოსწავლის ცოდნა (ენობრივი და კომპიუტერული განათლება, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ცოდნა). 2018 წელს 79 ქვეყანას შორის ბელორუსმა დაიკავა კითხვიერების მიხედვით 36-ე ადგილი, მათემეტიკაში-38-ე და საბუნებისმეტყველოში - 37-ე ადგილი.სკოლამდელი და ზოგადი საშუალო განათლება ბელორუსში

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში რესპუბლიკა ხელმძღვანელობს განათლების ხელმისაწვდომობის პრინციპით. მნიშვნელოვანი საფუძველი ამ პირობის რეალიზაციისა არის ორენოვანი სწავლება (სახელმწიფო ენაზე და რუსულ ენაზე). აგრეთვე, სავალდებულოა ერთი უცხო ენის შესწავლა - ინგლისურის, გერმანულის, ფრანგულის, ესპანურისა ან ჩინურის.სკოლამდელი და ზოგადი საშუალო განათლება ბელორუსში

2015/2016 სასწავლო წლიდან მიმდინარეობს ზოგადი განათლების განახლების რეფორმა. ამის გამო განახლდა სასწავლო სტანდარტი, გეგმა და პროგრამა. ასევე სახელმძღვანელოები და მეთოდური ლიტერატურა. ახალი სასწავლო პროგრამით 2019/2020 წლებში სწავლობენ 1-ლი - მე-9 კლასის მოსწავლეები, ხოლო რეფორმა სრულად დამთავრდება 2021/2022 სასწავლო წლებში.სკოლამდელი და ზოგადი საშუალო განათლება ბელორუსში

ბელორუსში 6-დღიანი სწავლება აქვთ. აქედან 5 დღე ეთმობა სწავლას საკლასო ოთახებში, ხოლო მე-6 დღე სპორტულ და მასობრივ გამაჯანსაღებელ ღონისძიებებს.სკოლამდელი და ზოგადი საშუალო განათლება ბელორუსში

სპეციალური განათლებასკოლამდელი და ზოგადი საშუალო განათლება ბელორუსში

ბელორუსიის რესპუბლიკამ მიაღწია კარგ შედეგებს ინკლუზიურ განათლებაში. სასკოლო დაწესებულებებში უზრუნველყოფილია მათი სწავლება, მიუხედავად პრობლემის სირთულისა. ამ ბავშვებთან მუშაობა ხდება სკოლამდელი ასაკიდან, შემდეგ სკოლებსა და სპეციალურ სასწავლებლებში. სპეციალური განათლების საჭიროების ადამიანების გვერდით ყოველთვის არის ფსიქოლოგიური და პედაგოგიური სამსახური. მათი მხარდაჭერით ხდება ცხოვრებაში ადაპტირება.სკოლამდელი და ზოგადი საშუალო განათლება ბელორუსში

ბელორუსში ფუნქციონირებს სპეციალური განათლების 237 დაწესებულება.სკოლამდელი და ზოგადი საშუალო განათლება ბელორუსში

სკოლამდელი და ზოგადი საშუალო განათლება ბელორუსში

0
6
შეფასება არ არის
ავტორი:შორენა მალაციძე
შორენა მალაციძე
6
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0