x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ძილის დამბლა
image

წარმოიდგინეთ, იღვიძებთ, ცდილობთ მოძრაობას, მაგრამ თქვენი არც ერთი კუნთი მოძრაობაში არ მოდის, თქვენ ხვდებით სად ხართ, გარემო ნაცნობია, შორიდან შესაძლოა ნაცნობი ხმებიც გესმით, მაგრამ ფაქტი, რომ ვერც ლაპარაკობთ, ვერც დახმარებას ითხოვთ და ვერც მოძრაობთ არ იცვლება.თუ სიტუაცია გეცნოთ, სავარაუდოდ, თქვენ გქონიათ ძილის პარალიზის ეპიზოდი.

ძილის დამბლას საკუთარ სხეულში ტყვეობასაც უწოდებენ, ეს არის გამოღვიძებიდან წამდენიმე წამიანი ან მაქსიმუმ წუთიანი სხეულის დამბლა, როცა ჩვენ რეალურად გვღვიძავს, მაგრამ სხეული მოძრაობას ვერ ახერხებს, თითქოს მან ტვინთან ერთად გამოღვიძება ვერ მოახერხა.ეს მდგომარეობა ბევრ რამეს ბრალდება დღესდღეობით, ეს შეიძლება იყოს სტრესი, ძილის რეჟიმის მოუწესრიგებლობა, შფოთვები, დეპრესიული მიდრეკილებები ან გენეტიკა, თუმცა ძილის დამბლას ერთი განსაზღვრული მეცნიერული ახსნა არ მოეპოვება.მოდი, განვიხილოთ ამ რთული სიტუაციის რაობა, რა ასაკში შეიძლება იჩინოს თავი და ა.შ

თავად ძილი ეს ქცევითი უძრაობაა, რომელიც თავის თავში კუნთების „პარალიზებას“ ნამდვილად მოიაზრებს, რა დროსაც ტვინი გარკვეულ აქტივობებს მაინც ახორციელებს, მაგრამ მას შემდეგ რაც ადამიანი ძილის ყველა ფაზას გაივლის და უკვე დგება გამოღვიძების დრო, სხეული წესისამებრ კვლავინდებურად უმოძრაო მდგომარეობაში არ უნდა რჩებოდეს, თუმცაღა ძილის ამგვარი დაღვევა სწორედ ამაში გამოიხატება, სხეული აგრძელებს უმოძრაობას.ამ ყველაფერს ემატება სმენითი თუ მხედველობითი ჰალუცინაციები.


ყურადღება უნდა გავამახვილოთ შემდეგ ფაქტზეც, ძილის დამბლა შეიძლება წარმოადგენდეს რომელიმე დაავადების სიმპტომსაც.სხვა რამ არის ცალკე აღებული ეს სინდრომი, რომელიც რაიმე კონკრეტულს არ გამოუწვევია.

როგორც უკვე აღვნიშნე, ამ სინდრომს ერთი კონკრეტული მეცნიერული ახსნა არ გააჩნია, თუმცა მე ყველაზე მეტად პოპულარულ მოსაზრებას გაგაცნობთ.ამ მოსაზრების თანახმად ძილის დამბლა პარასომნიის ერთ-ერთი ტიპია, პარასომნია ეს არის პათოლოგიური ქცევა ძილის დროს.იმის გამო რომ ის დაკავშირებულია REM(იგივე პარადოქსული ძილი/rapid eye movement) ძილთან, მას უწოდებენ REM ძილის პარასომნიას.სტანდარტულად პარადოქსული ძილის დროს ატონია ბუნებრივია, რადგან ამ დროს ჩვენ ხშირ შემთხვევაში ვხედავთ სიზმრებს, სწორედ ამიტომ საჭიროა ჩვენი მოძრაობა იყოს შეზღუდული.ეს ფუნქცია ავლებს დიდ საზღვარს სიფხიზლესა და ძილს შორის, მაგრამ ის გაღვიძებისთანავე ქრება რის გამოც ადამიანი კუნთების უუნარობას ვერ აცნობიერებს.ძილის დამბლის დროს კი ატონია არ ქრება და ცნობიერება შერეულ მდგომარეობაში იმყოფება, ანუ ტვინი სიფხიზლის ფაზაშია, მაგრამ სხეული-არა.ჰალუცინაციები ამ მოსაზრებას კიდევ უფრო ამყარებენ, თითქოს REM ძილის დროს დანახული სიზმრები რეალური გახდა.

ჰალუცინაციები მთელი ამ „ფაზლის“ მნიშვნელოვანი ნაწილია.იგი სამ კატეგორიად იყოფა.პირველი ეს არის, როდესაც თითქოს ოთახში სახიფათო პიროვნებას ხედავ, რომელიც შენში ძალიან დიდ შიშს წარმოშობს, მეორე, ადამიანს აქვს შეგრძნება თითქოს იხრჩობა/ახრჩობენ, მესამე კატეგორიაში კი ერთიანდება მოძრაობითი ჰალუცინაციები.

თავად ძილის დამბლას ორი კატეგორია აქვს.პირველი ეს არის ჰიპნოგოგიური, რომელიც ხდება ძილში ან დაძინებამდე და ჰიპნოპომპიური, რომელიც ვითარდება გაღვიძების შემდეგ სწორედ იმ პერიოდში, როცა ხდება ძილის ეტაპიდან გამოღვიძებაზე გადასვლისას.

სტატისტიკურად ეს სინდრომი არ არის მკვეთრად გავრცელებული და პრაქტიკულად არ ფიქსირდება ბავშვებში.ცალკე აღებული ძილის პარალიზი თუ ის რაიმე მნიშვნელოვან დაავადების სიმპტომს არ წარმოადგენს არ იძლევა შიშის საფუძველს.კონსულტაცია საჭიროა ნევროლოგთან ან ნეიროფსიქოლოგთან, რომელიც საჭიროების შემთვევაში ჩაატარებს შესაბამის გამოკვლევებს.

0
85
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ქილიფთარი
ნინო ქილიფთარი
85
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0