x
image
მაია 24
როგორი მარტი ელით მიწის სტიქიის ზოდიაქოს ნიშნებს - პროგნოზი კუროს, ქალწულისა და თხის რქისთვის
image


როგორი მარტი ელით მიწის სტიქიის ზოდიაქოს ნიშნებს:


კურო


სოციალურად უნდა გააქტიურდეთ. კარგ შედეგს მოგიტანთ ინტერესის ჯგუფებში გაწევრიანება. თამამად გამოხატეთ თქვენი მოსაზრებები სოციალურ ქსელებში. თუ თანამოაზრეებთან ერთად ერთგუნდად ჩამოყალიბება და საქმეების მოგვარება გსურთ, მარტში უნდა იაქტიუროთ. კარგ შედეგს მოგიტანთ კოლექტიური საქმიანობა. სხვათა შორის, არც გარშემო მყოფები გეტყვიან დახმარებაზე უარს, ამიტომ ნუ მოგერიდებათ მათთვის თხოვნით მიმართვა. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება მეგობრებთან. ხშირად შეხვდით მათ და იმხიარულეთ.


  • სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები


თვის დასაწყისში შანსი გეძლევათ, რომ გააუმჯობესოთ დამოკიდებულება ბიზნესპარტნიორებთან, დაწინაურდეთ. გააფართოოთ თქვენი ბიზნესი და აიმაღლოთ სოციალური სტატუსი. შეადგინეთ სამომავლო გეგმა, რომელსაც თვის ბოლოსკენ ერთგულ პარტნიორებთან ერთად განახორციელებთ. მარტის მეორე ნახევარში გახშირდება შეხვედრები, მოლაპარაკებები. იყავით დაკვირვებული - რას გეუბნებიან და რას ამბობთ თქვენ.


  • ფული და სიყვარული

მეგობრებთან ერთად შესრულებული საქმიანობა წარმატებასაც მოგიტანთ და მატერიალურ კეთილდღეობასაც. გამორიცხული არაა, მეგობრების წრეში შეხვდეთ ახალ სიყვარულს. მარტოხელებმა მეგობრებს სთხოვეთ, რომ გაგაცნონ თქვენთვის საინტერესო ადამიანი. ან შეიძლება საყვარელ ადამიანთან ერთად წამოიწყოთ ახალი საქმიანობა. ვარსკვლავები გირჩევენ, ახალდაწყებული სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ ჯერ მეგობრებსაც კი არაფერი უთხრათ.


  • ჯანმრთელობა

თვის დასაწყისში ენერგია მოგემატებათ, გააქტიურდებით მიზნების განსახორციელებლად. თუმცა, აქვე უნდა გაგაფრთხილოთ, რომ ენერგიულობა და შეუპოვრობა აგრესიაში არ გადაგეზარდოთ. კარგი იქნება, თუ ფიზიკურად გააქტიურდებით. გაფრთხილდით, არ გაგირთულდეთ ქრონიკული დაავადებები.


13 მარტის შემდეგ თავს უფრო ლაღად და მიზანმიმართულად იგრძნობთ. გახშირდება საქმიანი და მეგობრული შეხვედრები. გააქტიურდებით სოციალურ ქსელებში. შანსი მოგეცემათ განახორციელოთ ახალი პროექტები, კოლეგებთან ერთად მიაღწიოთ წარმატებას.


28 მარტის შემდეგ მეტი დრო დაუთმეთ ჯანმრთელობას, ყოველდღიური საქმეების შესრულებას და უკვე დაწყებული პროექტების დასრულებას. ზოგიერთს მოგინდებათ შინაური ცხოველის მფლობელი გახდეს.


ზოდიაქოს ნიშნები, ვისთვისაც 20 მარტამზე წარმატებული პერიოდია - "ამ თვეში რამდენიმე ფარულ ამბავს აეხდება ფარდა, ძალიან საინტერსო ამბები გველის"


ქალწული


მეტად უნდა იზრუნოთ პარტნიორული ურთიერთობის გაუმჯობესებაზე. ეს ეხება როგორც საქმიან, ისე სასიყვარულო სფეროს. ზოგიერთმა შეიძლება გადაწყვიტოს დაქორწინება, არსებული რომანტიკული ურთიერთობის გასერიოზულება. შეიძლება თქვენს საქმიანობაში საყვარელი ადამიანის დახმარება დაგჭირდეთ. მარტოხელებს მოგინდებათ დაწყვილება და გააქტიურდებით, რომ გაიცნოთ შესაფერისი ადამიანი.


  • სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები

ყოველდღიური ვალდებულებების შესრულება დიდ დაკვირვებას მოითხოვს თქვენგან. განსაკუთრებით თვის პირველ ნახევარში უნდა იყოთ დაკვირვებული დეტალებისადმი. არაფერი რომ არ გამოგრჩეთ, შეადგინეთ სამუშაო გრაფიკი, შესასრულებელი საქმეების სია. ნუ გაგიკვირდებათ, თუ გადაღლილობის გამო გახშირდება უძილობა, მოგემატებათ ნევროზულობა, იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე. დაკვირვებულად აწარმოეთ საქმიანი შეხვედრები.


  • ფული და სიყვარული

მეტად რომანტიკული გახდებით. მარტოხელებს მოგემატებათ ფლირტისა და საინტერესო ადამიანების გაცნობის სურვილი. დაქორწინებულებმა მეტი მზრუნველობა გამოავლინეთ მეუღლის მიმართ. თუ აქამდე პარტნიორს ზოგიერთ საკითხში არ ეთანხმებოდით და კონფლიქტი გქონდთ, ახლა დიპლომატიურად მოაგვარებთ ყველაფერს. შეყვარებულებმა კი შეიძლება დაქორწინება გადაწყვიტოთ.


  • ჯანმრთელობა

თვის დასაწყისში მიზანმიმართული და აქტიური იქნებით საზოგადოებრივ აქტიურობაში. მარტის მეორე ნახევრიდან მეტად გააქტიურდებით კარიერაში წარმატების მისაღწევად. მოგინდებათ კონკურენტებთან გაბრძოლება. გადახედეთ საკუთარ თავს, სად გაქვთ სისუსტეები და გამოასწორეთ. განსაკუთრებული მზრუნველობა გმართებთ წნევებისა და გულის მიმართ, მოუფრთხილდით შარდს-სასქესო სისტემას და თავის ტკივილებსაც.


13 მარტის შემდეგ სიახლები გელით პირად ცხოვრებაში. მეტად მოგინდებათ საყვარელ ადამიანთან განმარტოება. მასთან ურთიერთობის გაუმჯობესება. მარტოხელებმა მეტად მოინდომეთ, რომ დაწყვილდეთ, გამოიჩინეთ ინიციატივა და გაეცანით თქვეთვის საინტერესო ადამიანს.


28 მარტის შემდეგ მოგინდებათ მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება, შეიძლება სარფიანად დააბანდოთ ფული. გამოგიჩნდეთ შემოსავლის დამატებითი წყარო. ზოგიერთმა შეიძლება დაიწყოს ახალი საქმიანობა, რაც ფულს მოუტანს. თუ პირად რუკაში დაძაბული ასპექტი გაქვთ, მაშინ გირჩევთ, ფული ზომიერად ხარჯოთ, აკონტროლოთ გადასახადები.


თხის რქა


გახშირდება მიმოსვლები, ზარები, მიმოწერები. გახდებით აქტიური და მოგინდებათ თავგადასავლები. მეტი დრო დაუთმეთ ინტელექტუალურ განვითარებას. ჩაეწერეთ სასწავლო და კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებზე. ზოგიერთს პირიქით, საკუთარი ცოდნის სხვებისთვის გაზიარების სურვილი გაგიჩნდებათ და შეიძლება ბლოგის წერა დაიწყოთ ან სასწავლო წრე შექმნათ. სხვათა შორის, მარტის დასაწყისში ახალგაზრდებთან უფრო მარტივად გამონახავთ საერთო ენას, ვიდრე უფროს თაობასთან.


  • სწავლა, ბიზნესი, კონტაქტები

მეტი მონდომებითა და დაკვირვებით შეუდექით ფინანსური საკითხების მოგვარებას. დაკვირვებით გააფორმეთ დოკუმენტები. არ გაგიჭირდებათ ფულის დაბანდება ან შეიძლება ფული მიიღოთ ადრე შესრულებული საქმეებისგან. მარტში შეიძლება მიიღოთ საჭირო ინფორმაცია, რომელიც საქმეების მოგვარებაში დაგეხმარებათ. ზოგიერთმა შეიძლება ინტერნეტვაჭრობა დაიწყოთ.


  • ფული და სიყვარული

გარშემო მყოფებთან ურთიერთობა დიპლომატიური გახდება. კარგი იქნება აზრთა, იდეათა და ინფორმაციის გაცვლა. მარტოხელემა სასიყვარულო პარტნიორი შეიძლება ნათესავების (და-ძმების სამეგობრო), მეგობრების წრეში გაიცნოთ. მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებასაც ახლობლების დახმარებით შეძლებთ. თუნდაც, ერთად დაიწყოთ ახალი ბიზნესი.


  • ჯანმრთელობა

სამსახურში თავს საჭირო ადამიანად იგრძნობთ. კოლეგები ხშირად მოგმართავენ რჩევისთვის. იყავით დაკვირვებული დოკუმენტებზე მუშაობისას. კარგი იქნება, თუ გამონახავთ დროს და იზრუნებთ საკუთარ ჯანმრთელობაზე, ჩაიტარებთ სამედიცინო გამოკვლევას. გაფრთხილდით არსებობს საწარმოო ტრავმების ალბათობა. მეტად დაისვენეთ, გაიუმჯობესეთ ძილის რეჟიმი.


13 მარტის შემდეგ გახშირდება კომუნიკაციები, საერთო ენას გამონახავთ იმ ადამიანებთანაც კი, ვისთანაც ადრე გიჭირდათ კონტაქტის დამყარება. კარგ შედეგს მოგიტანთ ახლო მანძილზე ავტომობილით გადაადგილება. გააქტიურდებით სოციალურ ქსელებშიც. ნუ გაგიკვირდებათ თუ ერთდროულად რამდენიმე საქმის შესრულება მოგიწევთ.


28 მარტის შემდეგ სამსახური და კარიერული მიზნები გახდება უმთავრესი. შეიძლება შედეგი მიიღოთ იმ საქმეში, რასაც აქამდე აკეთებდით. ზოგიერთს მოგინდებათ სოციალური სტატუსის ამაღლება და ეს შეიძლება კარიერით ან ქორწინებითაც კი მოხდეს. საზოგადოებაში ყოფნისას მეტად გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო თვისებები.


ასევე ნახეთ:



როგორი იქნება მარტი კირჩხიბის, მორიელისა და თევზებისთვის - თვის ასტროლოგიური პროგნოზი წყლის ნიშნებისთვის



"მეუღლეები აუცილებლად წინა ცხოვრებიდან გამოყოლილი ვალების გასასტუმრებლად ხვდებიან ერთმანეთს" - ასტროლოგი ადამიანის მისიასა და კარმულ კავშირებზე




2021 წლის ფინანსური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის - ვისთვის იქნება ხარის წელი წარმატებული



ზოდიაქოს რომელ ნიშანს რას მოუტანს 2021 წელი? - ახალი წლის სრული ასტროლოგიური პროგნოზი ქეთი ვაწაძისგან



ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც 2021 წელს სიყვარულში დიდი გამართლება ელით - სასიყვარულო ასტროპროგნოზი 12-ვე ნიშნისთვის



2021 წლის ფენ-შუის პროგნოზი - რა პრაქტიკული წესების დაცვა დაეხმარებათ ზოდიაქოს ნიშნებს წარმატების მოზიდვაში



2021 წლის ნუმეროლოგიური კოდი და პროგნოზი - რა გელით დაბადების თარიღის მიხედვით



რას მოგვიტანს ხარის წელი და ვისი მფარველი იქნება თეთრი მეტალის ხარი - "გლობალური ცვლილებები, მშენებლობა, პირადი ბიზნესის დაწყება, დაწყვილება"




2021 წლის 5 საბედისწერო ასტროლოგიური მოვლენა, რომელიც ზოდიაქოს ნიშნების ცხოვრებას შეცვლის - ასტროლოგები გვაფრთხილებენ!




ნახეთ სხვა საინტერესო სტატიები არხზე - მაია 24

0
1418
შეფასება არ არის
ავტორი:მაია 24
მაია 24
1418
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0