x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134332
  • ვიდეო:352432
  • სურათი:508413
ამერიკა არ დაუთმობს ვაქცინას ღარიბ ქვეყნებს სათანადო დრომდე
image

ამერიკა არ მიაწვდის სხვა ქვეყნებს, მათ შორის ღარიბ ქვეყნებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას, იმ დრომდე სანამ ამერიკელების უმეტესობა არ აიცრება, ამის შესახებ წერს გამოცემა Politico, აშშ-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის წყაროზე დაყრდნობით.


როგორც ჟურნალისტები აღნიშნავენ, ეს ამბავი G7-ის სამიტის წინ გახმოვანდა, სადაც ჯო ბაიდენიც მიიღებს მონაწილეობას.

ერთ-ერთი მთავარი საკითხი სამიტზე სწორედ "ვაქცინური ნაციონალიზმი"იქნება, რა დროსაც განვითარებადი და ღატაკი ქვეყნები ამ ეტაპზე ვერ მიიღებენ მასობრივად კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებს.




დღეის მონაცემებით აშშ-ში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა გაიკეთა 50 მილიონზე მეტმა ადამიანმა.


ცნობილი გახდა ის ფაქტიც, რომ მაღალგანვითარებულმა ქვეყნებმა თითქმის 1 მილიარდით ზედმეტი დოზა ვაქცინა შეუკვეთეს, ვიდრე მთელი მოსახლეობისთვის არის საჭირო.


ამა წლის იანვარში ამ პრობლემაზე ყურადღება გაამახვილა გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა, მან მოუწოდა მდიდარ ქვეყნებს ნუ გააკეთებდნენ ფოკუსირებას მხოლოდ საკუთარ მოსახლეობაზე და ნუ დააიგნორებდნენ ღარიბი სახელმწიფოების ინტერესებს, თუმცა როგორც ჩანს უშედეგოდ.



0
31
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
31
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0