x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
უკრაინელი "რაპუნცელი"მთლიანად გაშიშვლდა და თმებმა ტანსაცმლის მოვალეობა შეასრულა

image

36 წლის უკრაინელი მოდელის, ალიონა კრავჩენკოს პოპულარობა დღითი დღე იზრდება, ახალგაზრდა ქალი ქერა თმებით, რომლის სიგრძე 1, 8 მეტრია, ზღაპრულ პრინცესას მოგვაგონებს, ალიონა 30 წლის განმავლობაში სათუთად იზრდიდა თმას, წერს Daily Star.

ასეთი გრძელი თმების მქონე ქალს სასირცხვო ადგილების დასაფარად ტანსაცმელიც კი არ სჭირდება, ამის დასტურად უკრაინელმა "რაპუნცელმა"მთლიანად დედიშობილამ გამოაქვეყნა ფოტო გამომწერებისათვის.

ქალი ოთახის კუთხეში დგას, კაბა, რომელიც არ სჭირდება კედელზეა ჩამოკიდული, თვითონ კი თმები წინ აქვს ჩამოშლილი, ივარცხნის და ვითომ არც არაფერიო თმებით იფარავს სასირცხვო ადგილებს.

image

"ალიონა ლამაზი ხარ, ბრწყინვალე და ქალური"

"ღვთიური ხარ, როგორც იქნა სკულპტურასავით წარმოჩინდი, ოქროს ნიმფა".

"როდესაც ღმერთმა ქალი შექმნა, ის თქვენ გულისხმობდათ, ეს არის ქალური ფორმების შესანიშნავი ნიმუში".

წერენ კომენტარებში ალიონას თაყვანისმცემლები, რომელთა რიცხვი 53 000-ს აჭარბებს.

თავად ალიონა ამტკიცებს, რომ მისი თმები აბსოლუტურად ნატურალურია, როგორც ფერით, ასევე სიგრძით, რომლის მოვლასაც საკმაოდ დიდ დროს უთმობს.

image

0
360
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
360
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0