x
მეტი
  • 07.03.2021
  • სტატია:108991
  • ვიდეო:351292
  • სურათი:477862
საყურეების შერჩევის  სრულყოფილი სახელმძღვანელო

image

საყურე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ძირითადი საიუველირო სამკაულია ნებისმიერი ქალისთვის. საეჭვოა ეს აქსესუარი ოდესმე გამოვიდეს მოდიდან იმდენად, რამდენადაც ის საშუალებას იძლევა ხაზი გაუსვას ქალის სილამაზეს.


დღესდღეობით საყურეების დამზადება და გაყიდვა ხარისხობრივად ახალ დონეზე გადავიდა. როგორც წესი, მშვენიერი სქესის წარმომადგენლების უმრავლესობა სამკაულის არჩევისას მხოლოდ მის სილამაზეს ითვალისწინებს. რა თქმა უნდა ეს მნიშვნელოვანი კრიტერიუმია, მაგრამ არა-ერთადერთი.




ესთეტიკური ფუნქციის გარდა, საყურეს შეუძლია სახის ფორმა შეცვალოს - ხაზი გაუსვას კარგ ნაკვთებს და დამალოს ხარვეზები. საყურის სწორად შერჩევას არა მარტო კარგი განწყობა, თავდაჯერებულობაც მოაქვს ქალბატონებისთვის.



საყურეების არჩევა სახის ტიპის მიხედვით




მიუხედვად იმისა, რომ თითოეულ ადამიანს სახის ფორმის წყობა უნიკალური აქვს, პირობითად მაინც შეიძლება მათი ჯგუფებად დაყოფა: ოვალური, კვადრატული, მართკუთხა, სამკუთხა, რომბისებური და მსხლისებური ტიპის სახეები.



საყურეები ოვალური ტიპის სახისთვის




image


ის სახის ფორმის ეტალონად ითვლება, ამიტომ ოვალური ტიპის სახის ქალბატონებს პრაქტიკულად ნებისმიერი საყურე უხდებათ განურჩევლად დიზაინისა, ზომისა ან ფორმისა. თუმცა სახის ზედმეტად დაგრძელების ეფექტი რომ აიცილოთ თავიდან, სჯობს უარი თქვათ წვეთის ფორმის და წვრილ, დაგრძელებულ საყურეებზე. წრის ფორმის საყურეები კი, პირიქით, დაგეხმარებათ გაიფართოვოთ ღაწვები, რაც ვიზუალურად ძალიან ეფექტური შესახედავი იქნება. ასევე ლამაზად იქნება რგოლი საყურეები და სხვადასხვა გეომეტრიული ფორმის მქონე საყურეები.



კვადრატული ტიპის სახე



image




რადგან კვადრატული ტიპის სახეს სწორი კონტურები აქვს, საყურეების ძირითად მიზანს წარმოადგენს ფორმის გამოწევა და მომრგვალება. ამ შემთხვევაში უპირატესობა უნდა მიანიჭოთ ოვალურ ან მოკრძალებული დიზაინის გრძელ საყურეებს, მათ შორის ეგრეთწოდებულ წვეთის ფორმას.



მართკუთხედის ტიპის სახე



image



მართკუთხედის ტიპის სახის ფორმა ბევრი რამით წააგავს ოვალურ ფორმას. ამიტომ, ამ ტიპის სახის ქალბატონებისთვის გამოდგება დიდი ზომის მრგვალი, კვადრატული ან მაკუთხედის ფორმის საყურეები. ასევე, ნათელი ფერების ლურსმანი-საყურეები.




საყურეები მრგვალი სახისთვის



image



ასეთი ტიპის სახეს პრაქტიკულად ერთნაირი სიგრძე და სიგანე აქვს, შესაბამისად, საყურეებმა ვიზუალურად უნდა დააგრძელოს სახის ფორმა და დაავიწროვოს ლოყები. ამიტომ, ყველაზე კარგად განიხილება გრძელი, ზოგ შემთხვევაში კი რგოლი, ან გადაბრუნებული სამკუთხედის ფორმის საყურეები.




სამკუთხედი

image



ამ ტიპის სახის განმასხვავებელი ნიშანია განიერი ყვრიმალები, რომლებიც თანდათან ვიწროვდება ნიკაპისკენ. იმისათვის, რომ ვიზუალურად გაფართოვდეს სახის ქვედა ნაწილი, უპირატესობა უნდა მიენიჭოს: ოვალურ საყურეებს; ყბის შუა ან სახის ბოლომდე სიგრძის მოდელებს; რკალებს.





.

რომბისებური ტიპის სახე



image



ასეთ სახეს ახასიათებს ვიწრო შუბლი და ნიკაპი, ფართო ყვრიმალები. ამის გათვალისწინებით, იდეალური არჩევანი იქნება ლურსმანი-საყურეები ან მოგრძო მოდელები, რომლებიც ვიზუალურად გაათანაბრებენ სახის ნაკვთებს.


მსხლისებრი ფორმის სახე



image



ასეთი სახე ხასიათდება განიერი ნიკაპით, რომელიც საყურეების დახმარებით ვიზუალურად უნდა დავიწროვდეს და დათხელდეს. ამ ამოცანის გადაწყვეტაში დახმარება შეუძლია თხელ მოგრძო ან პატარა ზომის საყურეებს.




image




ვითვალისწინებთ თვალის ფერს




კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმი - საყურეების შეძენა თვალის ფერის გათვალისწინებით. აქ შეიძლება უპირატესობა მიენიჭოს ვარიანტებს - თვალის ფერისნაირი შეფერილობის საყურეები ან ექსპერიმენტი - კონტრასტებზე თამაში.



წინასწარ უნდა აღინიშნოს, რომ თეთრი, გამჭვირვალე თვლებიანი საყურეები უნივერსალურ მოდელებად ითვლება. ის ყველა ფერის თვალს უხდება. სხვა ვარიანტებს რაც შეეხება, არჩევანის ალგორითმი ასე გამოიყურება:



ცისფერთვალება ქალბატონებს იდეალურად მოუხდებათ ლურჯი, ცისფერი ან ისამნისფერი ქვებით გაწყობილი საყურეები: ავანტიურინის, ტოპაზის, საფირონის. სწორედ ეს ქვები, ასეთუ ისე მიეკუთვნება ფირუზისფერ ტონებს.



მწვანე თვალების მფლობელმა ქალბატონებმა უმჯობესია აირჩიონ ზურმუხტის და ხრიზოლიტის ქვებიანი საყურეები;



ყავისფერი თვალების მფლობელებმა - ქარვის და მოყვითალო-მომწვანო შეფერილობის ქვებიანი საყურეები; ასეთი ქვების ყველაზე პოპულარული წარმომადგენლებია ზურმუხტი და საფირი.



ნაცრისფერ თვალებს იდეალურად შეავსებენ მოოქროვილი, ლურჯი და ვარდისფერი ფერის საყურეები. ასეთ ფერებს შეესაბამება ტურმანილი, ჩაროიტი, ტანზანიტი, ამეთვისტო.


შავი ფერის თვალებს უხდება მარგალიტი. ასევე სხვა ღია ფერის მქონე ქვებიც.



image



საყურეების შერჩევა სხვა მახასიათებლების გათვალისწინებით



თმის და კანის ფერი



კანის ფერთან ყველაფერი მარტივია: კანის თბილი ტონის მქონე გოგონამ უკეთესია აირჩიოს საყურეები ბრინჯაოს და ოქროსფერ ფერებში, ხოლო კანის ცივი ტონი ლამაზად ერწყმის ძვირფასეულობას ცივი, პრიალა მეტალის, ვერცხლის საყურეებს.


საერთოდ, ღია თმის ფერის მქონე და ქერა ქალბატონებს ძალიან უხდებათ ღია ფერის ქვები. შავგრემან, წითურ და წაბლისფერ თმიან ქალბატონებს ვურჩევთ აირჩიონ მკვეთრი, ნათელი ფერის ქვიანი საყურეები.



თმის ვარცხნილობა




თმის მაღალ ვარცხნილობას, როდესაც კისერი და ყურები ღიაა, უხდება გრძელი საყურეები გულსაკიდებით, ასევე ჯაჭვის საყურეები. აქ დროს სრულიად შეუსაბამო ვარიანტები არც არსებობს.

კეფაზე შეგროვებული თმებისთვის შესაფერისია გრძელი დახვეწილი საყურეები. იმ შემთხვევაში, თუ ყურები ღიაა, შეგიძლიათ გაიკეთოთ ლურსმანი-საყურე ან მრგვალი საყურე.

მოკლედ შეჭრილი თმის მფლობელებმა, უმჯობესია აირჩიოთ საყურეები, რომლებიც უფრო გრძელია ვიდრე თმა.

მოცულობითი თმის ვარცხნილობისთვის (დატალღული და ხვეული თმები) ნათელი, მკვეთრი ფერის საყურეები შესანიშნავია.

გრძელ, გაშლილ თმას ძალიან უხდება თხელი, გრძელი საყურეები.

თმის ასიმეტრიული ვარცხნილობისთვის საუკეთესო ვარიანტია სხვადასხვა საყურეები, როდესაც ღია ყურზე არის მოცულობითი საყურე, ხოლო თმებით დამალულ ყურზე - პატარა შეუმჩნეველი საყურე.





image




კისრის სიგრძე




თუ გრძელი კისერი გაქვს, მაშინ ნებისმიერი საყურე მოგიხდებათ. მათთვის, ვისაც მოკლე კისერი აქვს, რეკომენდირებულია მინიატურული ლურსმანი-საყურე.





ქალის სიმაღლე


დაბალმა ქალებმა უმჯობესია ისეთ პატარა ზომის ნაკეთობებს მიაქციონ ყურადღება, რაც ყურის ბიბილოს ფარავს მხოლოდ. მაღალ ქალებს კი ვურჩევთ ჭაღისებურ და სხვადასხვა ტიპის გრძელ საყურეებს.







საყურეები სხვადასხვა შემთხვევებისთვის


საიდუმლოს არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ საყურეების შერჩევა ხდება ასევე სხვადასხვა მოვლენების, ღონისძიებების ან ყოველდღიური ტარების გათვალისწინებით.




ყოველდღიურად სატარებელი საყურეები






ეცადეთ ყოველ დღე სატარებელი საყურეები აირჩიოთ ისე, რომ მისი ტარებისას დროის ხნგრძლივი პერიოდი კომფორტულად იგრძნოთ თავი. არ უნდა ეჭიდებოდეს ტანსაცმელს, ჩხვლეტდეს და კაწრავდეს კანს და საერთოდ, არ უნდა შექმნას დისკომფორტი. ყოველდღიური ტარებისთვის ტრადიციულ ვარიანტი იქნება ნათელი საყურეები, რომლებიც დამზადებული შეიძლება იყოს ნებისმიერი მასალისგან.



საყურეები სამსახურში და ოფისში




საოფისე პირობებში შეუცვლელი ლიდერია ლურსმანი-საყურეები. თუ სამუშაოდან გამომდინარე, მკაცრი სპეც-ფორმის ტარება გიწევთ, მაშინ, შეგიძლიათ შეარჩიოთ კლასიკური საყურეები, რომლებიც არაა თვალში საცემი. მათ შეუძლიათ ხაზი გაუსვან თქვენს საქმიან სტილს. იმდენად, რამდენადაც ის გულისხმობს მინიმალიზმს და მოკრძალებული სამკაულიც კი სათანადოდ გამოიყურება.




საყურეები „გამოსასვლელი“ დღეებისთვის



ამ შემთხვევაში კი მოკრძალება აღარ გვინდა. დღესასწაულების და ღონისძიებებისთვის ელეგანტური, ლამაზი, ძვირადღირებული და დახვეწილი სამკაულებია საჭირო. ისინი საშუალებას იძლევა ყურადღება გამახვილდეს არა მხოლოდ მფლობელის სილამაზეზე, არამედ ხაზი გაესვას ღონიძიების საზეიმო განწყობას.




საყურეები ქორწილისთვის



imageimage


ქორწილი - ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში ერთ-ერთი მთავარი დღესასწაულია. რა თქმა უნდა, პატარძალი ამ დღეს უნაკლოდ უნდა გამოიყურებოდეს. ამიტომ ყველა დეტალი, ტრადიციულად, აქცენტს უნდა აკეთებდეს პატარძლის ქალურობაზე და სინაზეზე, ქმნის რა საოცარ კომპოზიციას კაბას, ვარცხნილობას და სხვა სამკაულებთან ერთად ტანდემში.



საქორწილო საყურეები შეიძლება იყოს სვაროვსკის კრისტალებით, ბრილიანტებით ან ფიანიტებით- ცირკონებით. გრძელ საყურეს კი შეუძლია პატარძლის ჭეშმარიტად აღმაფრთოვანებელი და არაჩვეულებრივი იმიჯი შექმნას, როცა მას ღია მხრები და მაღალი ვარცხნილობა აქვს.



საყურეების შერჩევა ასაკის გათვალისწინებით



image




ქალს ნებისმიერ ასაკში სურს ლამაზი იყოს და მისთვის მნიშვნელოვანია რაც შეიძლება დიდხანს გამოიყურებოდეს ახალგაზრდულად და კარგად. უცნაურია, მაგრამ ამაში საყურესაც შეუძლია დახმარება.


საშუალო ასაკზე მეტი ხნის ქალბატონებმა დიდი და რელიეფური ქვებიანი საყურეები უნდა აირჩიონ. ასეთი სამკაულები, რა თქმა უნდა ყურადღებას თავიანთ თავზე იღებენ. ახალგაზრდა გოგონებს კი გლუვზედაპირიანი საყურები მოუხდებათ. ასეთი სამკაულები ზედმეტად არ მიიპყრობენ ყურადრებას და რაც მნიშვნელოვანია, ხაზს უსვამენ კანის სინაზეს და სილამაზეს.



ყოველივე ზემოთქმულის შეჯამებისას უნდა ითქვას, რომ საყურეები, სილამაზის გარდა, პრაქტიკულიც უნდა იყოს. მაგალითად, ჩვენ არ გირჩევთ მასიური საყურეების ტარებას ყოველდღე, რადგან მათ შეიძლება ზიანი მიაყენონ ყურის ბიბილოებს, ხოლო საყურეებმა მჭიდრო შესაკრავით შეიძლება გამოიწვიოს სისხლის მიმოქცევის დარღვევის პრობლემები.


შენიშვნის სახით:

სხვათა შორის, ვერცხლის საყურეების საუკეთესო არჩევანი და იდეალური ვარიანტებია ნებისმიერი ქალბატონისთვის

ინტერნეტ-მაღაზიაში „ვერცხლის სამკაულები-ქალის, კაცის, ბავშვისhttps://www.facebook.com/vercxli.online

რომელსაც უკვე დიდი გამოცდილება და მრავალი კმაყოფილი მომხმარებელი ჰყავს.


იხილეთ ასევე:



image


*** როგორ ვებრძოლოთ ჭარბ - ოფლიანობას ალბათ, თითოეულ ჩვენგანს ცხოვრებაში ერთხელ მაინც გვიგვრძვნია თავი უხერხულად გაოფლიანებული იღლიების გამო. ზაფხულის ცხელ დღეს, სპორტულ მოედანზე, ჩახუთულ შენობაში, სტრესის დროს - ეს ნორმალური მოვლენაა. ასე იცავს თავს ორგანიზმი გადახურებისგან. ზოგ შემთხ...



კანის ზედაპირის მდგომარეობა ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობასთანაა დაკავშირებული. ეს ნიშნავს იმას, რომ გამონაყარი შეიძლება გაჩნდეს მრავალი შინაგანი დაავადების გამო, წერს Prevention. კანზე ნებისმიერი ფერის და ნებისმიერი ზომის ლაქების გამოჩენა შეიძლება გამოიწვიოს როგორც ჯანმრთელობისათვის უსფრთხო მოვლენებმა, ...


image


ეძებდით სწრაფად გამდიდრების ფორმულას? აი ისიც! ჟურნალისტი მინდა ცეტლინი მოგითხრობთ იმ ოთხი ძირითადი ჩვევის შესახებ, რომლებმაც უორენ ბაფეტი მულტიმილიარდელად აქცია. თქვენც შეგიძლიათ დაიწყოთ და ახლავე მიბაძოთ მას. 1. იფიქრეთ როგორც მეწარმემ გაქვთ გამომგონებლის ტვინი? მაშინ გაგიმარათლათ. ცეტლინი ამბობს, რომ უორენ ბ...


image



1. ერექციის დროს ასრიალების და დაცემის აბა დაფიქრდით: ადამიანები ეცემიან და კვდებიან მაშინ, როდესაც მხოლოდ დასაბანად შედიან აბაზანაში-ასე ვთქვათ, იყენებთ აბაზანას დანიშნულებისამებრ და შესაძლოა დაშავდეთ. ამას დაუმატეთ მეორე ადამიანი, სექსუალური ტანმოვარჯიშე _ და ყველაფერი უფრო ცუდად გამოიყურება. ზედაპირები ხომ შიგნით სველი

3
81
8-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
Mediator image
Mediator image
Mediator image
81
  
22 თებერვალი, 14:08
მეეეც. ასე მგონია რაღაც ტანსაცმელი მაკლია :-)
22 თებერვალი, 12:15
საყურე, პირადად, ჩემთვის ის სამკაულია, რომლის გარეშე ფანჯრიდანაც არ ვიხედები)
0 1 3