x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134499
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508561
ინკლუზიური განათლება. განათლების უფლება და ხელმისაწვდომობა საქართველოში

image
განათლებული საზოგადოება ძლიერი ქვეყნის საწინდარია. განვითარებული ქვეყნები დიდ ფულად რესურს ხარჯავენ წარმატებული საგანმანათლებლო სისტემის შექმნისთვის, მისი გამართულად მუშაობისა და დახვეწისთვის. განათლებული მომავალი თაობა დემოკრატიული ქვეყნისთვის მრავალ სფეროში წინსვლის ტოლფასია, საქართველოც არ არის გამონაკლისი. აქაც დიდი ყურადღება ექცევა მას. ტარდება ბევრი რეფორმა და ღონისძიება, რათა ის გახდეს ხელმისაწვდომი ყველასთვის, შეიქმნას ისეთი გარემო, რომელიც მოერგება ყველა კატეგორიის ადამიანსა და მათი პოტენციალის მაქსიმალურ გამოვლინებაზე იქნება მიმართული. ხელმისაწვდომობა ეხება, როგორც ტიპურ განვითარების ბავშვებს, ასევე სსსმ მოსწავლეებს. აუცილებელია მსგავსი საკითხები რეგულირდებოდეს კანონების სახით და მათში მკაფიოდ იყოს გაწერილი ვალდებულებები, რომელებსაც სახელმწიფო იღებს თავის თავზე.

თავდაპირველად, უნდა აღინიშნოს, თუ როგორ არის უზრუნველყოფილი განათლების ხელმისაწვდომობა საქართველოში და რაში გამოიხატება ეს. საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლის მიხედვით ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება. ასევე, დაწყებითი და საბაზო განათლება სავალდებულოა ყველასთვის. სახელმწიფოს მხრიდან ამის ხელშეწყობა ხდება შემდეგნაირად: საჯარო სკოლები არის უფასო და ქალაქებში შედარებით დიდი რაოდენობით გვხვდება. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სოფლებში მათი რაოდენობა მცირეა. ასევე, სახელმწიფო უზრუნველყოფს უფასო წიგნებს ყველა მოსწავლისთვის, რაც ბევრი ოჯახისთვის დიდ ფინანსურ შეღავათს წარმოადგებს. საზოგადო ტრანსპორტით მგზავრობა სკოლის მოსწავლეებისთვის უფასოა, რაც საჭიროების შემთხვევაში მათ უპრობლემო გადაადგილებას უზრუნველყოფს. შესაბამისად, სახელმწიფო თავის თავზე იღებს ოჯახებისთვის ფინანსური ფაქტორის მინიმუმამდე დაყვანას, რაც ჩვენი ქვეყნის მდგომარეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საჟეღავათოა.

ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, განათლების ხელმისაწვდომობა ვრცელდებოდა მხოლოდ ტიპური განვითარების ბავშვებზე. გარემო იქმნებოდა სამედიცინო მოდელზე დაყრდნობით, რაც გულისხმობს ინდივიდის მორგებას საზოგადოებაზე. აქედან გამომდინარე, შშმ პირები და სხვა უმცირესობების წარმომადგენლები(მაგ. ეთნიკური უმცირესობა) ან საერთოდ ვერ იღებდნენ შესაფერის განათლებას ან სწავლების ხარისხი არახელსაყრელი გარემოს გამო იყო დაბალი. 2009 წელს სიტუაცია შეიცვალა, ნორვეგიის სამეფოს ელჩმა და განათლებისა და მეცნიერებების მინისტრმა ხელი მოაწერეს პროექტს ”ინკლუზიური განათლების განვითარება საქართველოს 10 რეგიონის საჯარო სკოლებში”. ეს პროექტი იყო დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი განათლების კუთხით. სამედიცინო მოდელი მეტად სოციალური გახდა, ინდივიდზე მორგებული. ყველაზე მნიშვნელოვანი, ვთვლი, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენცია მუხლი 24 - განათლებაა. იურიდიულად გაწერილი უფლებები სამართლიანობის მნიშვნელოვანი ნაწილია, ამასთანავე, ეს მუხლი იძლევა თვალსაჩინოებისა და კონკრეტიკას, რომელიც შედარებით ბუნდოვანია საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლში. კონვენციის ამ მუხლში მკაფიოდ ჩანს, რომ შშმ პირებს აქვთ უფლება მიიღონ იგივე დონის განათლება, მათი პიროვნული თავისებურებებისა და უნარების გათვალისწინებით, სახელმწიფო კი ვალდებულია ხელი შეუწყოს ამას, იქნება ეს რესურსების მობილიზება, კადრების გადამზადება თუ ინვენტარით უზრუნველყოფა.

იმ შემთხვევაში, თუ ბავშვს აღენიშნება რაიმე სახის ჩამორჩენა თანატოლებთან შედარებით, მულტიდისციპლინური გუნდი ახდენს მოსწავლის შეფასებას და საჭიროების შემთხვევაში სსსმ სტატუსის მინიჭებას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, ვინაიდან, შემდგომ ხდება სწავლის პროცესის ისე წარმართვა და საჭიროების შემთხვევაში ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენა, რომ ბავშვმა საკუთარი შესაძლებლობებიდან გამომდინარე ისწავლოს, განავითაროს თავი და არ დაითრგუნოს იმის გამო, რომ იგი გარემოსთან ვერ ადაპტირდება. სპეცმასწავლებლების, ფსიქოლოგებისა და გადამზადებული პედაგოგების არსებობა სკოლაში ეხმარება სასწავლო პროცესის ლაკონურობასა და გამართულობას.

ინკლუზიურ განათლებაზე ლაპარაკისას, მინდა ხაზი გავუსვა მის უპირატესობას სხვა (სეგრეგირებულ, ექსკლუზიურ, ინტეგრირებულ) სწავლის სახეებთან შედარებით. ინკლუზიური გარემო არის ერთი ჯგუფი, რომელიც შედგება განსხვავებული შემადგენელი ერთეულებისგან. ეს ელემენტები იმყოფებიან მეტ-ნაკლებად თანაბარ პირობებში და სწავლობენ ერთმანეთთან ურთიერთქმედებას. სოციალიზაცია და სხვა ინდივიდების მიღება ისეთებად, როგორებიც არიან ბავშვებს უმაღლებს ცნობიერებას და ამასთანავე ქმნის ისეთ გარემოს, სადაც სსსმ მეტად მოტივირებული იქნება ისწავლოს და განვითარდეს. ჯანმრთელი და ჰარმონიული გარემოს შექმნა სახელმწიფოს დონეზე კანონებითა და კონვენციებით რეგულირდება, თუმცა, მაინც მეტად დამოკიდებულია სკოლის პერსონალზე, მათ სიტუაციის გაკონტროლებისა და ანალიზის უნარზე.

ქვეყანაში განათლების კუთხით ტარდება ბევრი საინტერესო და საჭირო რეფორმა, თუმცა, ამასთან ერთად, ვაწყდებით დიდ პრობლემებსა და გამოწვევეს, როგორც მთლიანად განათლების სისტემაში, ასევე ინკლუზიური განათლევის კუთხითაც. განათლების სისტემის პრობლემები აისახება მის ყველა შემადგენელ ნაწილზე და მათ შორის ინკლუზიურ განათლებაზე. მაგალითად, ამ სისტემის განვითარებაზე გამოყოფილი ფულადი რესურდები არ არის საკმარისი მისი ეფექტური და გამართული მუშაობისთვის, რაც ინკლუზიური განათლების მხრივ აისახება მოუწესრიგებენ ინფრასტრუქტურაზე, კადრების ნაკლებობაზე და ა.შ.

კერძოდ, ინკლუზიური განათლების პრობლემებში შეგვიძლია გამოვყოთ დაბალი ხელფასები, რაც აქვეითებს ამ სფეროში მომუშავე ხალხის მოტივაციას და იწვევს სხვა პრობლემას არასაკმარისი კვალიფიცირებული კადრის სახით. ეს, რა თქმა უნდა, აისახება სწავლის ხარისხზე და ხშირად, სსსმ მოსწავლეებს არ ეძლევათ იმის საშუალოება, რომ მიიღონ ნორმალური, საკუთარ უნარებზე მორგებული სწავლება. მასწავლებლებს არ უტარდებათ სათანადო რაოდენობისა და ხარისხის ტრენინგები და ამის გამო მათ არ იციან, როგორ იმუშაონ მსგავს მოსწავლესთან, რაც ხშირად დამაზიანებლად და მოქმედებს ბავშვზე და თრგუნავს მას. ინფრასტრუქტურა, რომელიც საჯარო სკოლებში ვხვდება, ტიპური განვითარების ბავშვებისთვისაც საკმაოდ ცუდია და არასათანადო, განსაკუთრებით სოფლებსა და რაიონებში. ზედმეტია ლაპარაკი სსსმ-ისთვის შესაფერის გარემოზე. მათთვის ხშირად ხელმიუწვდომელია საცხოვრებელ ადგილთან ახლოს მდებარე სკოლები და სიარული უწევთ ისეთ სკოლაში, რომელიც რაღაც დონეზე მაინც ერგება მათ მოთხოვნებს. ყველაზე დიდ პრობლემად კი შეგვიძლია გამოვყოთ ინფორმირებულობის დაბალი დონე. ერთი შეხედვით, უფლებათა და ხელმისაწვდომობასთან ამას იმდენად დიდი გავლენა არ უნდა ჰქონდეს სსსმ-ზე, მაგრამ საზოგადოებაში გაბატონებული სტერიოტიპები, სსსმ-ის სტიგმატიზირება იწვევს იმას, რომ მათი პრობლემები და უფლებები ყურადღების მიღმა რჩება, ეს კი ხელს უშლის იმას, რომ მათ სათანადო განათლება მიიღონ. რაც უფრო აქტიური იქნება ამ საკითხზე ლაპარაკი და სწორი ინფორმაციის მიწოდება, მით უფრო დაინტერესდება და მიიღებს საზოგადოება ამ ხალხს. სკოლიდან დაწყენული სწორი ინკლუზიური განათლება, წინაპირობაა ჯანმრთელი და მიმღები საზოგადოებისა, სადაც ყველა ადამიანს შეეძლება განვითარდეს და საკუთარი წვლილი შეიტანოს ქვეყნის კეთილდღეობაში, იმის მიუხედავად, ტუოური განვითარების, შშმ პირი, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი თუ სხვა.

დასკვნის სახით, უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი კონსტიტუცია და კონვენცია მოიცავს კარგად და მკაფიოდ გაწერილ მუხლებს, რაც უზრუნველყოფს განათლების სისტემის სწორი მიმართულებით წინსვლას. მათი საშუალებით დაცულია როგორც ტიპური, ასევე სსსმ-ების სწავლასთან დაკავშირებული უფლებები. მინიმუმამდე დაყვანილი ფულადი ხარჯები ბევრი ოჯახისთვის საჟეღავათოა და ეს ხელს უწყობს განათლების მიღებას რთული ეკონომიკური ფაქტორების მიუხედავად. ინკლუზიური გარემო ბავშვებს აყენებს თანაბარ პირობებში და ხელს უწყობს თითოეული ინდივიდის პოტენციალის განვითარებას. თუმცა, ინკლუზიურ განათლებას საქართველოში თან ახლავს რიგი პრობლემები, როგორებიცაა: ინფორმირებულობის დაბალი დონე; რესურების ნაკლებობა; მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა ტრენინგებისა და კვალიფიცირებული კადრების ნაკლებობა. ეს პრობლემები საჭიროებენ მოგვარებას, რათა ინკლუზიური განათლება იყოს მაქსიმალურად შედეგიანი, ხელმისაწვდომი და ისეთ ჯანმრთელ გარემოს შექმნაზე ორიენტირებული, სადაც ყველა შეძლებს საკუთარი უნარების შესაფერისად განვითარდეს.

0
50
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამ ტოტოჩავა
მარიამ ტოტოჩავა
50
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0