x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134368
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508451
დედას ლექსი მამას, რომელიც თვალით არასდროს მინახავს
image


***

შენგან რომ წავედი, იმავ დღეს დავბერდი,
იმ ღამით გამიჩნდა პირველი ჭაღარა,
სხეულით წავედი, და ასე თავხედი
სხეული პირველმა ნაოჭმა დაღარა...

სული არ ბერდება, გული არ ბერწდება,
დადის და დაგეძებს დროში და... ქუჩებში...
იმ ქუჩის კუთხეში, წამი რომ ერთდება
ამ საუკუნეში, იმ საუკუნეში...

ასწლოვან ფიქრებში გამებნა ოცნება,
დავკარგე ღიმილი, თვალებშიც ჭინკები,
ფიქრები დავძერწე ტუჩიან დოქებად,
დარდებით ავივსე სარძევე ტიკები....


სურვილად გიხმობ და სიზმრებად მოდიხარ,
ცხადში კი მარტო ვარ, ამაყი სულელი,
ვერდავიწყებული სიმღერის ნოტი ხარ
და პირველშობილი ვნებების სურნელი....

ასი წლის მერეა! ისევ გაზაფხულდა...
ვერ ვთბები, არადა თბილა და მზეც არი.
თვალები დავხუჭე - ზმანებად მოხვედი...
დავჭმუჭნეთ, დავჭმუჭნეთ, დავჭმუჭნეთ ზეწარი...

/მარი ბერძენაძე/

1
390
2-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
390
  
0 1 1