x
image
მაია 24
ზოდიაქოს ნიშნები, ვისთვისაც 20 მარტამზე წარმატებული პერიოდია - "ამ თვეში რამდენიმე ფარულ ამბავს აეხდება ფარდა, ძალიან საინტერსო ამბები გველის"
image


ასტროლოგი ხათუნა ნოელი მზის პოზიციის ცვლილების მიხედვით მომდევნო ერთი თვის ზოგად ასტროლოგიურ მიმოხილვას გვთავავაზობს:


"დღეს, 18 თებერვალს, 14:44-ზე თბილისის დროით მზე თევზებში გადავიდა. გილოცავთ, თევზებო, და წარმატებებს გისურვებთ - თქვენთვის ხელსაყრელი ერთთვიანი დროც დადგა (20 მარტამდე).


სასიკეთო პერიოდი ექნებათ წყლის სტიქიის დანარჩენ წარმომადგენლებსაც. აგრეთვე თხის რქებს და კუროებს. პრობლემური შეიძლება იყოს მზით ტყუპებისთვის, მშვილდოსნებისა და ქალწულებისათვის.



წარმატებული პერიოდი ექნებათ ხელოვნების და ეზოთერიკის სფეროში დაკავებულ ადამიანებს, ასევე მედიკოსებს (მეტი განკურნებული პაციენტების სახით).


ამ ერთი თვის პერიოდში ადამიანებში მოიმატებს მიდრეკილება სენტიმენტალობისა და გულჩვილობისადმი. აგრეთვე იღვიძებს თანაგრძნობისა და ლმობიერების, სიკეთის კეთების სურვილიც. ამიტომ თუ ვინმეს გულის მოლბობა გჭირდებათ, გამოიყენეთ მზის თევზებში ტრანზიტი, თუმცა მეორეს მხრივ, ეს ის დროა, როცა აქტიურდებიან ხოლმე ფარული მტრები - ვინაიდან და რადგანაც თევზების პერიოდში ჩვენი ინტერესი მიმართული იქნება ყოველივე დაფარულისა და იდუმალისაკენ. ამ გაძლიერებული ცნობისმოყვარეობის გამო შესაძლოა ვიღაცეებს სურვილი გაუჩნდეთ ჩვენი ქმედებების ფარული აზრის გამოსარკვევად... და გამოარკვიონ კიდეც! ამიტომ თუ თქვენ რაიმე საიდუმლო გაქვთ და არ გსურთ სააშკარაოზე გამოგიყვანონ - იფრთხილეთ!!


ეს ინდივიდუალურს რაც შეეხებოდა, საერთო ატმოსფეროსთან დაკავშირებით ამ თვეში რამდენიმე ფარულ ამბავზე ფარდის ახდას ველოდები. მეტად საინტერსო ამბები გველის ამ კუთხით. კიდევ არც ისაა გამორიცხული, რომ ვიღაც აქამდე რომ ჭიჭყინა თევზი გეგონათ, უეცრად ზვიგენად გადაიქცეს. სწორი გადაწყვეტილებების მიღების შემთხვევაში, ეს პერიოდი ძალიან მნიშვნელოვან ძვრებს და სულიერი ზრდის შესაძლებლობას მოგვცემს ჩვენ ყველას!"


***

ცაზე უკვე ჩართულია ურანისა და სატურნის კვადრატურა, რომელიც თითქმის მთელი წლის განმავლობაში იმუშავებს და სხვა მოვლენებს ფონად დაედება. სატურნი ძველი სქემებია, ჩვევები, წესები. ახლა მათი დრო ამოწურულია, ურანი ითხოვს ცვლილებებს, რეფორმებს, ახლებურ ხედვებს, ცხოვრების ახლებურ სტილს, ის ანგრევს მოძველებულ ჩარჩოებს და მათ ადგილზე ახალ, პროგრესულ იდეებს ამკვიდრებს. სატურნი თავის მხრივ კიდევ ეცდება პოზიციების შენარჩუნებას. მაგრამ დრო ურანის მხარეზეა, მითუმეტეს, რომ სატურნი ახლა ურანბის ტერიტორიაზე მოძრაობს და უნდა-არ უნდა, მისი წესებით მოუწევს თამაში. პრობლემები შეიძლება შეიქმნას როგორც საზღვრებთან დაკავშირებულ თემებზე, ისე სახელისუფლებო ვერტიკალშიც - ეს ორივე სატურნია. ურანიც თავის მხრივ არაა ძალიან კარგ სიტუაციაში, ამიტომ ფინანსები, სტაბილურობის შეგრძნება და ენერგო-ბალანსიც დარტყმის ქვეშ აღმოჩნდება, ეს ის დროა, როდესაც ძალიან ბევრგან შეიცვლება ხელისუფლება, რისი დასაწყისიც უკვე ჩანს. დაიწყება ცვლილებები საბანკო სისტემაშიც, რაც სამწუხაროდ რიგითი მოქალაქეების ჯიბეს დაარტყავს ისევ და ისევ. ნაკლებ პრობლემურად რომ გავიაროთ ეს პერიოდი, უნდა მივხვდეთ - ძველებურად ცხოვრება უკვე აღარ შეიძლება!! შეცვალეთ მიდგომები, შეიცვალეთ თავადაც!! კვადრატურა ნიშნავს, რაღაც არ იცი და სასწავლი გაქვსო! გაიაზრეთ, რა შეიძლება გაკეთდეს ახლებურად? რა მიდგომებია უკვე შესაძლოა მოძველებული და უსარგებლო? იმოქმედეთ ახლებურად! მაშინ დანაკარგებიც აღარ გექნებათ!!"



ასევე ნახეთ:



როგორი იქნება მარტი კირჩხიბის, მორიელისა და თევზებისთვის - თვის ასტროლოგიური პროგნოზი წყლის ნიშნებისთვის



"მეუღლეები აუცილებლად წინა ცხოვრებიდან გამოყოლილი ვალების გასასტუმრებლად ხვდებიან ერთმანეთს" - ასტროლოგი ადამიანის მისიასა და კარმულ კავშირებზე




2021 წლის ფინანსური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის - ვისთვის იქნება ხარის წელი წარმატებული



ზოდიაქოს რომელ ნიშანს რას მოუტანს 2021 წელი? - ახალი წლის სრული ასტროლოგიური პროგნოზი ქეთი ვაწაძისგან



ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც 2021 წელს სიყვარულში დიდი გამართლება ელით - სასიყვარულო ასტროპროგნოზი 12-ვე ნიშნისთვის



2021 წლის ფენ-შუის პროგნოზი - რა პრაქტიკული წესების დაცვა დაეხმარებათ ზოდიაქოს ნიშნებს წარმატების მოზიდვაში



2021 წლის ნუმეროლოგიური კოდი და პროგნოზი - რა გელით დაბადების თარიღის მიხედვით



რას მოგვიტანს ხარის წელი და ვისი მფარველი იქნება თეთრი მეტალის ხარი - "გლობალური ცვლილებები, მშენებლობა, პირადი ბიზნესის დაწყება, დაწყვილება"




2021 წლის 5 საბედისწერო ასტროლოგიური მოვლენა, რომელიც ზოდიაქოს ნიშნების ცხოვრებას შეცვლის - ასტროლოგები გვაფრთხილებენ!




ნახეთ სხვა საინტერესო სტატიები არხზე - მაია 24

0
1740
შეფასება არ არის
ავტორი:მაია 24
მაია 24
1740
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0