x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
მსოფლიოში ყველაზე ძველ სახლად აღიარებული სახლი ირანში, სადაც დღესაც ცხოვრობენ

image მსოფლიოს ბევრ ქვეყანაშია უძვლესი სახლები, მაგრამ იქ არავინ ცხოვრობს და მხოლოდ ტურისტების ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად გამოიყენება და მათ სახელმწიფო იცავს, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს.
თუმცა როგორც აღმოჩნდა ირანის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე სოფელ კანდოვანშია სახლი, რომელიც სხვა სახლებთან ერთად გამოჭრეს სეხენდის ვულკანურ მასივში. აქ პირველი საცხოვრებელი სახლი გაჩნდა მეთოთხმეტე საუკუნეში, სწორედ აღნიშნულ სახლში დღემდე ცხოვრობენ ადამიანები.
საოცარი სანახავია ქარის და წვიმის მიერ გამოფიტულ კლდეში გამოკვეთილი საცხოვრებელი სახლი კარებით, კიბით და ფანჯრებით. არა მარტო ეს სახლია ასე, მთელი ქუჩა ასეთი სახლებითაა მოფენილი, წარმოუდგენლად დიდი ასაკის მიუხედავად სახლები ბუნებრივი სამშენებლო ქანების გამო კომფორტულია წლის ნებისმიერ დროს.
სოფელი რეგისტრირებულია ირანის კულტურული მემკვიდრეობის საზოგადოების მიერ და მას ირანის სახელმწიფო იცავს.
სახლი რომელიც მსოფლიოში უძველეს სახლადაა მიჩნეული, სადაც დღესაც ცხოვრობენ ადამიანები.
image imageimageimageimage





0
241
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
241