x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134427
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508502
რატომ გადადგა პრემიერმინისტრობიდან გახარია

image


საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თაბამდებობიდან გადადგა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე მან აღნიშნა, რომ გუნდში შეთანხმების მიუღწევლობის გამო ნიკა მელიას დაპატიმრებასთან დაკავშირებით, მიიღო გადაწყვეტილება. აქვე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ გავრილოვის ღამეს განხორციელებული ძალადობრივი აქტი - რეზინის ტყვიებით მიტინგის დაშლა მისი ბრძანებით არ მომხდარა! გახარიაზე შეტევები გუნდის მხრიდან არ მანამდე იყო კედლებშუა დამალული, ეს ყოველთვის იკვეთებოდა, თუმცა ღიად მას ტაშს უკრავდნენ. თუმცა არა არის რა დაფარული, რომ არ გამჟღავნდეს. გახარია - ყველაზე ნათელი ფიგურა "ქართულ ოცნებას" აღარ ჰყავს.

„მიუხედავად ყველაფრისა, ჩემი აბსოლუტურად ურყევი პოზიციაა, რომ ერთი კონკრეტული ადამიანის მიმართ, თუნდაც კანონიერი, მართლმსაჯულებით განსაზღვრული ღონისძიების აღსრულება, თუ ეს რისკს უქმნის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას, სიცოცხლეს ან საერთოდ, ქვეყანაში ქმნის პოლიტიკური ესკალაციის შესაძლებლობას, არის მიუღებელი. დღეს განსაკუთრებით, როდესაც ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური დაძაბულობა და პოლარიზაცია თვითონ ქვეყნის განვითარების და შემდგომ ქვეყნის უსაფრთხოების რისკებს ქმნის, მაშინ როდესაც ჩვენ ყველანი ჩვენს მოქალაქეებთან ერთად ვებრძვით გლობალურ პანდემიას, ეკონომიკურ კრიზისს, რეგიონალურ გამოწვევებს და რაც მთავარია ვებრძვით პოლარიზაციას, რათა უკეთესი მომავალი შევუქმნათ ჩვენს შვილებს, ასეთი ღონისძიება უნდა ჩატარდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც გადაზღვეული იქნება ყველა სახის რისკები და არ იარსებებს არანაირი რისკი თითოეული ჩვენი მოქალაქის და არ შექმნის არანაირ საბაბს ქვეყანაში ესკალაციის. იქიდან გამომდინარე, რომ მე სამწუხაროდ, ჩემს გუნდთან ერთად, ვერ მივაღწიე ერთობლივ აზრს ამ საკითხთან დაკავშირებით, მივიღე გადაწყვეტილება, გადავდგე დაკავებული თანამდებობიდან. რა თქმა უნდა, მჯერა და მინდა, მჯეროდეს, რომ ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ სივრცეში პოლარიზაციის შემცირებას, რამეთუ დარწმუნებული ვარ, რომ პოლარიზაცია და დაპირისპირება ჩვენ შორის არის ყველაზე დიდი რისკი ჩვენი ქვეყნის მომავლის, ეკონომიკური განვითარების და ყველა სახის კრიზისის გამკლავების“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

2
191
შეფასება არ არის
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
191
  
2021, 18 თებერვალი, 12:59
ადრე გითხარით,რომ წაგეკითხათ ბასტიას "რაც ჩანს და რაც არ ჩანს". ქართული ოცნება მაგარი გველაძუა ძალაა და ტყუილად ეძახიან უნიათოებს. მუდმივი განახლების პროცესშია პარტია და როცა უზიანდება ორგანო,მაშინ მას იშორებს. ივანიშვილმა შექმნა გუნდი და სისტემა,რომელშიც პიროვნებებს დიდი აზრი,ძალა არ აქვს. ოცნება იყო ლიდერის პარტია 2012-16 წლებში და ეხლა ეგრე აღარ არის,ის დაემსგავსა გუნდს,რომლელიც სოციალ-დემოკრატიული იდეების გარშემო არის გაერთიანებული. გახარია ეძახდა ნაცებს რო დაამთავრებდა და ეხლა გული აუჩუყდა ნიკანორაზე? ჩვენ გვანახეს სპექტაკლი,მელია ციხეში და გახარია გადადგა,რაც თვალში ნაცრის შეყრაა. რეალურად,სხვა რამე ხდება და იმ სხვა რამიდან ყურადღება გადატანა მოხდა ამით.მთავრი მოვლენა კი ამ ბოლო პერიოდში,გარეჯის ამბავია და საპატრიაქოს ვირეშმაკული განცხადებები. ასევე,ვერ/არ გამოვრიცხავ ფულის მოთქვლეფის საშუალებას და რაღაცეების გადანაწილება. თქვენ გახარია,მახარია და ბახტაძე გახსოვთ,მაგრამ ასეთი გახარიები და მელიები 30 წელია პოლიტიკაში არიან,ფულს შოულობენ და ჩვენ ხარჯზე მდიდრდებიან. 2011 წელს ვამბობდი,რომ ივანიშვილი შექმნიდა ისეთ სისტემას,რომელსაც იდეოლოგია დაანგრევდა და ასევე,ის გადავიდოდა ფულის შოვნის ახალ მეთოდზე. სხვა გამოსავალი მაშინ არ იყო,ადამიანებს ქუჩებში კლავდნენ და ციხეებში აწამებდნენ,ნაცებმა მაგარი აუშვეს და არ ჩერდებოდნენ. ადამიანებმა გადაწყვეტილება ფორსმაჟორში მიიღეს და სხვა გზა არ ჩანდა მაშინ. ქოცები ნაცებს ჯობიან და ამათი დამარცხება უფრო ადვილია,თუ სწორად იმოქმედებს ადამიანი. სოციალ-დემოკრატების წამალი მე ვიცი,ხოლო ნაცები ბანდიტური დაჯგუფება იყო,რომელშიც ბევრი კრიმინალი იყო გაერთიანებული და რევოლუციის დროს მიერთებული. იმათ ესენი ჯობიან,მაგრამ გვჭირდება სხვა,რომელიც ჯერ არ ჩანს,მაგრამმალე გამოჩნდება.
2021, 18 თებერვალი, 12:41
პირველ რიგში,ვინ გასცა ბრძანება თუ არა გახარიამ? ბახტაძე განებაში არ იყო და 1 წუთის წინ თქვა,რომ მიტინგის დარბევა არ არის ქოცნების ხელწერა. პრემიერმა არ გასცა,შს მინისტრმა არა და ვინ? თუ ბრძანება არ მიუღია მთავრობის მეთაურისგან ან უწყების ხელმძღვანელისგან,მაშინ ვის შეუძლია გასცეს დარბევის ბრძანება? ბევრი კითხვა გამომივიდა,მაგრამ სტატიის დასაწყისში ისეთები წერია,რომ ლოგიკური კითხვებია. თუ ასეთი სახე,ლიდერი და პოლიტიკოსი არ ყავს ოცნებას,მაშინ არავინ ყოლია. როცა თავზე გახტებიან და შეგნებულად წყალს გიყენებენ,მაშინ მინიმუმ უნდა დატოვო თანამდებობა და თუ ამას ეგუები,ეგუები რა პრემიერი ხდები,მაშინ ერთი ადგილის მოთამაშე პოლიტიკოსი გამოდის და ეგეთი უამრავია,ყოველთღე იკრიბებიან ლეიბორისტების ოფისში. ამ კონკრეტულ გადაწყვეტილებას რაც შეეხება,გაქცევას გავს. ისეთი დრო შეარჩია რო ოპოზიციასთან მიტმასნა გამოუვიდეს. თუ იმას ამბობს,რომ მონაწილეობას იღებდა სახელმწიფო გადატრიალებაში მელია და დღესაც ეს თქვა,მაშინ გუნდი მართალი ყოფილა. კანონი ყველასათვის კანონი უნდა იყოს. აგერ პრივილეგიებზე გვქონდა საუბარი ცოტა ხნის წინ და ხომ არ ფიქრობთ,რომ მელია პრივილეგირებულია? მე რო მოვიხსნა სამაჯური,არ გადავიხადო გირაო და მოვუწოდო ხალხს გადატრიალება,მაშინ ციმბირი სანატრელი გამიხდება. ქოცნებას ერთი მატყუარა პოლიტიკოსით ნაკლები ყავს და ეს კარგია. ეს არის ცირკი,რომელსაც ჩვენი ყურადღების გადასატანად იყენებენ. ის წავა ციხეში და ეს სახლში,ხალხს რა მაგით?
0 1 2