x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
მსახიობები, რომლებმაც წარმატებული კარიერა სილამაზის კონკურსებზე გამოსვლით დაიწყეს
image


როდესაც ადამიანი ერთდროულად ნიჭიერი და ლამაზიც არის, მისი დიდ ეკრანზე მოხვედრის შანსი ორმაგდება... და ქვემოთ ნახსენები მსახიობები კარიერა, სწორედ რომ ამ მოსაზრების მტკიცებულებად გამოდგება — ისინი ყოფილი სილამაზის დედოფლები არიან, რომლებმაც ჰოლივუდის დაპყრობა შეძლეს.


გალ გადოტიimage


სკოლის დამთავრების შემდეგ, სამოდელო სააგენტოს ერთ-ერთი სკაუტის რჩევით, გოგონამ სილამაზის კონკურსში მონაწილეობის მიღება და «მის ისრაელის» ტიტულისთვის ბრძოლა გადაწყვიტა.... და მისდა გასაკვირად, ჟიურიმ გამარჯვება სწორედ მას მიანიჭა. ერთი წლის შემდეგ კი, «მის სამყაროს» კონკურსზე, გალი უკვე საკუთარ ქვეყანას წარმოადგენდა. იქ გამარჯვება ვერ მოიპოვა, სამაგიეროდ, უამრავ სარეკლამო კონტრაქტი მიიღო.


ჰალი ბერი image


ჰალი ბერმა, მსოფლიო კინომატოგრაფიაში, საკუთარი სახელი იმით ჩაწერა, რომ პირველი ფერადკანიანი მსახიობი გახდა, რომელმაც «ოსკარი» მიიღო. ვიდრე ის ცნობილი მსახიობი გახდებოდა, ჰალი აქტიურად მონაწილეობდა სილამაზის კონკურსებში. მისი პირველი ტიტული — «ახალგაზრდა მის ამერიკა — 1985» იყო. ერთი წლის შემდეგ, ის — «ვიცე – მის აშშ» გახდა. ჰალიმ მონაწილეობა «მის მსოფლიოს» კონკურსშიც მიიღო, სადაც მეექვსე ადგილი დაიკავა.


ევა ლონგორიაimage


უნივერსიტეტში სწავლის დროს, ტემპერამენტულმა ლამაზმანმა «მის კორპუს–კრისტი — 1988»–ს კონკურსი მოიგო. ამ მიღწევაზე გოგონამ შეჩერება გადაწყვიტა და მთლიანად კინომატოგრაფიაზე გადაერთო.



ლუსი ლოულისიimage


21 წლის ლუსი ლოულისმა «მის ახალი ზელანდიის» კონკურსზე გაიმარჯვა და ამის შემდეგ, მას აქტიურად სთავაზობდნენ სარეკლამო კლიპებში და სერიალებში გადაღებას... ზენა: მეომართა დედოფლის როლის წყალობით კი, მსახიობი მთელმა მსოფლიომ გაიცნო.


აიშვარია რაიimage


აიშვარია რაიმაც 21 წლის ასაკში მიიღო მონაწილეობა სილამაზის ეროვნულ კონკურსში, მაგრამ გამარჯვების მოპოვება ვერ შეძლო. თუმცა, მეორე–მისის ტიტულმა, მას «მის მსოფლიოს» კონკურსში მონაწილეობის საშუალება მისცა, სადაც გოგონამ გაიმარჯვა.


პრიანკა ჩოპრაimage


ჰოლივუდი, ბოლივუდი… პრიანკა ჩოპრას ეყო ძალა, რომ ერთდროულად ორი «ოცნების ფაბრიკა» დაეპყრო... და ასეთი ბუნებრივი სილამაზის ფონზე, ეს გასაკვირიც არც არის — 18 წლის ასაკში ცნობილმა მსახიობმა მსოფლიოში ულამაზესი ქალის ტიტული მოიპოვა.


შერონ სტოუნი
image


17 წლის შერონი «მის პენსილვანია» გახდა. კონკურსზე განარჯვებამ მას სამოდელო ბიზნესში წინსვლის საშუალება მისცა. ხოლო, მოგვიანებით, კარიერა ჰოლივუდში გააგრძელა.


სოფი ლორენიimage


14 წლის სოფი ლორენმა ადგილობრივ სილამაზის კონკურსში გაიმარჯვა და უკვე 2 წლის შემდეგ, გოგონა დედაქალაქში გაემგზავრა, სადაც ნამდვილი ფურორი მოახდინა. სპეციალურად მისთვის, «მის იტალიის» კონკურსის ჟიურიმ, «მის ელეგანტურობის» პრზი დააწესა. სწორედ კონკურსზე გაიცნო მან თავისი მომავალი ქმარი და პროდიუსერი კარლო პონტი.


მიშელ პფაიფერი
image


20 წლის მიშელმა «მის კალიფორნია — 1978»–ს ტიტული მოიგო. მაგრამ, ეს არაფერია, მის მიერ კინომატოგრაფიაში მოპოვებულ მიღწევებთან შედარებით — გადაღებულია 60-მდე ფილმში, მიღებული აქვს «ოქროს გლობუსი» და BAFTA, არაერთხელ არის ნომინირებული «ოსკარზე» და «ემიზე».

imageimageimageimageimageimageimage






0
580
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
580
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0