x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134416
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508501
როგორ ღუპავენ თანამდებობის პირებს ნათესავები და ახლო მეგობრები
image


ერთხელ ხალიფა ომარმა თავის მეგობრებსა და ნათესავებს "მძორი" უწოდა. ის იყო მკაცრი, მაგრამ სამართლიანი ადამიანი და მისი მეტაფორები არ იყო ძალიან პოეტური და სასიამოვნო.


მაგრამ მან ბრძნულად თქვა, თუმცა უხეშად.


ხალიფამ მიიღო სამართლიანი და მკაცრი კანონები, რადგან გადავწყვიტა თავისი სახალიფოს მოწესრიგება. შემდეგ კი თავის ნათესავებსა და ახლო მეგობრებს მიუბრუნდა:




”თქვენ ახლა იმ ლეშს ჰგავხართ, რომელთაც სვავები მადის აღვძვრელად უყურებენ. დაიმახსოვრეთ ეს.


თუკი რომელიმე თქვენგანი დაარღვევს ჩემს სამართლიან კანონს, ისარგებლებს ჩემთან სიახლოვით, უპირატესობებით, რასაც მას ჩემთან სიახლოვე ან ოჯახური კავშირები ანიჭებს, აუცილებლად მიიქცევს სვავების ყურადღებას. კანონი შეწყვეტს კანონობას, რადგან ჩაითვლება, რომ მისი დარღვევა შეიძლება.


თუ ჩემს ახლობლებს უფლება აქვთ დაარღვიონ კანონი, ეს უკვე კანონიც არ არის. ხალიფამ, რომელმაც ასეთი კანონი მიიღო, პატივისცემას არ იმსახურებს. ასე რომ, დაუკვირდი თქვენს საქციელს, ჩემო ძვირფასებო! იმიტომ, რომ ზუსტად თქვენით დავიწყებ მკაცრ დასჯას კანონის მცირედი დარღვევისთვის! ”


ეს არის ბრძნული სიტყვები, რომლებიც ეხება ნებისმიერ კანონს, წესრიგს და წესს. წესები ყველასთვის ერთნაირი უნდა იყოს. თუ სამსახურში ან ოჯახში გყავთ რჩეულები, ფავორიტები, "დაკრიშულები", რომლებიც მშვიდად არღვევენ კანონსა და წესებს, ადრე თუ გვიან მთელი სისტემა ინგრევა.


კანონი და წესრიგი, რომელიც მეგობარმა ან ახლო ნათესავმა შეიძლება დაარღვიოს, წესრიგი და კანონ აღარ არის. ეს მხოლოდ უსამართლო შეზღუდვებია ზოგისთვის, ზოგისთვის კი - ნებართვა. ეს კიდევ უფრო სწრაფად გამოიწვევს დაბნეულობას, შუღლსა და ქაოსს.


ახლობლებისთვის სასჯელი კიდევ უფრო მკაცრი უნდა იყოს, ვიდრე დანარჩენებისთვის იმიტომ, რომ სწორედ ასეთი ურჩი ახლობლები უთხრიან ძირს თქვენს ავტორიტეტს და გაჩვენებენ უპატივცემლობას. ყველაზე დიდი ზიანი კი ის არის, რომ ისინი აჩვენებენ - კანონისა და წესების დარღვევა შეიძლება! თქვენი პოზიციების მორყევა და სისტემის ნგრევა მოხდება სწორედ ამ "ახლობლების" გამო, რომლებსაც სულ ტყუილად მიანიჭეთ უპირატესობა - თქვენს გასანადგურებლად...


თუ ორგანიზაციაში ან ოჯახში არიან რჩეულები, რომლებიც არხეინად არღვევენ დისციპლინას, ხოლო დანარჩენებისთვის მისი დაცვა სავალდებულოა, ასეთი ორგანიზაცია და ოჯახი დაიშლება ან ტოქსიკური ადგილი ხდება, უსამართლობის ადგილი.



თუ გსურთ, პატივი გცეთ საზოგადოებამაც და თვითონ ახლობლებმაც, და პატივი სცეს თქვენს წესებს, ჯერ მოითხოვეთ მათი დაცვა თქვენთვის ახლობელი და საყვარელი ადამიანებისგან, შემდეგ კი - დანარჩენებისგან.

~

0
74
1-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
74
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0