x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
ილიას ზურგიდან ესროლეს... მაგრამ ვინ ესროლა? 

image
1907 წლის 30 აგვისტოს, წიწამურში, კაენის ნაშიერნი დაუხვდნენ ილია ჭავჭავაძეს... მკვლელები დაქირავებულნი იყვნენ. გადმოცემებით თუ მოწმეთა ჩვენებებით, სამწუხაროდ, ბოლომდე დადგენილი არ არის ნამდვილი მკვლელის ვინაობა.

ისტორიულ დოკუმენტებზე დაყრდნობით ილიას მკვლელობა განზრახული ჰქონდათ სოციალ-დემოკრატებსა და ბოლშევიკებს, რადგან ილია გმობდა მათ პოლიტიკურ გზას და ხალხში უსაზღვროდ პოპულარული იყო. საბჭოთა პერიოდში გამოძიებამ დაასკვნა, რომ მეფის ხელისუფლების საიდუმლო პოლიცია და ადმინისტრაცია იყვნენ ჩარეული ილიას მკვლელობაში.

...ილია მეუღლესთან, ოლღა გურამიშვილთან ერთად ეტლით მიემგზავრებოდა თბილისიდან საგურამოში. წიწამურთან გიგლა ბერბიჭაშვილის ბანდა (გიორგი ხიზანიშვილი, პავლე აფციაური, ივანე ინაშვილი და ვინმე იმერელი - ბევრჯერ თქმულა, რომ ის სერგო ორჯონიკიძე იყო) დახვედრია. იარაღი მიუშვერიათ და ეტლის შეჩერება უბრძანებიათ. ილია ფეხზე წამომდგარა, - ილია ვარ, არ მესროლოთო. ილია რომ ხარ, იმიტომ უნდა გესროლოთო, - მიუხლია ბერბიჭაშვილს და თოფსაც დაუქუხია. ილია ეტლიდან გადმოვარდნილა.

თავდამსხმელებს სასტიკად უცემიათ ოლღა გურამიშვილი. სახე დაჩეჩქვილი ჰქონია უმწეო ქალს.
ილია ჭავჭავაძის გვამის გაკვეთის შემდეგ ექიმი იაშვილი ასკვნის, რომ მას წინიდან რომელიმე ბანდიტმა ესროლა. თუმცა, მოგვიანებით ვახტანგ გურული ავითარებს ვერსიას - ჭავჭავაძეს ბერბიჭაშვილის ბანდის წევრმა კი არა, რომელიღაც სხვა ტერორისტმა ესროლა. ილია ჭავჭავაძის ცხედრის ექსპერტიზით დადასტურებულია, რომ მარცხენა ნეკნის არეში (იღლიის ქვეშ) აქვს მცირე დიამეტრის ხვრელი, მკერდის არეში (მარჯვენა ძუძუს დვრილიდან) - დიდი.

ტყვია სხეულში შესვლისას ტოვებს წვრილ ხვრელს, სხეულიდან გამოსვლისას კი გაცილებით დიდს. ამდენად, ექიმ იაშვილს უზუსტობა მოუვიდა. ილიასათვის წინიდან რომ ესროლათ, მაშინ მცირე ზომის ხვრელი მკერდის არეში ექნებოდა, დიდი ზომისა კი - იღლიის ქვეშ. გვამის გაკვეთის აქტში ყველაფერი პირიქითაა, ე.ი. ილიას ზურგიდან ესროლეს... მაგრამ ვინ ესროლა?

აშკარაა, რომ ბერბიჭაშვილის ბანდა ამას ვერ გააკეთებდა - მისმა კაცებმა ეტლი გააჩერეს და გასროლის მომენტში ეტლის წინ იდგნენ.…ისროლეს მეორე ჩასაფრებიდან, რომლის შესახებაც გიგლა ბერბიჭაშვილის ბანდამ არაფერი იცოდა.

0
383
1-ს მოსწონს
ავტორი:ოკოჩოკოროკო
ოკოჩოკოროკო
383
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0